x
image
პოკაჰონტასი
არსებობს რეალური პრობლემები, თუ თავად ქმნით მათ? - რას გვასწავლის ოშო
image


აი, რას გვიზიარებს, ოშო, ინდოეთის სულიერი ლიდერი, პრობლემებთან დაკავშირებით:


ათასობით ადამიანმა მითხრა მათი პრობლემების შესახებ და ჯერ არცერთი რეალური არ შემხვედრია, ყველა მათგანი ყალბია - თითოეულს თქვენ თავად ქმნით, რადგან თავს ცარიელად გრძნობთ მათ გარეშე. როდესაც პრობლემები არაა, არაფერია გასაკეთებელი, არავინ იბრძვის. ხალხი სტუმრობს გურუს, ერთმანეთის მიყოლებით იცვლიან ფსიქოთერაპევტებს…იმიტომ, რომ როდესაც ისინი ამას არ აკეთებენ, თავს ცარილად გრძნობენ და მოულოდნელად მათი არსებობა აზრს კარგავს. თქვენ ქმნით პრობლემებს იმისთვის, რომ იგრძნოთ, ცხოვრება არის შრომა, ზრდა და აღმაშფოთებელი ბრძოლა.


ოდესმე ჰკითხეთ საკუთარ თავს: არსებობს რეალური პრობლემები, თუ თავად ქმნით მათ? თუ ისე ეჩვევით, რომ მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ? ხომ არ იგრძნობთ მარტოობას მათ გარეშე? თქვენ თანახმა ხართ, რომ უბედური იყოთ, ვიდრე ცარიელი. ადამიანები თავიანთი უბედურებით თითქოს ტრაბახობენ, რომ შინაგანი სიცარიელე არ დაუშვან.



საკუთარ უბედურებებს თავად კვებავთ. როდესაც ერთი პრობლემა ქრება, ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ დაუყოვნებლივ იკავებს მის ადგილს მეორე. და თუ ამას უფრო ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მეორე პრობლემას ზუსტად იგივე ხასიათი აქვს, რაც წინას ჰქონდა. დაიწყებთ მის ამოხსნას და უკვე მესამე ელოდება თავის რიგს.


გთხოვთ, გადახედეთ რას აკეთებთ და რა სისულელეებით ხართ დაკავებული. ჯერ ქმნით პრობლემას და შემდეგ იწყებთ მნიშვნელოვან გამოკვლევას, რომ გამოსავალი იპოვოთ. პრობლემის გადაწყვეტა მდებარეობს მის დასაწყისში, სწორედ იქ, სადაც თქვენ ახლა უბრალოდ ქმნით მას - ამიტომ შეწყვიტეთ ამის კეთება! თქვენ არ გაქვთ არანაირი პრობლემა - ეს უნდა გესმოდეთ.


უფრო მეტიც, როდესაც საკუთარი პრობლემები არ კმარა, მაშინ იწყებთ ფიქრს კაცობრიობაზე, მსოფლიოს ბედზე - სოციალიზმზე, კომუნიზმზე და სხვა. თქვენ იწყებთ სამყაროზე ფიქრს ისე, თითქოს ის თქვენს რჩევაზეა დამოკიდებული.


მე არ მაინტერესებს თქვენი პრობლემები. ისინი მილიონობით არიან და აზრი არ აქვს მათ მოგვარებას - რადგან შენ ხარ შემქმნელი. მე მოგიგვარებ ერთს და შენ შექმნი კიდევ ათს. ჯერ მათი შემქმნელი უნდა შეიცვალოს და პრობლემებიც უმალ გაქრება მის ირგვლივ.




ასევე დაგაინტერესებთ:



6 მთავარი რჩევა ბედნიერების მოსაპოვებლად - რას გვასწავლის დალაი ლამა

image




რატომ უნდა მოვიცილოთ ძველი ნივთები - რას გულისხმობს სიუხვის კანონი

image















0
200
შეფასება არ არის
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0