x
image
ლანა92
რატომ სძულთ ავტრალიელებს კობრი და რის გამო უწოდეს "მდინარის ბაჭია"?

image

კარპი, ალბათ, ყველაზე საძულველი თევზია ავსტრალიაში. იგი დაახლოებით 30 წლის წინ მოხვდა კონტინენტის მთავარ (ყველაზე გრძელი მდინარე ავსტრალიაში) მდინარე მურეიში და იმდენად შეუქმნა საფრთხე ეკოსისტემას, რომ "მდინარის ბაჭიაც" კი უწოდეს.

კობრი საკვებს ფსკერთან ახლოს ეძებს, ყრის იქიდან ჭუჭყსა და სილას, ყლაპავს ცოცხალ ორგანიზმებსა და გლეჯს მცენარეებს ძირფესვიანად. შედეგად ნადგურდება ეკოსისტემა, იღუპებიან ადგილობრივი თევზის სახეობები.

ადეილაიდის უნივერსიტეტის მშენებლობის სტუდენტებმა კარპთან საბრძოლველად მონაწილეობა მიიღეს, სოეციალისტებთან ერთად, საგანგებო მოწყობილობის შექმნაში. ესაა რამდენიმე მეთოდის კომბინაცია: განათება, ხმოვანი ეფექტები, ბუშტის ფარდები და ფიზიკური დაბრკოლებები. მოწყობილობის ნაკლოვანებაა ის, რომ მას ვერ იყენებენ იმ ადგილებში, სადაც ელექტროენერგიაზე წვდომა შეუძლებელია.

ინჟინრებმა, ასევე, შეიმუშავეს ელექტრონული დეტექტორი, რომელიც აკონტროლებს თევზების გადაადგილებას.

0
552
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0