x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
8 უცნაური და საშინელი ტრადიცია ძველ რომში, რომლებიც დღეს აბსურდულად მოგეჩვენებათ

რომაული სამართალი გახდა თანამედროვე იურისპრუდენციის ძირითადი ნაწილი და მისი ცოდნა ყველასთვის სავალდებულოა, ამასთან, ძველ რომში იყო ისეთი კანონები, რომლებიც ახლა არა მხოლოდ ველურობას, არამედ ნამდვილ ბარბაროსობას ჰგავს:

1. მეძავები ვალდებულნი იყვნენ თმა ქერად ან წითურად შეეღებათ

ეს გამოიწვია რომაელი გენერლების მრავალრიცხოვანმა დამპყრობლურმა ლაშქრობებმა ცენტრალურ ევროპაში. ძალიან მალე, უზარმაზარი იმპერიის დედაქალაქი ფაქტიურად დაიტბორა ტყვე ქალებით გერმანიიდან და გალიიდან. ყველაზე ხშირად ისინი ბორდელებში ხდებოდნენ მონებად და მეძავებად და რადგან მათ შორის ჭარბობდნენ ქერა და წითურები, მალევე გამოვიდა ოფიციალური განკარგულება, რომელიც ავალდებულებდა ყველა რომაელ "სიყვარულის მხევლებს" თმის ქერად ან წითურად შეღებვას, რათა მამაკაცებს შემთხვევით “პატიოსანი" შავგრემანი ქალისთვის არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა.image

2. მამას კანონიერად შეეძლო საკუთარი ქალიშვილის საყვარლის მოკვლა

ზოგადად, ღალატის თვალსაზრისით, ძველი რომის კანონმდებლობა საკმაოდ თავისებური იყო, თუმცა საკმარისად ასახავდა იმდროინდელ ზნეობას და მორალს. თუ კაცი ცოლს საყვარელთან ერთად გამოიჭერდა, მას ორივე უნდა გამოეკეტა სახლში და რაც შეიძლება მეტი მეზობლისთვის უნდა დაეძახა, რათა ღალატის მომსწრეები გამხდარიყვნენ, ოფიციალური ბრალდების შემდეგ, მამაკაცი ცოლს უნდა გაშორებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება სუტინიორად შეერაცხათ. თუკი ქალის საყვარელი მსახიობი ან “თავისუფალი" ადამიანი იყო, ქმარს უფლება ჰქონდა მოეკლა კიდეც. ასევე, თუკი მამა გამოიჭერდა თავის დასაოჯახებელ ქალიშვილს საყვარელთან, კანონიერად მას სრული უფლება ჰქონდა ეცემა ან მოეკლა მამაკავცი, მიუხედავად მისი სტატუსისა. რაც შეეხებათ მამაკაცებს, კანონით ისინი ცოლის ღალატის შემთხვევაში არანაირად არ ისჯებოდნენ.image

3. მშობლების მკვლელს ტყავის ტომარაში სვამდნენ ცხოველებთან ერთად და ახრჩობდნენ

სიკვდილით დასჯის ამ მეთოდით რომაელები სჯიდნენ მათ, ვინც ახცლო ნათესავები, მშობლები დახოცა. მართალია დახრჩობით წყალში ბევრს ახრჩობდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის და სკმაოდ ხშირადაც, მაგრამ მშობლების მკვლელს ტომარაში უსვამდნენ ძაღლს, მაიმუნს ან გველს, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ცხოველები პატივს არ სცემდნენ მამებს. საერთოდაც, სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი იმ დროისთვის ძალიან დამამცირებელიც იყო, ამიტომ, არისტოკრატებს სხვანაირად სჯიდნენ.image

