x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გაა@ვი!" – ნახეთ, შალვა რამიშვილის რა კომენტარმა გააღიზიანა დიანა ტრაპაიძე

image


"უპირო, უსიტყვო, უპრინციპო კაცების პარტია" – ასე ეხმაურება "ტვ პირველის" ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას, მმართველი გუნდის შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლის შესახებ. ჟურნალისტის აღნიშნულ სტატუსს მალევე შალვა რამიშვილის საპასუხო კომენტარიც მოჰყვა: "დაგვამხეთ, დიანა, დაგვამხეთ…" – დაწერა შალვა რამიშვილმა, რომელსაც დიანა ტრაპაიძემ მას საჯარო სივრცეში მისთვის არადამახასიათებელი ლექსიკით უპასუხა: "გაა@ვი".


image


ჟურნალისტის აღნიშნულ სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ - ერთ მომხმარებელთან დიანა ტრაპაიძემ კომენტირებისას მმართველი გუნდის მიმართ საკუთარი აღშფოთება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებაში შარლ მიშელზე მეტი ენერგია ჩადო და რომ ის თავის ყველა სტუმარს არწმუნებდა იმაში რომ შექმნილ სიტუაციას მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტი გადაარჩენდა: "ძალიან ვნერვიულობ…მართლა ოღონდ, ლამის მიშელზე მეტი ენერგია ჩავდე ამ შეთანხმებაში…ყველა სტუმარს ვარწმუნებდი რომ ეს გადაგვარჩენდა"დაწერა დიანა ტრაპაიძემ

image


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის. კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დოკუმენტზე "ნაციონალური მოძრაობის" ხელის არ მოწერა და ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან შეთანხმების მუდმივი დარღვევა დაასახელა. კობახიძის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, ქვეყანა კვლავ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.





0
285
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
285