სხვა პოპულარული დიაგნოზები, რასაც მხოლოდ ჩვენთან მკურნალობენ 2021, 4 აგვისტო, 9:35 ხუთი დაავადება, რისგანაც მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მკურნალობენ, განიხილა ცნობილმა ექიმმა ალექსანდრე მიასნიკოვმა. ფოტო: ანასტასია ოსიპოვა ჩვენთან არის ისეთი დაავადებები, რომლის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში არაფერი სმენიათ. და არსებობს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რაც „ჩვეულებრივ მოვლენად“ ითვლება აქ, თუმცა ყველა სხვა ქვეყანაში ეს იქნებოდა „საშინელება საშინელებათა შორის“, ჩვენ კი, მერე რა, ვცოცხლობთ - იმუნოსტიმულატორებს ვსვავთ. წმინდა „რუსული (საბჭოური) „ დაავადებები და მათი საშიშროება მიმოიხილა მაღალი კატეგორიის ექიმმა ალექსანდრე მიასნიკოვმა.
1. ვეგეტატიურ - სისხლძარღვოვანი დისტონიაეს დიაგნოზი გვესმის ბავშვობიდან. თავბრუსხვევა? გულის წასვლა? ჩხვლეტა გულში? გულისრევა? ბებიებს ორი ახსნა აქვთ - სისხლის მიმოქცევაა ცუდი ან ამინდი იცვლება. მათ კი, ვინც უფრო გათვითცნობიერებულია სამედიცინო ტერმინებში, პასუხი ასეთი აქვთ - ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია. თუ კარგად გავერკვევით, ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა. გულსისხლძრღვთა სისტემის ყველა ეს გამოვლინება შესაძლოა სრულიად კონკრეტული, ცალკეული დაავადებისგან იყოს გამოწვეული, რომელიც ზუსტ მკურნალობას მოითხოვს! ჩვენ კი პრობლემას შემოვფარგლავთ „ საერთო სიტყვებით“, ვეგუებით იმას რომ ეს თითქოს ნორმალურია და „ ეს ყველას სჭირს“ და არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას ჩვენი ორგანიზმის სასოწარკვეთილ ძახილს.
ფოტო: ივან პროხოროვი 2. დისბაქტერიოზიერთხელ ერთმა ბრძენმა ექიმმა თქვა, რომ დიაგნოზი „დისბაქტერიოზი“ - სამედიცინო უვიცობის დიდი ორმოა. უცხოელი ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ დისბაქტერიოზი იშვიათი და სერიოზული დაავადებაა და მხოლოდ რუსეთში და ყოფილი სსრკ ქვეყნებში იყენებენ ამ დიაგნოზს, რომელსაც თაღლითები ხშირად იყენებენ სხვადასხვა წამლების რეალიზაციის მიზნით, რაც თითქოსდა გადაარჩენს სწორედ ამ დისბიოზისგან. სინამდვილეში, დისბაქტერიოზში თავს იყრის სხვადასხვა გამოვლინებები, რაც სხვადასხვა დაავადებებზე მიუთითებს. მაგალითად, დიარეა შეიძლება იყოს როგორც კუჭის წყლულის, ასევე მოწამვლის შედეგი, პოლიპების და ნაწლავების სიმსივნისაც კი. და გასაგებია ალბათ, რომ უმკურნალო ყველაფერ ამას „ბიფიდობაქტერიებით“ - სახიფათო საქმეა, იკარგება ძვირფასი დრო, დაავადები კი პროგრესირდება. 3. ოსტეოქონდროზი
კიდევ ერთი სახელწოდება, რომლის წარმოთქმაც მოსწონთ ჩვენს თანამემამულეებს - მას უწოდებენ ზურგთან და კისერთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას. გასაგებია - ხერხემალი დაავადდა. ამიტომ კისერიც გტკივა და მეორე კვირაა გასწორებაც აღარ შეგიძლია, და თავიც ხშირად გტკივა, და ფეხებიც თითქოს პირდაპირ ზურგში „გაქვს გაყრილი“. ყველაფერი ეს- ოსტეოქონდროზია! ხუმრობაც კი მოვიგონეთ, რომ კუზიანი -ცხენი ინგლისურად ითარგმნება, როგორც horse-osteohondros (ცხენი ოსტეოქონდროზით). სინამდვილეში ეს სახელწოდება მინიმუმ სამ განსხვავებულ დაავადებას აერთიანებს, რომლებიც განხვავებულ მკურნალობას საჭიროებს:
-მალთაშუა დისკების თიაქარი, რომელიც სერიოზულ მკურნალობას ექვემდებარება. ზოგჯერ კი აუცილებელია ოპერაციაც. -მიოზიტი-კუნთების სპაზმი და ანთება, რომლებიც იკურნება რელაქსანტებით. -ფიბრომიალგია, რომლის დროსაც პაციენტები იტანჯებიან მთელი სხეულის ტკივილით. და ეს დაავადება სინამდვილეში „ოსტეოქონდროზით“ დაავადებულების 2/3 შემთხვევაში გვხვდება.
ყველა ეს დაავადება განსხვავებული მეთოდით იკურნება - ზოგი ფიზიკური ვარჯიშებით და მასაჟით, ზოგი რელაქსანტებით, ზოგი გამაყუჩებლებით. და წამალი, რომელიც ერთ შემთხვევაში გვეხმარება, მეორე შემთხვევაში შეიძლება გვავნოს.
