ვარსკვლავები ლეგენდარული ფოტოგრაფის, ჰერბ რიტცის ნამუშევრები, რომლებიც სავსეა შიშველი ესთეტიკით და სილამაზით 2021, 6 აგვისტო, 17:39 “ვფიქრობ, რომ ის ყველაფერში სილამაზეს ხედავს" თქვა ერთხელ ცნობილმა მსახიობმა ედვარდ ნორტონმა დიდებულ ფოტოგრაფზე. ამ ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ნამუშევრებისადმი მიძღვნილი გამოფენა მხოლოდ ადასტურებს მის სიტყვებს: ადამიანები და საგნები მის ფოტოებში ნაჩვენებია როგორც სრულყოფილი და იდეალიზებული. 20 წელზე მეტია, რაც რიტცის გადაღებული ულამაზესი მოდელების სილამაზე დღემდე გვაოდებს და აღგვაფრთოვანებს. ჰერბ რიტცი- თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი ფოტოგრაფი, მოდის სამყაროში მოწინავე პოზიციებს იკავებდა. მის ობიექტივში აღმოჩდნენ არა მხოლოდ ცნობილი სუპერმოდელები, არამედ სხვა ცნობილი ფიგურები, როგორებიც არიან მაგალითად: კრისტოფერ რივი, დალაი ლამა, ელიზაბეტ ტეილორი, რონალდ რეიგანი, სტივენ ჰოკინგი, ედვარდ ნორტონი, მადონა, ანეტ ბენინგი. უბრალო შავ-თეთრი პორტრეტები ბუნებრივ შუქზე, სინათლისა და ჩრდილის თამაშით და დრამატული კონტრასტი არის ლოს ანჯელესში მოღვაწე ფოტოგრაფის ჰერბ რიტცის მუშაობის დამახასიათებელი ნიშანი. რიტცი გარდაიცვალა 2002 წელს, 50 წლის ასაკში შიდსის გამო. წარმოგიდგენთ ფოტოგრაფის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს: 717 1-ს მოსწონს
|