x
მეტი
  • 01.12.2021
  • სტატია:115303
  • ვიდეო:352795
  • სურათი:489277
სასაცილო და იმავდროულად სატირალი შემთხვევა რუმინეთში, რომელიც ვერანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება

image რას ხედავთ სურათზე?-არა აქ არც ავტოსაგზაო შემთხვევას აქვს ადგილი და არც კომფლიქტურ სიტუაციას.
არც პარანორმანულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. მაშ რა ხდება ამ კადრზე?
გზაზე დგას ადამიანი, რომელიც ისე ჩანს თითქოს უცხო გარემოშია მოხვედრილი და ორიენტაციის უნარი აქვს დაკარგული.
ესეც არაფერი, მალევე კადრში ჩნდება მანქანა, რომელსაც საბუქსირე თოკით მოყავს ცხენშებმული დატვირთული ოთხთვალა, საიდანაც მანქანის გაჩერებისთანავე ვარდება მედროგე.
მცირე ხნის შემდეგ კი პირველად გამოჩენილი მამაკაცი უკუსვლით, ბარბაცით გადადის გზიდან და ორმოში ვარდება.
არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში არ მაქვს ნანახი ოთხთვალა, რომელშიც ცხენია შებმული და რომელიც საბუქსირე თოკით ჩაბმულია მანქანისთვის.
იმდენად დამაინტერესა ამ სიუჟეტმა, რომ ლამის მთელი ინტერნეტი "გადავქექე" იმის გასაგებად თუ რა ხდებოდა კადრში.
როგორც აღმოჩნდა ეს ხალხი ერთად ქეიფობდა, გზაზე მდგარი მამაკაცი დარჩა და მოგვიანებით გზაზე გავიდა, ხოლო ოთხთვალა დატვირთვისას გაიჭედა ლაფში, საიდანაც მანქანის დახმარებით ამოიყვანეს.
ამოიყვანეს, მაგრამ მთვრალებს დაავიწყდათ საბუქსირე თოკის ჩახსნა მანქანისთვის და ოთხთვალასთვის, დანარჩენი ისედაც გასაგებია.

0
839
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
839