4. თავის მოკვლის უფლება სენატისგან უნდა აეღოთ

მაშინ მოქალაქეებს არ ჰქონდათ უფლება საკუთარი სურვილით თავი მოეკლათ, ნებართვა სენატისგან უნდა აეღოთ, უნდა წარედგინათ ოფიციალური პეტიცია ახსნა განმარტებით და დეტალური აღწერილობით თუ რატომ მოუნდა ამ ნაბიჯის გადადგმა.სენატის თანხმობის შემთხვევაში, ადამიანს უფასოდ აძლევდნენ შხამს.image

5. მამას სამჯერ შეეძლო საკუთარი შვილების მონებად გაყიდვა

რომის ოჯახის მამა სარგებლობდა ძალიან სერიოზული პატივისცემით და ჰქონდა რიგი უცვლელი უფლებები. ერთ -ერთი მათგანია შვილების დროებით მონებად გაყიდვის უფლება. თუმცა, იქნებოდა ეს დროებითი თუ მუდმივი, მამას უნდა გადაეწყვიტა. გაყიდვის შემდეგ მამას შეიძლება უკან გამოეთხოვა საკუთარი შვილი ოფიციალური განცხადებით და შემდეგ ისევ გაეყიდა. სამჯერ გაყიდვის შემდეგ შვილი თავისუფლდებოდა მამის ძალაუფლებისგან.
image

6. ქალს შეეძლო 3 დღის განმავლობაში სახლიდან წასვლა მომავალი ქორწინების გამოსაცდელად

ძველ რომში 3 სახის ქორწინება არსებობდა, პირველი ორი დღეს ჩვეულებრივ, ოფიციალურ ქორწინებას წააგავს, აი მესამე ტიპის შემთხვევაში კი ქალი საკუთარი მშობლების სახლიდან 1 წლის განმავლობაში მიდიოდა სახლიდან მომავალ ქმართან, მხოლოდ 3-3 დღით, ეს იყო ქორწინების ერთგვარი გამოსაცდელი ვადა.image

7. ოჯახში მამას სრული უფლება ჰქონდა ოჯახის წევრები მოეკლა

ეს განსაკუთრებით გამოჩნდა რომის ადრეულ იმპერიულ პერიოდში. დინასტიის უხუცესი წევრი ოჯახის მამად ითვლებოდა. მას მიეცა აბსოლუტური უფლებები ოჯახში. აქ ის იყო ბრალმდებელი, მოსამართლე და შემსრულებელიც საჭიროების შემთხვევაში. უფრო მეტიც, მაშინაც კი, თუ ვაჟები უკვე ზრდასრულები იყვნენ და საკუთარი ოჯახები ჰყავდათ, უფროსად მაინც მამა ითვლებოდა. ოჯახის მამას შეეძლო მეუღლის მოკვლა ღალატისთვის, ქალიშვილის - საყვარლის ყოლისთვის, შვილების - დანაშაულისთვის.image

8. გასვენებებზე იკრძალებოდა ტირილი

ძველ რომში საკმაოდ საინტერესო აკრძალვის ცერემონია ჰქონდათ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი გარდაცვლილი არისტოკრატი ან მეომარი იყო. სხეულს სახლიდანა სვენებდნნ და მთელ ქალაქში დაატარებდნენ, მსვლელობაზე დასწრება ყველასთვის სავალდებულო იყო. მათ წინ უძღოდნენ მუსიკოსები, შემდეგ მომტირალეები, მგლოვიარეები, მუსიკოსები და მსახიობები, რომლებიც კომიკურ სცენებს ასრულებდნენ გარდაცვლილის ცხოვრებიდან. რაც უფრო ცნობილი იყო გარდაცვლილი, მით უფრო მეტ მგლოვიარეებს ქირაობდნენ, რომლებიც ფაქტობრივად “სიმწრისგან" თმას იგლეჯდნენ და სახეს იფხაჭნიდნენ. საბოლოოდ გასვენებებზე ტირილი საერთოდ აიკრძლა, რათა ასეთი მსახიობები აღარ დაექირავებინათ.image





0
1428
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0