x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
შოკისმომგვრელი ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ, რომლის შესახებაც არაფერი იცოდით

ადამიანის ორგანიზმი კვლავ განაგრძობს საკუთარი საიდუმლოებების გამჟღავნებას. მისი სისტემის მუშაობის შესწავლის საშუალებით, ყოველ წელს მეცნიერები ასობით აღმოჩენას აკეთებენ. ხშირად ახალი ფაქტები აქარწყლებს საუკუნეების მანძილზე დადგენილ წარმოდგენებს.


image


*****

ზრდასრული ადამიანის გული წუთში 72-ჯერ ცემს, დღეში– 100 ათასჯერ, წელიწადში – 36 მილიონჯერ, მთელი ცხოვრების მანძილზე – 2, 5 მილიარდჯერ. აღსანიშნავია, რომ რადგან გული რიტმულად ცემს, ციკლში პაუზებიც არსებობს. ასე რომ, თუ საშუალოდ ერთი ადამიანის ცხოვრების მანძილზე ყველა პაუზას დავითვლით, გამოვა რომ ჩვენი გული დაახლოებით 20 წელი «დუმს». ასევე საინტერესოა, რომ გული დაცემინების დროს ჩერდება.

*****

ცნობილია, რომ სითხე მაღალი წნევიდან დაბლისკენ მიედინება, თუმცა, ჩვენს ორგანიზმში ეს კანონი მუდმივად ირღვევა. აორტისა და ბარძაყის არტერიაში წნევის ერთდროული გაზომვისას, სისხლი აორტიდან, სადაც ნაკლები წნევაა, მიედინება ბარძაყის არტერიაში, სადაც წნევა უფრო მაღალია.

******

ახლახანს NASA-მ ჩაატარა კვლევა, რომელმაც ძალიან საინტერესო შედეგები აჩვენა. აღმოჩნდა, რომ უწონობის მდგომარეობაში გული არა მხოლოდ სუსტდება და მოცულობით მცირდება, არამედ მრგვალდება კიდევაც. ექსპერიმენტის დროს NASA-ს კარდეოლოგებმა შეისწავლეს 12 ასტრონავტის გული, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მუშაობდნენ.

სურათების ანალიზმა აჩვენა, რომ გული 9, 4%-ით მრგვალდება. ამასთან, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ 6 თვეში გული თავის ჩვეულ ფორმას იღებს და ანახლებს თავის «მიწიერ» საქმიანობას. გულის აქტივობის შემცირების წარმოსადგენად, საკმარისია ვთქვათ, რომ ნახევართვიანი წოლა საწოლზე ერთკვირიანი მუშაობის ტოლფასია უწონობის პირობებში.


*******

ადამიანის კანი მუდმივად ახლდება. ამ პროცესს რეგენერაცია ეწოდება. ეს შემდეგნაირად ხდება: კანის ახალი უჯრედები ეპიდერმისის ჩანასახოვან შრეში ყალიბდება, დაახლოებით 28-30 დღის მანძილზე ისინი მიიწევენ ზედაპირისკენ და ამასთან ერთად კარგავენ ბირთვს. ზედაპირზე ისინი, მასში შემავალი კერატინის დახმარებით, ქმნიან კანის რქოვან შრეს, რომელიც თანდათან იქერცლება დაბანისას ან ტანსაცმელთან შეხებისას.


ყოველ ერთ თვეში ადამიანის კანის შემადგენლობა აბსოლუტურად იცვლება. ახალშობილებში რეგენერაცია, ისევე როგორც სხვა პროცესები (მაგალითად, მეტაბოლიზმი), უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ჩვილებს კანი 72 საათში ერთხელ ეცვლებათ.



*******

ადამიანები «მაფერმენტებელი ნაწლავის» ან ეგრეთ წოდებული «შიდა ლუდსახარშის სინდრომით» ნებისმიერ საჭმელს და სასმელს ალკოჰოლად გარდაქმნიან. ამიტომაც ისინი ყოველთვის ცოტათი შეზარხოშებულები არიან. დაავადების მიზეზი კუჭის უუნარობაა შაქარი ნახშირწყლებად დაშალოს – ნაცვლად ამისა, ახდენს მის ფერმენტაციას.

ამას გარდა, ამ დაავადებით ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ეთანოლის გადამუშავება, რომელიც სახამებლის შემცველი პროდუქტების შედეგად ჩნდება. ასეთი ადამიანებისთვის საკმარისია 1 ბოთლი ლუდი, რომ მიიღოს 0, 37 ppm (ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ხარისხი შეფასებულია სისხლის ალკოჰოლური კონცენტრაციით და იზომება ppm- ში. Ppm არის ერთი ნივთიერების 1/1000 წილი (0.1%), ანუ 1 ppm ნიშნავს, რომ 1 მლ სისხლი შეიცავს 1 მლ ეთანოლს). საბედნიეროდ, ეს ძალიან იშვიათი სინდრომია, დღეს მსოფლიოში მხოლოდ 11 შემთხვევაა დაფიქსირებული.


