x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფეხებზე თრომბოზის პირველი ნიშნები გაქვთ!
image






თრომბოზი (ბერძ. thrombosis - შედედება) არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაიხშოს. ეს ძალიან საშიშ დაავადებად ითვლება იმიტომ, რომ მისი სწრაფად აღმოჩენა ვერ ხერხდება, რასაც მოჰყვება გართულებები - ნეკროტიკული ხასიათის შეუქცევადი ცვლილებები. სწორედ ამიტომ, სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფო ზომებია მისაღები.





თრომბოფლებიტის სიმპტომები:



თრომბოზის საწყისი ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:




— მცირე შეშუპება;


— სიმძიმის და წვის შეგრძნება ფეხებში;


— წვივების ტკივილი;



— კანის სიწითლე.



ხშირ შემთხვევაში თრომბოზით დაავადებული ადამიანები სპეციალიზირებულ სამედიცინო დახმარებას მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როცა დაავადება ძალიან გართულებულია. ეს გამოიხატება დახშული ვენების გასწვრივ ჰემატომების წარმოქმნაში, ქვედა კიდურების ძლიერ შეშუპებაში და წვივების ძლიერ ტკივილებში. ზოგჯერ დაავადება კიდურების გაშავების სტადიამდეც კი მიჰყავთ.


image



თრომბოფლებიტი უფრო ხშირად წარმოიქმნება ქვედა კიდურებზე- ტერფზე, ბარძაყებზე, თეძოებზე.



image




ვინ არის რისკის ჯგუფში





არიან ადამიანები, რომლებსაც გაცილებით მაღალი რისკი აქვთ თრომბოზით დაავადების, ვიდრე დანარჩენებს. ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებიან:





— ისინი, ვინც ნაკლებად მოძრაობენ და ძირითადად ზიან (მძღოლები, ოფისის თანამშრომლები, თვითმფრინავით მოგზაურობის მოყვარულები);



— ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ოპერაცია ან ავადმყოფობენ და ამიტომ დიდი ხანია იცავენ წოლით რეჟიმს;


— ისინი, ვისაც ვარიკოზული ვენები და სისხლის სწრაფი შედედების უნარი აქვთ;

— ორსული ქალები (თრომბოზის შეძენის რისკი ქალებში იზრდება მშობირობის დროს);


— ჭარბი წონის მქონე ადამიანები;



— ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ნაკლებს მოძრაობენ



— მავნე ჩვევები (მოწევა და ალკოჰოლის მიღება);



— ისინი, ვის ოჯახშიც ახლობლები ამ დაავადებით იყვნენ ავად ან ჰქონდათ სისხლის ცუდი შედედების უნარი;


—ქალები, რომლებიც იყენებენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს ( ეს პრეპარატები ამაღლებენ სისხლის შედედების ფუნქციას).





თრომბი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ორგანოში, თითოეულ მათგანს კი - განსხვავებული სიმპტომები გააჩნია.



გულისა და მსხვილი სისხლძარღვების თრომბოზის დროს დამახასიათებელია:

  • ტკივილი გულის არეში
  • არითმია
  • სიკვდილის შიში



ფილტვის სისხლძარღვთა თრომბოზის დროს:

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში
  • სუნთქვის უკმარისობა
  • შესაძლებელია თან ერთვოდეს სისხლიანი ხველა



ნაწლავთა სისხლძარღვების თრომბოზის შემთხვევაში:

  • მწვავე ტკივილი მუცლის არეში
  • ღებინება
  • მუცლის დაჭიმულობა



თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზის შემთხვევაში:

  • ფსიქიკური პროცესების დარღვევა (აღგზნება, მოდუნება, გონების დაკარგვა)
  • თავის ტკივილი
  • სხეულის გარკვეული არეების მგრძნობელობის მოშლა.



ექიმების რეკომენდაცია კი ასეთია





იმისთვის, რომ შეამციროთ თრომბის განვითარების საშიშროება:



  • დაკავდით ვარჯიშით;
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი;
  • იკვებეთ სწორად.




თუ თქვენ აღმოაჩინეთ თრომბოფლებიტის პირველი ნიშნები ან ხართ ზემოთ ჩამოთვლილი რისკების ჯგუფში, აუცილებელია მაშინვე მიმართოთ ექიმს. იმდენად, რამდენადაც რაც უფრო ადრე დაიწყებთ დაავადების მკურნალობას, მით მეტი შანსია სრული გამოჯანმრთელების. ეს რა თქმა უნდა ნებისმიერ დაავადებას ეხება.



გისურვებთ ჯანმრთელობას!




იხილეთ ასევე:





ექვსი თვის ბავშვი სასწრაფოდ გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი მას შემდეგ, რაც მისი სხეული წითელი ლაქებით და წყლულებით დაიფარა ლაქებმა სრულიად დაფარა ბავშვის თავი და მარცხენა თვალიც კი. ექიმები და ახლობლები შიშობდნენ, რომ პატარა ოარლა მხედველობას დაკარგავდა. ოარლა ჰერპესვირუსით დაავადდა იმის მიუხედავად, რომ მისი დედა ჰ...


საავადმყოფოში მისულ ქალიშვილს პალატაში პენსიონერი დედა აღარ დახვდა. ინციდენტი 2019 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში მოხდა. ბულგარეთში, ქალაქ პავლიკენში 70 წლის პაციენტი მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში მიბმული დარჩათ. ექიმებმა არ იცოდნენ სად იყო პენსიონერი ქალბატონი და ივარაუდეს, რომ ის


ბედნიერებისთვის ყველას როდი სჭირდება ოჯახი და შვილები. განსაკუთრებით ქალებს. ეს მეცნიერული ფაქტია. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. მათ შეადარეს ცხოვრებით კმაყოფილების დონე გათხოვილ, დაუოჯახებლ, დაქვრივებულ და განქორწინებულ ქალებში. გათხოვილი ქალები ბედნიერებაზე საუბრობდნენ მხოლოდ ქმრების


შეუძლია თუ არა ყურზე გაკეთებულ პირსინგს ქრონიკული ტკივილი შეაჩეროს. ის ამბობს, რომ კი. პირსინგის ხელოსანი ამტკიცებს, რომ სულ უფრო მეტი კლიენტი იკეთებს პირსინგს არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც, იუწყება Daily Mail(сообщает Daily Mail.) 30 წლის ბენ ტაუბერი ნიუ-იორკიდან, ამბობს, რომ მასთან ადამიანები ნემსებით ...


თქვენი პარტნიოების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია თქვენი დედის პარტნიორების რაოდენობასთან, წერს пишет Daily Mail. ამავდროულად მნიშვნელობა არ აქვს ეს იყო ოფიცილური თუ არაოფიციალური ურთიერთობები. აი რაზეა საუბარი ამერიკელი ფსიქოლოგების ანგარიშში ( отчете ). კვლევები ამ თემაზე 1979 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ მეცნიე...









0
1066
6-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1066
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0