x
image
პოკაჰონტასი
ესრა ბილგიჩი - ვინ არის მშვენიერი თურქი მსახიობი ქალი (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: ესრა ბილგიჩი
დაბადების თარიღი: 14 ოქტომბერი, 1992 წელი
დაბადების ადგილი: ანკარა, თურქეთი
ეროვნება: თურქი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2014 წლიდან
ზოდიაქო: სასწორი
სიმაღლე: 178 სმ
წონა: 50 კგ


მშვენიერი თურქი მსახიობი, ესრა ბილგიჩი, დაიბადა 1992 წლის 14 ოქტომბერს, ანკარაში. გოგონამ, საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც არქეოლოგია შეისწავლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ბილკენტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.


მსახიობობისადმი ინტერესი ესრას ბავშვობიდანვე ჰქონდა, მითუმეტეს, რომ სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ მისი დეიდა და ბიძა. გოგონა ძალიან ხშირად ესწრებოდა მათ სპექტაკლებს. ესრას მერვე კლასში თავად ჰქონდა დაწერილი სცენარები. მან სახელმწიფო თეატრში, ბავშვთა ორ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.



სამსახიობო კარიერაში სერიოზული ნაბიჯი ესრამ მაშინ გადადგა, როდესაც პირველი როლი მიიღო სერიალში Diriliş: Ertuğrul ("გაცოცხლებული ერთუგული"), სადაც მან ჰალიმე ჰათუნის სახე შექმნა.


ბოლო დროს, ესრა ბილგიჩს, დიდი პოპულარობა მოუტანა 2020 წლის კრიმინალურმა დრამამ Ramo ("რამო").


ულამაზესი თურქი მსახიობი, სულ მალე, უგურ გიუნეშთან ერთად გამოჩნდება სერიალში Kanunsuz Topraklar ("უკანონო მიწები"), რომელიც 2021 წლის მეორე ნახევრიდან გამოვა ეკრანზე.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2017 წლის 21 ოქტომბერს, ესრა ბილგიჩი ბეშიქთაშის ფეხბურთელზე, გოხან ტორეზე დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ ქორწილის მოწმეები იყვნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პირველი ლედი, ემინე ერდოღანი, ასევე ბეშიქთაშის პრეზიდენტი ფიქრეტ ორმანი. თუმცა, მსახიობისა და ფეხბურთელის თანაცხოვრება ორ წელიწადში, განქორწინებით დასრულდა.




ფილმოგრაფია:

2014-2018 - Diriliş: Ertuğrul ("გაცოცხლებული ერთუგული") (ჰალიმე ჰათუნი)

2018 - Bir Umut Yeter ("ერთი იმედი საკმარისია") (დერია)

2020-2021 - Ramo ("რამო") (სიბელი)

2021 - Kanunsuz Topraklar ("უკანონო მიწები") (გულფემი)


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



ესრა ბილგიჩი და გოხან ტორე

image
image







ასევე დაგაინტერესებთ:


რა ხდება სცენის მიღმა სერიალში "ერთხელ ჩუქუროვაში" (+ფოტოები)

image







0
469
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0