ბანანი ყველას უყვარს, ის გემრიელიცაა და სასარგებლოც, თუმცა, მის დადებით მხარეებზე ბევრმა არც იცის:
1. ბანანი ხელს უწყობს დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. ისინი შეიცავს უამრავ ტრიპტოფანს, ნივთიერებას, საიდანაც წარმოიქმნება სეროტონინი, ბედნიერების ჰორმონი. ამიტომ, ბანანის ჭამა განწყობას გამოგიკეთებთ.
2. ბანანი ერთადერთი ხილია, რომელზეც ბავშვებსაც კი არ აქვთ ალერგია
3. ძვლების გაძლიერება. ბანანი ინარჩუნებს კალციუმს ორგანიზმში, ის არ გამოიყოფა შარდით, მაგრამ რჩება ორგანიზმში და გამოიყენება ძვლების გასაძლიერებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყავის მოყვარულთათვის, რომელიც, პირიქით, კალციუმს გამოდევნის ორგანიზმიდან.
4. ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესება. ფერმენტების წყალობით, რომლებიც ბანანში შედის, ორგანიზმი უფრო სწრაფად ითვისებს ნივთიერებებს.
5. შეკრულობა. ბანანის ყოველდღიური მირთმევა მისწრებაა მათთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს.
6. გულძმარვა. ბანანი ასევე შველის მათ, ვისაც გულძმარვა აწუხებთ.
7. დიარეა. ამ დროსაც ურჩევენ ბანანის მირთმევას, რადგან ის ძალიან კარგი აღმდგენი პროდუქტია.
8. კუჭის წყლული. ბანანის მიღება ასევე სასარგებლოა კუჭის კედლებისთვის, რაც იცავს საკვებში შემავალი აგრესიული ნივთიერებებისა და მჟავებისგან, ეს კი ხელს უწყობს კუჭის წყლულის შეხორცებას.
9. ბანანის რბილობში კალიუმის მაღალი შემცველობაა, რაც დაეხმარება მათ, ვინც ბევრს ვარჯიშობს.
10. შეშუპება. ბანანის რეგულარული მიღება აცხროპს შეშუპებებს.
11. ენერგიის წყარო. თუ ვარჯიშამდე მიირთმევთ ბანანს, შეძლებთ უფრო ეფექტურად ვარჯიშს - შაქრის დონე ძალიან სწრაფად არ მოიმატებს და საკმარისი ენერგია გექნებათ ვარჯიშის დასრულებამდე.
12. საჭმლის მონელების გაუმჯობესება. პექტინები და ჩელატები, რომლებიც ბანანის შემადგენელი ნაწილია, კარგად შლის ტოქსინებს და სხვა მავნე ნივთიერებებს, რითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
13. ქალებისთვის მენსტრუაციის დროს. ბანანი ამცირებს პმს-ს, ამაღლებს განწყობას და აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს.
14. ანემია. რკინის მაღალი შემცველობა ბანანის რბილობაში ხდის მას მნიშვნელოვან საკვებს ანემიის დროს.
15. გულის დაავადებები. კალიუმი, რომელიც უხვადაა ბანანში, ხელს უწყობს სისხლძარღვების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს და მკურნალობს ჰიპერტენზიას.
16. იმუნიტეტი. ბანანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ამინომჟავებს და ცნობილია, რომ ისინი იცავს ორგანიზმს და აუმჯობესებს იმუნიტეტს.
17. თირკმლები. ბანანს შეუძლია დადებითად იმოქმედოს თირკმელების ფუნქციონირებაზე, ნუტრიენტები, მიკროელემენტები და ვიტამინები აუმჯობესებს მათ მდგომარეობას, აშორებს ქვიშას და ქვებს.
18. გულისრევა. ბანანი შესანიშნავი საშუალებაა გულისრევის მოსაშორებლად ან ორსულ ქალებში ტოქსიკოზის დროს.
19. ქავილი მწერების ნაკბენისგან. ბანანის ქერქები მწერების ნაკბენის ძალიან კარგი საწინააღმდეგო საშუალებაა - უბრალოდ დაადეთ ქერქი რამდენიმე წუთით ნაკბენს.
20. სიცხე. ბანანს აქვს სხეულის ტემპერატურის შემცირების უნარი. ეს დაგეხმარებათ ცხელების ან უკიდურესი სიცხის დროს.
21. სიგარეტის გადაგდება. ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისას რეკომენდებულია ბანანის ჭამა - დიდი რაოდენობით ვიტამინები, კალიუმი, მაგნიუმი გვეხმარება ორგანიზმიდან ნიკოტინის ნარჩენების ამოღებაში და სიგარეტის გარეშე ცხოვრებასთან ადაპტირებაში.
22. გონებრივი შესაძლებლობების გაძლიერება. ბანანში კალიუმის მაღალი შემცველობა ადამიანს ეხმარება ახალი ინფორმაციის უკეთ გაგებაში, რაც აუცილებელია წინასაგამოცდოდ.