იაპონია ტენდენციების და ტრენდების ქვეყანაა. აქ ახალგაზრდების ( და არამარტო) ძალიან ბევრი სუბკულტურაა და მათ ყველა განსხვავებული სტილი აქვთ:
1. ყველაზე გავრცელებული ტენდენცია გოგონებში ე. წ. ლოლიტას სტილია, ფერადი ტანსაცმელი, გრძელი გეტრები, გრძელი თმა/პარიკი, ლინზები თვალების გასადიდებლად... ყველაფერი რაც ზრდასრულ გოგონას პატარა გოგოდ წარმოაჩენს.
2. კიგურუმი- პოპულარული იაპონური ქუჩის მოდა. ამ ტენდენციას აყოლილები ქუჩებში ჯგუფურად დადიან და ანიმაციურიუ პერსონაჟების ფორმა აცვიათ
3. შირონური- ითარგმნება როგორც თეთრად შეღებილი. ძალიან ღია ფერის, თეთრი მაკიაჟით.
4. Visual Kei- წარმოიდგინეთ, მერილინ მენსონს და დევიდ ბოუის შვილი რომ ჰყოლოდათ. ალბათ მათი ნაზავია ეს სტილიც.
5. ოტაკუ- ალბათ, ყველას გაგიგიათ ეს სიტყვა ანიმედან ან მანგადან. ოტაკუ არის ადამიანი, რომელიც შეპყრობილია გარკვეული ფანდომით, მაგალითად რომელიმე ანიმეს ან მანგას მოყვარული.
6. ქოსფლეი- იმდენად დიდი და მასშტაბური ფენომენია, რომ მარტო იაპონიაში არ გვხვდება. ქოსფლეერები იცვამენ საყვარელი ანიმეს ან კომპიუტერული თამაშების პერსონაჟების კოსტიუმებს და იკრიბებიან ფესტივალებზე, კონვენციებზე ან ფოტოსესიებზე.
7. როკაბილი-კლუბი- 1950 იანი წლების გრიზერების სტილი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია ტოკიოში
8. Decora- შეიძლება ითქვას, რომ იცვამენ და იკეთებე ყველაფერს, რასასც სახლში და კარადაში პოულობენ.
9. სუკებანი- ამ დროს იცვამენ იაპონური გოგონათა ბენდის მსგავსად
10. Me no shita chiiku - გოგონები თვალების ქვეშ ისვამენ წითელ ჩრდილებს, რათა ნამტირალევი თვალების იერი მიიღონ, ტუჩზე აუცილებელია წითელი ფერის ტუჩსაცხი, სახეზე კი ღია ფერის ტონალური, სულ ესაა.
11. გიარუ-ტენდენცია მათთვის, ვისაც ჩვეულებრივი იაპონური სილამაზის სტანდარტები არ მოსწონთ, როგორიცაა ღი ფერის კანი, შავი თმა და დიდი თვალები.
12. mori kei-ს მიმდევრები ისდე გამოიყურებიან, თითქოს ტყიდან გამოსული ელფები ან ფერიები იყვნენ
13. იანკი- ეს უფრო ცხოვრების სტილია და არა მოდა, სპორტული ტანსაცმელი, ლუდი, ქუჩაში გადაფურთხება... ესაა იანკის კულტურის ძირითადი ნიშნები
14. Yaeba- გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთ “ეშვებს" სპეციალურადაც ისვამენ სილამაზისთვის და ამაში ათასობით დოლარს იხდიან.
15. გიარუო- ეს მოდის სტიული კი არა მთელი სუბკულტურაა, რომელშიც ულტრამოდური ახალგაზრდა ბიჭები შედიან, ვიწრო შარვლები, ტყავის ქურთუკები, შეღებილი, აჩეჩილი თმა- სწორედ ესენია ამ კულტურის ნიშნები