ფსიქოლოგები და ექიმები გვირჩევენ: თუ უსიამოვნება შეგემთხვათ და დეპრესიამ ან ნერვიულმა დაძაბულობამ შეგიპყროთ, არსებობს საშვალებები, ნაწილობრივ მაინც აღგიდგენთ სულიერ წონასწორობას. ეს არის საყვარელი სამუშაო ან ურთიერთობა მეგობრებსა და იმ ადამიანებთან, ვისიც გჯერათ და ვინც გიყვართ. შეეცადეთ ყური დაუგდოთ თქვენს სხეულს, მის მოთხოვნებს.
სხეული ბრძენია, არასოდეს ცდება, მისი რეაქცია კი უფრო საიმედოა, თუ იგრძნობთ, რომ ქუჩაში გასვლა აუცილებელია - გადით, გაისეირნეთ, გეძინებათ - დაიძინეთ. ჩაიტარეთ აუტოთრენინგი - თავდაჯერების ვარჯიში. ხმამაღლა გამოხატეთ ან დაწერეთ ის, რაც გაწუხებთ. თავი დაირწმუნეთ სიტყვებით: '' მე მშვიდად ვარ, აღარ ვღელავ'', ან ხატეთ და წერეთ - მნიშვნელობა არ აქვს, რა! ყველაზე საიმედო ხერხია სპორტი:დაესწარით (ან ითამაშეთ) კალათბურთი, ფეხბურთი, ირბინეთ, იცეკვეთ ან 10-ჯერ მაინც ჩაჯექით და გასწორდით. გულზე მოგეშვებათ. უყურეთ კომედიებს, იკითხეთ იუმორისთული ჟურნალები ან წიგნები, მოეფერეთ ცხოველებს. ისინი ხომ არაჩვეულებრივი ''ფსიქიათრები'' არიან. უსმინეთ სასიამოვნო, დამამშვიდებელ მუსიკას. დასასრულს, გირჩევთ, პანიკაში ნუ ჩავარდებით, ყველაფერს ეშველება... დამშვიდდით, მოდუნდით, მიირთვით ლიმონიანი და თაფლიანი ჩაი და ეცადეთ, დაიძინოთ.