ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კარიერის გამო სკოლა მიატოვეს და არც უნანიათ:
1. რობერტ დაუნი უმცროსი
ცნობილმა მსახიობმა სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა სამსახიობო კარიერის ასაწყობად. მართალია ამ გზაზე მას ხელი ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა შეუშალეს, თუმცა მან შეძლო ამ დამოკიდებულების დაძლევა და დღეს ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მსახიობია.
2. რიჩარდ ბრენსონი
ბრიტანელმა მილიარდერმა სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა, ის დისლექსიით იტანჯებოდა და გარდა ამისა სწავლაც დიდად არ უყვარდა. სკოლის დირექტორმა კი უთხრა, რომ ის ან ციხეში დაასრულებდა სიცოცხლეს, ან მილიარდერი გახდებოდა... როგორც ჩანს, გამოიცნო.
3. შერი
სომხური წარმოშობის ამერიკელმა ვარსკვლავმაც სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა, იმისდა მიუხედავად, რომ ცუდად არ სწავლობდა. მას ბავშვობიდანვე სურდა ცნობილი გამხდარიყო და ფულის შესაგროვებლად კლუბებსი მუშაობდა მოცეკვავედ.
4. ჟიზელ ბიუნდჰენი
ბრაზილიელმა სუპერმოდელმა სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა სამოდელო კარიერის დასაწყებად. ატესტატის უქონლობას მისტვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად გახდომაში.
5. კვენტინ ტარანტინო
ცნობილმა რეჟისორმა და სცენარისტმა სკოლა 15016 წლის ასაკში მიატოვა. მუშაობა პორნო-კინოთეატრში Pussycat Theatre დაიწყო ბილეთების გამყიდველად, მუშაობის პროცესში კი სცენარების წერა დაიწტყო.
6. ჩარლი შინი
ცნობილ მსახიობს სკოლა არ მიუტოვებია, ის გამოაგდეს გამოსაშვები საღამოდან რამდენიმე თვით ადრე. თუ მის სკანდალებს გავიხსენებთ, გასაკვირი ალბათ არც არაფერია.
7. რაიან რეინოლდსი
ცნობილმა მსახიობმა სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ 12 წლიდან დაიწყო. სკოლისთვის დრო არ რჩებოდა, ამიტომ 17 წლისამ საერთოდ მიატოვა იგი.
8. ჯონი დეპი
დეპის ოცნება იყო როკ ჯგუფის შექმნა და მუსიკალური კარიერა, ამიტომაც 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა. მართალია უკან დაბრუნება მიონდომა, მაგრამ სკოლის დირექტორმა დაარწმუნა, რომ ოცნებას უნდა გაჰყოლოდა.
9. ჯიმ ქერი
მსახიობს უდარდელი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია, მისი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო, ამიტომ ადრეული ასაკიდან მოუწია მუშაობა. 16 წლისამ გადაწყვიტა სკოლა და მშობლიური კანადა მიეტოვებინა და ჰოლივუდში წასულიყო კომიკოსის კარიერის დასაწყებად.
10. ალ პაჩინო
ცნობილმა მსახიობმა სკოლა 17 წლისამ მიატოვა, მისი მშობლები ამის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ, ამიტომ სახლიც დატოვა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. სამსახიობო კარიერის დაწყებამდე მან ბევრი პროფესიაც მოირგო და ერთ დროს პროსტიტუციითაც იყო დაკავებული.