x
image
melody_inside
რატომ არ უნდა დაიძინოთ ღია ფანჯრებიან ოთახში - მეცნიერები გვირჩევენ

image

მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ჰაერი კარგია ორგანიზმისთვის, გერმანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ საბოლოო ჯამში ძილის დროს ღია ფანჯარას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის, ვიდრე სარგებლობის.

მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ უმჯობესია საძინებელში ღამით ფანჯარა დავხუროთ. მეცნიერთა აზრით, არ უნდა იძინოთ ღია ფანჯარასთან, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძილის დროს საჭიროა სიწყნარე.

image
ღამით ცუდი ძილის მიზეზი ხშირ შემთხვევაში, - ტრანსპორტის ხმაურია. მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს ხმაური დიდ გავლენას ახდენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე მაშინაც კი, როცა ადამიანს ძინავს და თითქოს ვერც ამჩნევს მას.

„რაც უფრო ხმამაღალია ტრანსპორტის ხმაური, მით მეტად ირღვევა ორგანიზმის აღმდგენი ფაზა. ქალაქში თუ ცხოვრობთ, ძილის წინ ფანჯარა აუცილებლად უნდა დახუროთ“.

მეცნიერთა აზრით, როდესაც მახლობლად მანქანა გაივლის, მძინარე ადამიანის სხეული სტრესის ჰორმონებს გამოჰყოფს, რამაც შეიძლება ქოლესტერინის და არტერიული წნევის მკვეთრი აწევა გამოიწვიოს. ეს თავის მხრივ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ღამის სტრესმა ფსიქიკურ დაავადებებსაც კი შეიძლება შეუწყოს ხელი - მაგალითად დეპრესიას, შფოთვას, ნევროზს.

image
ექსპერტები გვირჩევენ, გულდასმით გავანიავოთ ძილის წინ საძინებელი ოთახი. მათი კვლევების თანახმად, ამით შესაძლებელია იმ კომფორტული ტემპერატურის მიღწევა, რომელიც საკმარისია ოთახში დილამდე დარჩეს.

*****

იხილეთ ასევე:



image

ხუთი დაავადება, რისგანაც მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მკურნალობენ, განიხილა ცნობილმა ექიმმა ალექსანდრე მიასნიკოვმა. ფოტო: ანასტასია ოსიპოვა ჩვენთან არის ისეთი დაავადებები, რომლის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში არაფერი სმენიათ. და არსებობს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რაც ჩვეულებრივ მოვლენად

image

არსებობს ფაქტები, რომლებიც შეიძლება არც თუ ისე სასარგებლო ინფორმაციას შეიცავენ, მაგრამ იმდენად მოულოდნელია და დაუჯერებელი, რომ შეხედულებები შეგეცვლებათ სამყაროზე. აქ მოცემულია კურიოზული ინფორმაციის ის მცირე არჩევანი, რომელიც BuzzFeed მა შეაგროვა. 1. ადამიანი მხოლოდ ერთი ნესტოთი სუნთქავს. თქვ...

image

საკუთარი კატისგან - ამერიკელი შემდუღებელი პოლ გეილორდი, შავი ჭირით დაინფიცირდა ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც მისი პირიდან მკვდარი თაგვის ამოღებას ცდილობდა. ამ დროს უკბინა შინაურმა ცხოველმა თითზე და დააინფიცირა. თავიდან მამაკაცმა ამას ყურადღება არ მიაქცია, სანამ არ დაეწყო ცხელება და გრიპის ნიშნები, იღლიებში

image

თრომბოზი (ბერძ. thrombosis - შედედება) არის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესი, რომლის შედეგადაც სისხლძარღვის სანათური შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად დაიხშოს. ეს ძალიან საშიშ დაავადებად ითვლება იმიტომ, რომ მისი სწრაფად აღმოჩენა ვერ ხერხდება, რასაც მოჰყვება გართულებები - ნეკროტიკული ხასიათის შეუქცევადი

0
449
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0