x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსგავსი რამ თანამედროვეობას არ ახსოვს, აფრიკაში შიმპანზეებმა ომი გამოუცხადეს გორილებს და სასტიკად დაამარცხეს

image აფრიკის ჯუნგლებში პირველად მოხდა სრულმაშტაბიანი ომი პრიმატებს შორის, მსგავსი რამ აქამდე არ ჰქონდა ასეთი მასშტაბით ზოოლოგიებს დაფიქსირებული.
შიმპანზეებმა ომი გამოუცხადეს ომი გორილებს, ომამდე კი შიმპანზეებმა სრული მობილიზაცია "გამოაცხადეს".
გაბონში ლოენგოს ნაციონალურ პარკში მოხდა შეტაკება გორილასა და შიმპანზეს შორის, რასაც არნახული მასშტაბის "საომარი" მოქმედებები მოჰყვა.
შიმპანზეებმა ომი გამოუცხადეს გორილებს.
მანამდე შიმპანზეებსა და გორილებს შორის "ომი" არ დაფიქსირებულა, იშვიათად თუ მოხდებოდა კონფლიქტი მხარეებს შორის, ეს იყო და ეს.
ლოენგოს პარკში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გაშიფრვის მერე ზოოლოგებისთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება.
კამერებმა გადაიღეს შიმპანზეების მზადება "ომის" წინ, პრაქტიკულად შიმპანზეებმა მობილიზაცია გამოაცხადეს.
შიმპანზეების "არმიამ" წარმოუდგენელი ორგანიზებულობით შეუტია გორილების მოუმზადებელ ჯგუფს და სასტიკადაც დაამარცხა.
მართალია გორილა შიმპანზეზე დიდიცაა და ღონიერიც, მაგრამ შიმპანზეების გონიერებამ აჯობა ღონეს.
"ომის" წინ მოხდა ფაქტი, რომელმაც ზოოლოგები საგონებელში ჩააგდო, შიმპანზეებმა დაიწყეს თავისი ტერიტორიის პატრულირება, ხოლო როცა გორილებს შეუტიეს საკუთარ ტერიტორიაზე დატოვეს "რაზმი", რომელიც იცავდა მოზარდი ან ხანდაზმული შიმპანზეების უსაფრთხოებას მოსალოდნელი საფრთხისაგან.
"ომის" შემდეგ კიდევ მოხდა შეტაკება შიმპანზეების "პატრულსა" და გორილებს შორის.
27 შიმპანზეს, რომლებიც საკმაოდ მსხვილი ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული 5 გორილამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა და გაიქცნენ, შიმპანზეებმა კი თავისი ტერიტორია კიდევ უფრო გაადიდეს.
დოქტორ ტობიას დენშერის თქმით ყველაფერში დამნაშავეა გლობალური დათბობა, პრიმატებს არ ყოფნის საკვები და ცდილობენ ტერიტორიების მიტაცებას, შიმპანზეები კი საკმაოდ გონიერები და საზრიანები არიან იმისათვის, რათა მოუხეშავი გორილები დაამარცხონ.
ტერიტორია, სადაც მოხდა "საბრძოლო მოქმედებები" შიმპანზეებსა და გორილებს შორის.
image ზოოლოგების თქმით, შიმპანზეები სულ უფრო აძლიერებენ თავის "არმიას", რასაც აუცილებლად მოჰყვება "ომი" ნაციონალურ პარკში.
imageimage


0
884
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
884