*******

ხერხემლის მოტეხილობამ შასაძლოა ისეთი მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს, როგორიცაა სხეულზე თმის გაქრობა. ეს უნიკალური ფენომენია, რომელშიც თავად მეცნიერები ჯერ ვერ გარკვეულან. სხეულზე თმა აქტიურად იზრდება, სანამ ზურგის ტვინი არ დაზიანდება.


*******

2011 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის მიმიკა მის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ჩნდება. პრენატალურ პერიოდში ჩვილს უკვე შეუძლია სახის კუნთების მოძრაობა, ღიმილი, გაკვირვებით წარბების აწევა ან მოღუშვა. სახის კუნთები მთლიანი კუნთების რაოდენობის 25%-ს შეადგენს. ღიმილის დროს 17 კუნთი მოქმედებს, როცა გაბრაზებული ვართ ან ვტირით –43. ერთ-ერთი საუკეთესო სშუალება სახეზე გლუვი კანის შესანარჩუნებლად – კოცნაა. ამ დროს მოქმედებს 29-დან 34-მდე კუნთი.



*******

ტესტოსტერონის გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არაერთხელ დადასტურდა სხვადასხვა კვლევებში. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც 1969 წელს კანზასის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩატარდა, აჩვენა რომ კასტრირებული კაცები 14 წლით მეტხანს ცხოვრობდნენ. საინტერესო მონაცემები ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა კორეელი მეცნიერის ქიუნ-ჩინ მინის მიერ. მან შეისწავლა წიგნი «იან-სე-კებო», რომელშიც სამეფო კარზე მცხოვრები 385 საჭურისის გენეალოგიურ ინფორმაცია იყო.

როდესაც 81 საჭურისის სიცოცხლის ხანგრძლივობა არსებულ სიცოცხლის ხანგრძლივობას შეადარა, ქიუ-ჩინ მინმა დაინახა, რომ საჭურისების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 71 წელს შეადგენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭურისები თანატოლებზე საშუალოდ 17 წლით დიდხანს ცხოვრობდნენ.


*******

ნარკოლეფსია – ავადმყოფობა, რომლის დროსაც ადამიანს მუდმივად ეძინება. ასევე ეწოდება დაუძლეველი ძილიანობის პაროქსიზმი ან ჟელინოს დაავადება. ავადმყოფობა ხშირად არ გვხვდება, მაგალითად, 100 000-დან მხოლოდ 20-40 ადამიანს აქვს. მეცნიერები ნარკოლეფსიას უკავშირებენ დეზინტეგრაციის სინდრომს, ძილის ფაზების არათანმიმდევრულ დაწყებას.


ადამიანები, რომლებიც ნარკოლეფსიით იტანჯებიან, მართალია ბევრი სძინავთ, მაგრამ გამოძინებას ვერ ახერხებენ, რადგან ნელი ძილის ფაზას ტოვებენ და პირდაპირ სწრაფი ძილის ფაზაზე გადადიან. გამოძინებას ჩვენ ღრმა ძილის ფაზაში ვახერხებთ, ნარკოლეფსიით დაავადებულები კი ამ ფაზაში ვერ ხვდებიან.


ნარკოლეფსიის მიზეზები დღემდე გაურკვეველია. ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ მისი გამომწვევი მიზეზი – ტვინის ნეიროგადამცემი ჰიპოკრეტინია. თუ მისი უჯრედები ზიანდება, ამას ძილის დარღვევები მოჰყვება.


*******

სავარაუდოდ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გაუღვიძია მაღვიძარას დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაღვიძება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ე.წ. «ბუნებრივი მაღვიძარას» დამსახურებაა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის.


მეცნიერები თვლიან, რომ ეს როგორღაც დაკავშირებულია ორგანიზმის სტრესის მინიმუმამდე დაყვანაზე გაღვიძების დროს. მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკონტროლება. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის თვისებების შესწავლისას ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც კვლევის მონაწილეები საკუთარ თავს აპროგრამებდნენ, რომ გარკვეულ დროს გაეღვიძათ. 75%-ზე მეტმა თავისით გაიღვიძეს იმ დროს, როცა ეს სჭირდებოდათ.

