x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ამ 7 პროდუქტის არსებობა საერთოდ უნდა დაივიწყოთ

რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც საკუთარ სხეულზე ზრუნავს, ან გახდომაზე ოცნებობს, იცის იმ პროდუქტების შესახებ, რომელიც წონაში მატებას იწვევს. მთავარი მტერი, რომელიც ადამიანს გახდომაში უშლის ხელს, ცომეული, კრემიანი, ცხიმიანი პროდუქტები და ნახევრადფაბრიკატები არის – ეს ყველასთვის ცნობილია.

მაგრამ, რატომ არის, რომ ამ პროდუქტებზე უარის თქმის შემთხვევაში, უმრავლესობა გახდომას მაინც ვერ ახერხებს? – კითხვაზე პასუხი კი, რომელიც ყველას აინტერესებს შემდეგია:

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჯანსაღი კვების პროდუქტებად ან ჭარბი წონისთვის უვნებელ პროდუქტებად ითვლება, სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის!

აქ წარმოგიდგენთ იმ პროდუქტების სიას, რომელის ადგილი, ჭარბი წონის შემთხვევაში, თქვენს რაციონში არ არის.


image


1. დაკონსერვებული წვენი, დესერტის პასტა, მურაბა და ჯემი


ბავშვობიდან ვიცით, რომ წვენები მხოლოდ გემრიელი კი არა, მრავალი ვიტამინის წყარო არის. მაგრამ, ეს ჭეშმარიტება აქტუალური, მხოლოდ სახლში გამოწურული წვენებისთვის არის, რომლებიც კონსერვირებული წვენებისგან განსხვავებით, შაქარს არ შეიცავს. ასე, მაგ., ერთი დიდი ჭიქა ვაშლის ნაყიდი წვენი 30 გრ. შაქარს შეიცავს.

რაც შეეხება ხილის კონსერვებს, საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სახლში მომზადებული ჯემები, მურაბები და სხვადასხვა სახის ხილფაფები, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ის საღი და კარგი ხილით და კენკრით მზადდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, შაქარს, რომელსაც ამ პროდუქტების მომზადების დროს ამატებენ, ხილის სასარგებლო თვისებები მინიმუმამდე დაჰყავს და მას ქილაში მოთავსებულ კანფეტად აქცევს. საშუალოდ, ყოველ 100 გრ. ასეთ «ჯანსაღ» პროდუქტზე, 50 გრ. შაქარი მოდის.


2. სიმინდის ფანტელები და მიუსლი


ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ მშრალი საუზმე, მაგ., ფანტელები და მიუსლი, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროდუქტების ერთი საშუალო ულუფა 30 გრამამდე შაქარს შეიცავს, რაც შაქრის დღიური ნორმის (50 გრ.) ნახევარზე მეტი არის.


3. იოგირტი და მოჭიქული ხაჭო («სიროკი»)


ხილის იოგურტი ან ხაჭოს დესერტები, კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც ასევე უყვართ საუზმეზე. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ლაქტოზის გარდა, რომლის ზრდასრული ასაკის ადამიანებისთვის სარგებლობაზე, დღემდე კამათობენ, ეს პროდუქტები საკმაოდ დიდი რაოდენობით შაქარსაც შეიცავს. ასე, მაგ., სასმელი იოგურტის ერთ პატარა ბოთში, დაახლოებით, 5 ჩაის კოვზი შაქარა.image4. ყავა 3 – 1-ში


ძალიან სახიფათოა გარეგნობისთვის და საერთოდ, ჯანმრთელობისთვის, ყავა 3 – 1-ში. ეს ყავა, ჩვეულებრივ, პაკეტებში იყიდება და მარტივად მოსამზადებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წყალში გახსნილი ერთი ასეთი პაკეტი 70 კკალორიას და 10 გრამ შაქარს შეიცავს.



5. პური


როგორც კი პურის მავნებლობაზე იწყება საუბარი, უკლებლივ ყველა, «მავნებელ პურში» თეთრ პურს გულისხმობს და ბოლო დროს, ჯანსაღი კვებისადმი გაზრდილი ინტერესის გამო, პურის მწარმოებელი კომპანიები იძულებულები არიან, შედარებით, უხეში ფქვილი გამოიყენონ (იგულისხმება შავი პურის ცხობა). მაგრამ, რეალურად, გამოსავალი არც ეს არის! ხორბლის ფქვილი, როგორიც არ უნდა იყოს, თუნდაც, ფქვილით კი არა, მთელ–მთელი მარცვლით იყოს პური გამომცხვარი მაინც მავნებელია, რადგან პროგუქტი, ყოველ 100 გრამზე, – 4 გრ. შაქარს შეიცავს და რადგან პური ნახშირწყლების შემცველი პროდუქტია, მის შემადგენლობაში არსებული შაქარი, ცხიმის სახით გროვდება ორგანიზმში.


6. ძეხვი და სოსისი


სამწუხაროდ, პროდუქტების ეს კატეგორია, მარტივად მოხმარების გამო, დღეს ძალიან პოპულარულია. მაგრამ, ძეხვი და სოსი, უკვე კარგა ხანია, ისეთი ნატურალური აღარ არის, როგორიც ათწლეულების წინ იყო. ამ პროდუქტების შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ცხიმები, ტრანსგენდერული სოიო და ნატრიუმის გლუტამატი (E621) შედის, რაც ამ პროდუქტებზე უარის თქმის საკმარისი პირობაა.

ჩამოთვლილთა შორის, ჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათო ნატრიუმის გლუტამატია, რომელიც «სიცოცხლეს უხანგრძლივებს» იმ პროდუქტებს, რომლის გემო, შენახვის შემთხვევაში, «კვდება» ან პროდუქტს აძლევს გემოს, რომელიც მას რეალურად არა აქვს.

ეს ნივთიერება, ათწლეულების მანძილზე, ორგანიზმში ნეგატიურ ეფექტს აგროვებს, რაც საბოლოო ჯამში, გლაუკომაში (თვალის ბადურის დაზიანების შეუქცევადი პროცესი, რომელიც სიბრმავეს იწვევს) ვლინდება.

იმის გაგება, არის თუ არა პროდუქტში გლუტამატი, რთული არ არის – ის, Е621 სახით, ყოველთვის არის დატანილი შეფუთვის ეტიკეტზე, ხოლო ხანდახან, აბსტრაქტული, «გემოს გამაძლიერებლის» სახელის ქვეშ იმალება. ეს ნივთიერება დიდი რაოდენობით არის ყველა სახის ხორცის, თევზის, ქათმის, სოკოს და სოიოს ნახევარფაბრიკატებში. ნატრიუმის გლუტამატს ასევე შეიცავს: ჩიპსები, კრეკერები, საწებელი, დაფასოებული სანელებლები, ბულიონის კუბიკები და მშრალი კერძები (სუპი, კარტოფილის პიურე, მაკარონი და ა. შ. ყველა კერძი, რომელიც მხოლოდ წყლის დამატებით მზადდება).


7. ალკოჰოლური სასმელი


ყველასთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლი მადას აძლიერებს და ადამიანი უკონტროლოდ იწყებს ჭამას. ყოველივე ამას, ისიც ემატება, რომ სპირტული სასმელი საკმაოდ კალორიულია – ყოველ 100 მლ-ზე, კალორიების შემცველობა კი, ასეთია:


ამარეტო – 280 კკაკ
კონიაკი – 240 კკალ
არაყი – 234 კკალ
ხილის ღვინო – 80-125 კკალ
ღვინო – 66 – 170 კკალ
ლუდი – 45 კკალ.

imageimageimageimageimageimageimage






0
1261
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0