4. იმუნიტეტის დაქვეითება
ბევრი ამბობს ავიტამინოზია ან უფრო მართებულად ჰიპოვიტამინოზი, მაგრამ ყველაზე ხშირად ყოველი გაციებისას იყენებენ მოდურ სიტყვას „იმუნიტეტი“. „შენ იმუნიტეტი გაქვს დაქვეითებული“ ან უფრო უკეთესი „იმუნიტეტი დაეცა“. აფთიაქები კი მოხარულები არიან ამგვარი მოდით. გარშემო მძვინვარებს ბრძოლა სწორედ ამ იმუნიტეტისთვის - აიწიოს, გამყარდეს, აღდგეს. თითქოს, ბავშვებს ვუხსნით - ეს ჩვენი სამეფო - ორგანიზმის მცველები არიან, და საერთოდ არ გვესმის სინამდვილეში ეს რა არის.
-იმუნიტეტი- ხისტი, ბალანსირებული სისტემაა, რომლის „ მოშლა“ შეუძლია მხოლოდ ძალიან სერიოზულ დაავადებას - შიდს, თირკმელების უკმარისობას და სხვა სისტემურ დაავადებას, - განმარტავს ალექსანდრე მიასნიკოვი. - იმუნიტეტი სტაბილური თავდაცვის სისტემაა. მაგრამ, თუ არ მივსდევთ ჯანმრთელი ცხვრების წესს, არ ვკაჟდებით, ეს „მცველები“ ზარმაცდებიან და აღარ იღვიძებენ. ამ შემთხვევაში ადამიანი სრულიად ჯანმრთელი შეიძლება იყოს, მაგრამ დამცავი სისტემა მაშინვე შეიძლება არ ჩაირთოს. და მათი გავარჯიშება არანაირი წამლებით არ შეიძლება. მსოფლიოში ყველა ექიმმა იცის, რომ ეგრეთწოდებული იმუნოსტიმულატორები და მოდულატორები არ მუშაობენ! ჩვენ ვსაუბრობთ იმუნიტეტის „დაქვეითებაზე“, ჰიპოვიტამინოზზე მაშინაც კი, თუ საქმე გვაქვს გაციებასთან. განსაკუთრებით მოგვწონს ბავშვების კვება იმუნოსტიმულატორებით. მაგრამ, წელიწადში ათამდე გაციება ხომ ბავშვისთვის, რომელიც ბაღში ან სკოლში დადის, - ნორმალურია. 5. მარილების დაგროვებაამაზე მაშინ „აყვირდებიან“, როცა ტკივდებათ მუხლები ან სახსრები „ღრჭიალებს“. „ეს ყველაფერი მარილების დაგროვებაა!“
ეს კიდევ უკეთესია, ვიდრე „განზოგადებული“ ოსტეოქონდროზი. ამ ხალხური სახელწოდების უკან იმალება საშიში ოსტეოართრიტი და ოსტეოართროზი. მაგრამ მარილები აქ საერთოდ არაფერ შუაშია.
იხილეთ ასევე:ძლიერ ოფლიანდებით? ამის მიზეზს და მისი შეჩერების გზებს ექიმები ასე გვიხსნიან. გულახდილად რომ ვთქვათ, თუ არ ხართ პროფესიონალი სპორტსმენი ან არ ზიხართ საუნაში, ოფლი - თქვენი მტერია. არასასიამო სუნი აქვს და აფუჭებს ტანსაცმელს. მეორეს მხრივ ოფლი - ცხოვრების ნაწილია. ის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს : აგრილებს თრომბოზი (ბერძ. thrombosis - შედედება) არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაიხშოს. ეს ძალიან საშიშ დაავადებად ითვლება იმიტომ, რომ მისი სწრაფად აღმოჩენა ვერ ხერხდება, რასაც მოჰყვება გართულებები - ნეკროტიკული ხასიათის შეუქცევადი ექვსი თვის ბავშვი სასწრაფოდ გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი მას შემდეგ, რაც მისი სხეული წითელი ლაქებით და წყლულებით დაიფარა ლაქებმა სრულიად დაფარა ბავშვის თავი და მარცხენა თვალიც კი. ექიმები და ახლობლები შიშობდნენ, რომ პატარა ოარლა მხედველობას დაკარგავდა. ოარლა ჰერპესვირუსით დაავადდა იმის მიუხედავად, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ყაზახეთის ხელისუფლებამ პედოფილს ქიმიური კასტრირება მიუსაჯა (2018 წ. ). ეს მოხდა რამდენიმე თვეში იმ ახალი კანონის მიღებიდან, რომელიც უფლებას იძლევა დაისაჯოს პედოფილი ამ მეთოდით, წერს Mirror. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ერთმა ადამიანმა (არ სახელდება მისი სახელი ეს საოცარი ისტორია რუსეთში მოხდა: მამაკაცი გადატეხილი ხერხემლით ერთი თვე ყავდა დათვს ბუნაგში. მამაკაცი გადარჩა. როგორც თავად ამბობს - დათვმა ხერხემალი გადაუტეხა და ბუნაგში დააგდო როგორც საჭმლის მარაგი. მამაკაცი საკუთარ შარდს სვამდა სიცოცხლე რომ შეენარჩუნებია. იწვა გაუნძრევლად (დათვის ყურადღება რომ არ მიექცია) ისე ... 261 9-ს მოსწონს
|