******

2009 წელს ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში ენცეფალოგრამა გადაუღეს 9 მომაკვდავ პაციენტს, რომელთა გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. შედეგები სენსაციური იყო – სიკვდილის შემდეგ, ყველა მიცვალებულის ტვინი ფაქტობრივად «ფეთქდებოდა» – მათში განვითარდა წარმოუდგენლად ძლიერი ელექტრული იმპულსები, რომელიც ცოცხალ ადამიანში არასოდეს დაფიქსირებულა. იმპულსები გაჩნდა გულის გაჩერებიდან 2-3 წუთის შემდეგ და გრძელდებოდა დაახლოებით 3 წუთის მანძილზე. მანამდე მსგავს ექსპერიმენტებს ვირთხებზე ატარებდნენ, მათაც ასევე ეწყებოდათ იგივე რამ სიკვდილიდან 1 წუთის შემდეგ და გრძელდებოდა 10 წამი.


მსგავს მოვლენას მეცნიერებმა «სიკვდილის ტალღა» უწოდეს. მისმა მეცნიერულმა ახსნამ მრავალი ეთიკური კითხვა დაბადა.


ერთ-ერთი მკვლევარის, ლაკჰმირა ჩავლას თქმით, ტვინის აქტივობის მსგავსი «აფეთქებები» იმით აიხსნება, რომ ჟანგბადის უკმარისობის გამო ნეირონები კარგავენ ელექტრულ პოტენციალს და განიმუხტებიან «ზვავისებურად» იმპულსების გაშვებით. «ცოცხალი» ნეირონები მუდმივად იმყოფებიან მცირე უარყოფითი ძაბვის ქვეშ - 70 მინივოლტი, რომელიც ნარჩუნდება დადებითი იონების მოშორების წყალობით. სიკვდილის შემდეგ – წონასწორობა ირღვევა, ნეირონები სწრაფად ცვლის პოლარობას "მინუსიდან" "პლუსამდე".


*****

ქალები უკეთ არჩევენ მაღალსიხშირიან ბგერებს. ერთი კვირის ჩვილ გოგონას შეუძლია გაარჩიოს დედის ხმა და გაიგონოს, როდესაც სხვა ჩვილი ტირის. ქალები მამაკაცზე უკეთ აღიქვამენ ტონის ცვლილებას, ამიტომაც კარგად ხვდებიან როდის იტყუება მამაკაცი.


კაცებს რაც შეეხებათ, დახელოვნებულნი არიან ველური ბუნების ხმების გარჩევაში (ეს, რა თქმა უნდა, ქალაქის მაცხოვრებელს არ დასჭირდება) და კარგი ორიენტაციის უნარი აქვთ. მაგალითად, თუ კნუტის კნავილს პირველად ქალი გაიგებს, კაცი მიუთითებს სად უნდა მოძებნონ.



*****

ქალის კანი 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მამაკაცის. ინგლისელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ მხრივ ყველაზე მგრძნობიარე მამაკაციც კი ვერ შეედრება ყველაზე უგრძნობ ქალს. სამაგიეროდ, მამაკაცის კანი ქალის კანზე უფრო სქელია და შესაბამისად ნაკლები ნაოჭები აქვთ. ზრდასრული მამაკაცის კანი ზურგზე 4-ჯერ უფრო სქელია, ვიდრე მუცელზე. თუ მამაკაცი ფიზიკურად არის დატვირთული, კანის მგრძნობელობა უფრო მეტედ სუსტდება და თითქმის არ გრძნობს ტკივილს.


როგორც ახლანდელმა კვლევებმა ცხადყო, კაცები ქალებზე ნელა ბერდებიან. ყოველწლიურად ისინი უფრო ნაკლებ კოლაგენს კარგავენ, ვიდრე სუსტი სქესის წარმომადგენლები, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. მათი კანი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სიმკვრივეს და ნაოჭების მიმართ რეზისტენტულობით გამოირჩევა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცები დიდ ყურადღებას არ უთმობენ კანის მოვლას, რომელიც ამასთან, მუდმივად ზიანდება პარსვის პროცესში, ამ განსაკუთრებულობის ეფექტი პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.


*******

ადამიანს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს როგორც ელექტროენერგიის გენერატორს. პრაქტიკულად მისი გამომუშავება ჩვენი ნებისმიერი მოქმედებითაა შესაძლებელი. მაგალითად, ერთი ჩასუნთქვით შეიძლება მივიღოთ 1 ვტ, ხოლო მშვიდად ნაბიჯის გადადგმა 60 ვტ. ნათურის ასანთებად და ტელეფონის დასატენადაც კი საკმარისია.


******

წარმოშობით ავსტრიელიმა მეცნიერმა კარლ ტრინჩერმა გულაგში 5 წელი გაატარა და სიცივის გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე მხოლოდ ყურმოკვრით არ იცოდა. ტრიჩერმა ერთხელ შენიშნა, რომ ლაბორატორიის ცხოველებს ჟანგბადის უკმარისობის დროს ფილტვებში ტემპერატურა მაღლა ეწეოდათ. აქედან მკვლევარმა გენიალური დასკვნა გააკეთა: «ფილტვები – ერთადერთი ორგანოა, სადაც ცხიმები პირდაპირ იწვის ჟანგბადთან რეაქციის დროს. ყოველგვარი ფერმენტების გარეშე».


