კომიქსებს კინოინდუსტრიაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავთ, თუმცა ბევრმა არც კი იცის, რომ მათი საყვარელი ფილმები პატარა კომიქსების სიუჟეტებიდანაა გადაღებული:
1. ადამიანები შავებში
ცნობილ ფილმში, სადაც მთავარი აგენტების როლები ტომი ლი ჯონსმა და უილ სმიტმა შეასრულეს, Aircel -ის კომიქსებზეა დაფუძნებული, რომელიც 90-იანებში გამოიცა.
2. ადამსების ოჯახი
ბევრმა არც იცის, რომ ცნობილი “ადამსების ოჯახი" თავდაპირველად “ნიუ-იორკერში" იბეჭდებოდა, მისი მხატვარი კი ჩარლზ ადამსი იყო.
3. თოვლისმჭრელი
2013 წლის ფილმი ისედაც საკმაოდ ცნობილია, ორიგინალური ვერსია ჟაკ ლობას და ჟან მარკ როშეტის ფრანგული კომიქსების საფუძველზე გადაიღეს. სიუჟეტი არის გაყინულ პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროზე, სადაც ადამიანების სიცოცხლე არსებობს დიდებულ მატარებელში, რომელიც უსასრულოდ ურტყამს წრეს დედამიწას მოძრაობისთვის.
4. ობლივიონი
ჯოზეფ კოსინსკიმ შექმნა კომიქსი Oblivion, როგორც ერთგვარი საშუალება მომავალი ფილმის იდეების საჩვენებლად. გეგმამ გაამართლა და მალე ფილმის გადაღებაც დაიწყეს, თავად კოსინსკიმ დიდი როლი ითამაშა ფილმის შექმნაში. ის იყო ასევე ფილმის რეჟისორიც და პროდიუსერიც.
5. ძალადობის ისტორია
ჯონ ვაგნერის და ვინს ლოკის მიერრ შექმნილ წიგნზე და კომიქსზე დაფუძნებული რეჟისორ დევიდ კრონენბერგის ფილმი ორიგინალურ ვერსიას ძალიან ჰგავს, მხოლოდ რამდენიმე დეტალია შეცვლილი.
6. შადრევანი
რეჟისორ დარენ არონოვსკისთვის იმდენად რტული გამოდგა ფილმისთვის სცენარის დაწერა, რომ მისი კომიქსად შექმნა გადაწყვიტა. “ვიცოდი, რომ რთული ფილმი იყო და ვთქვი, თუკი ჰოლივუდი გამიგებს, მისგან კომიქსს შევქმნი". საბოლოოდ ფიოლმიც შეიქმნა, მაგრამ თავდაპირველად კომიქსი იყო.
7. ჯოჯიხეთიდან
ადამ მურის და ედი კემპბელის კომიქსებზე დაფუძნებულ ფილმში მთავარი როლი ჯონი დეპმა შეასრულა. ისტორია დეტექტივზეა, რომელიც მფატრავის საქმეს იძიებს.