სხვა ბიჭი ჯერ "თოჯინა კენი" გახდა,შემდეგ კი საერთოდ ქალად გადაკეთდა 2021, 23 ივლისი, 19:03
ჯესიკას თქმით, რომელიც ადრე როდრიგო ალვესი იყო და "ცოცხალი კენის" სახელით იცნობდნენ, ამჟამად ქალად გადაიქცა და ბევრს სურს ნახოს მისი ყველა ოპერაციის შედეგი.
ინსტა-დივამ ხელიდან არ გაუშვა ასეთი შესაძლებლობა.
37 წლის პოპულარულ ბლოგერს, ჯესიკა ალვესს, უთვალავი ოპერაციის შემდეგ, საბოლოოდ შეუძლია იამაყოს თავისი სხეულით. უკანასკნელი ოპერაცია მუცელზე ჩაიტარა, რის შემდეგაც ბლოგერმა 25 კილოგრამი მოიშორა და ახლა აღარ ერიდება სოციალურ ქსელში საკუთარი სხეულის დემონსტრირებას. ბევრი დაინტერესდა, თუ რა შედეგები გამოიწვია წონის დაკლების და სქესის შეცვლის ოპერაციამ. "ხალხს ძალიან აინტერესებს, თუ როგორ გამოიყურება ჩემი სხეული ყველა ამ ოპერაციის შემდეგ. ამიტომ, გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა თაყვანისმცემლების თხოვნით იმ აუარებელი წერილებისა და შეტყობინებების საფუძველზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომდის. პასუხის გაცემის დროც არ მაქვს. აღმოჩნდა, რომ ბევრს სურს ტანსაცმლის გარეშე მნახოს და მივხვდი, რომ შესაძლებლობას ვერ დავკარგავდი"-ამბობს ჯესიკა ალვესი. ბლოგერმა თავისი ანგარიში გახსნა OnlyFans- ში, 18+ ფასიან პლატფორმაზე, სადაც მოდელები გამომწერებს უზიარებენ საკუთარ ინტიმურ ფოტოებს და ვიდეოებს გამომწერებს. ჯესიკა მხოლოდ 20 დოლარს ითხოვს ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ ამ თანხის სანაცვლოდ, მისი თქმით, თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ მასთან ისაუბრონ ვიდეო ჩატით. პარალელურად მოდელი გეგმავს ახალგაზრდა კაცის პოვნას. 364 4-ს მოსწონს
|