დღეს უკვე ფიზიოლოგებიც არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ფილტვები წარმოადგენს ერთგვარ «ღუმელს», რომელსაც უნარი აქვს გაათბოს ორგანიზმი სიცივეში. ამიტომ ყინვის დროს, პირველ ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ სუნთქვას – ვისუნთქოთ ნელა, თანაბრად და ღრმად.


*****

ადამიანის თვალის ბადურა მოიცავს თითქმის 7 მილიონ კონუსის რეცეპტორს, რომელიც პასუხისმგებელია ფერის აღქმაზე. ქალები მამაკაცებზე უკეთ არჩევენ ფერებს. ეს პირდაპირ არის დაკავშირებულ Х ქრომოსომასთან, ქალებს კი ეს ორი აქვთ. ევოლუციური თვალთახედვით კი ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ერთ დროს კაცები ნადირობით იყვნენ დაკავებულნი, ქალები კი – შემგროვებლობით. საუბარში ქალებმა შეიძლება ახსენონ შემდეგი ტონები: «ზღვის ტალღის ფერი», «ქვიშისფერი», «ღია ყავისფერი». ამ დროს კი მამაკაცები საუბრობენ ფუნდამენტურ ფერებზე: ლურჯი თეთრი, წითელი.


******

კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა. მისი ზედაპირის ფართობი საშუალოდ 1.5-დან 2 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კანს სხვადასხვა სისქე და მგრძნობელობა აქვს. ყველაზე სქელი კანი ფეხისა და ხელისგულებზეა, ყველაზე თხელი კი – ქუთუთოებზე. ამასთან, მისი მგრძნობელობა არ არის დამოკიდებული სისქეზე. მაგალითისთვის, მართალია, კანი თითებსა და ხელისგულებზე საკმაოდ სქელია, მას შეუძლია შეიგრძნოს 20 მილიგრამი სიმძიმის ზეწოლა, რომელიც ბუზის საშუალო წონას უტოლდება.


******

ჩვენს ორგანიზმში ყოველწამიერად უკიდურესად სწრაფი პროცესები მიმდინარეობს. როდესაც სხეული დასვენების მდგომარეობაში იმყოფება, სისხლი გზას გულიდან ფილტვებისკენ და უკან სულ რაღაც 6 წამში გადის, გულიდან ტვინისკენ და უკან – 8 წამში, 16 წამი სჭირდება გზას გულიდან თითებამდე და უკან.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა დაემართება ჩვენს ტვინს ძილის უკმარისობის გამო


8 უცნობი ფაქტი ადამიანის კანის შესახებ


როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი სხეული 40 წლის შემდეგ – ექსპერტთა რჩევები


9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ


თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ


თქვენ შეგიძლიათ ბიოლოგიური ასაკი 2 თვეში 3 წლით შეამციროთ


ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა



3
1488
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1488
  
2021, 27 ივლისი, 14:13
მშვენივრად ვარ, უბრალოდ როგორი გადატვირთული დღეც არ უნდა მქონდეს 2-3 საათზე მეტს ვერ ვიძინებ.
მიზეზი ვერ დაადგინეს, ძალიან ძლიერი სტრესი გადავიტანე წლების წინ და მას მერე ვარ ასე.
2021, 27 ივლისი, 14:03
მადლობა, შეფასებისთვის :) მთავარია, ამით თქვენს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი თავის ტვინს, ზიანი არ მიადგეს! რამდენადაც ღრმა ძილის ფაზა უმნიშვნელოვანესია ტვინიდან ტოქსინების გამოსადევნად. საერთოდ, მსგავსი სიმპტომები იმ ადამიანებს ახასიათებთ, ვისაც მოჭარბებული რაოდენობით აქვთ სერატონინი, მაგრამ ჰორმონი კი არა, ნეირომედიატორი, რომელიც თავის ტვინში გამომუშავდება...
2021, 27 ივლისი, 11:55
უმაგრესი სტატიაა. ბევრი რამ გავიგე ახალი ადამიანის ორგანიზმის შესახებ.
სამწუხაროდ მედიცინა ჯერ კიდევ სუსტია, ვერც საქართველოში, ვერც უკრაინაში, ვერს თურქეთში და ვერც გერმანიაში ვერ დამიდგინეს მიზეზი თუ რატომ მძინავს დღე-ღამეში მაქსიმუმ 2-3 საათი ან როგორ ახერხებს ორგანიზმი ასეთ მოკლე დროში სრულად აღიდგინოს საჭირო ენერგია.
მე კი ვიცი, ეს უმძლავრესი სტრესის გამოძახილი რომაა, მაგრამ ოფიციალურად მედიცინის ენაზე ვერ დებენ მიზეზს და დიაგნოზს.
0 1 3