x
image
თამილა გურაშვილი
დიმიტრი ლორთქიფანიძე: " ..არსებობს უნდობლობა მათთდამი, ვინც პანდემიურ ბიზნესებს უდგას სათავეში.."

image

"მეგობრებო! ყველანი შესანიშნავად ვხვდებით, რომ covid-19 არც "ესპანკაა", არც "ებოლა" და არც "მერსი".. ამ დაავადების გამომწვევი ვირუსის გადადების ჯაჭვის უწყვეტობას, ფაქტობრივად განაპირობებს ვირუსის სწრაფი გენური მუტაცია, რომლის მე-8 ვარიანტსაც წარმოადგენს ე.წ. "ლამბდა" შტამი( დანარჩენ შვიდს შორის არის "კალიფორნიული", "სამხრეთ აფრიკური" "ბრიტანული" და "ინდური" ანუ "დელტა").
დღიდან გავრცელებისა, ვირუსის ზემოქმედებით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკა პირველიდან მერვე შტამამდე 2% დან 9, 6 % მდე (პერუ) მერყეობს, რაც სრულიად გასაგებს ხდის იმ მძიმე პერსპექტივას, რომელიც პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობას ემუქრება მუდმივად გაძლიერებადი და მუტირებადი ახალ -ახალი შტამებისგან, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ გამოცხადებული ტოტალური ბიოლოგიური ომის ფაქტის წინაშე გვაყენებს, რომლის შედეგები, შედარებისთვის, სავსებით თავსებადია ნეიტრონული ბომბით კაცობრიობაზე ზემოქმედებასთან!
გენერალური კითხვა - "რაში ვეძებოთ გამოსავალი?!" და ოფიციოზის პასუხი მასზე, მთელს მსოფლიოში დაახლოებით ასე ჟღერს: "ვაქცინაციას არ გააჩნია ალტერნატივა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს და გვიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი"(!) ..
ასეა კი სინამდვილეში?!.. ამ კითხვაზე პასუხს, დღეს მხოლოდ ლუგარის ტრიუმვირატისგან ვიღებთ და საზოგადოების მღელვარებაც სულ უფრო და უფრო მატულობს, ვინაიდან არსებობს უნდობლობა, მათდამი, ვინც ერთი ხელით გვმოძღვრავს და მეორე ხელით, ახალი სანიტარული დიქტატურის ფარგლებში, პანდემიურ ბიზნესებს უდგას თავში(!)
ჩვენ გვჭირდება, იმ ტიპის და მასშტაბის კოლეგიალური სახელწიფო სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბება, სადაც განსხვავებული აზრი, მოსაზრება, პოზიცია, ხედვა, როგორც აუცილებელი და საკმარისი პირობა ჭეშმარიტების ძიების პროცესში, შობს ინოვაციურ იდეებს ერთიანი სტრატეგიის შესამუშავებლად ამ საკაცობრიო ჭირთან ბრძოლაში, ეროვნულ დონეზე!!!" - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე
0
118
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0