x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
გიორგი გაბუნია: სამწუხაროდ, ვერცერთი ვაქცინა ვირუსის შეყრისაგან ვერ გვიცავს და ვერც ვერასოდეს შეიქმნება ასეთი

ქირურგი, მედიცინის დოქტორი გიორგი გაბუნია საკუთარ ფბ გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს, რაც ჩვენი აზრით, საყურადღებოი და მრავლისმთქველია დღეს ანტივაქსერების გარემოცვაში იმისათვის, რომ გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს ვაქცინაციის შესახებ. საინტერესოა ისიც, რომ თვითონ სხვა პროფილის ექიმიც კი აპირებს არაფერი დაწეროს მაშინ, როცა მთელი საქართველო გამედიკოსდა და იცის თუ არ იცის, ერკვევა თუ ვერ ერკვევა მედიცინაში, ინფლუენსური სტატიები აქვეყნოს:

image

"გადავწყვიტე ამის მეტი კოვიდზე არასოდეს აღარაფერი დავწერო, რადგანაც არაა ჩემი კომპეტენცია. როგორც ქირურგი, ვამჯობინებ იმუნოლოგიასთან მეგობრობას, ვიდრე ვირუსოლოგიასთან.
ძვირფასო მეგობრებო, როცა ვთქვი კოვიდი გადავიტანე-თქო, ბევრი ახლობელი დამიკავშირდა და მეკითხებოდა, თუ რატომ მომივიდა ის, რომ ვაქცინა არ გავიკეთე (არ ვენდობოდი, თუ რატომ), რა ფორმით გადავიტანე, ხომ არ გამირთულდა, ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას? და ა. შ.
უნდა ვაღიარო, რომ ვაქცინა არ გავიკეთე შეგნებულად. პირველ ყოვლისა, მინდოდა მქონოდა იმუნიტეტი ცოცხალ ვირუსზე. აქ მე მაქვს ჩემი შეხედულება საკითხის მიმართ და მყავს უამრავი ახლობელი, რომელთაც გადაიტანეს კოვიდი ამა თუ იმ სირთულით და მათზე დაკვირვებამ დამარწუნა შემდეგში: იმ პირებში, ვინც ვაქცინაცია გაიკეთა კოვიდის გადატანიდან 5–6 თვის შემდეგ სრული მოცულობით (არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა ასტრა იყო, ფაიზერი, სინოვაკი თუ სინოფარმი) მე არ გამიგია მათი ხელახალი დაინფიცირება გარდა სამი შემთხვევისა, რაც გამოვლინდა უსუსური სიმპტომატიკით და ორ დღეში გაქრა.
მე ვენდე საკუთარ იმუნიტეტს, თუმცა მაფიქრებდა გარემოება, რომ ინფექციური დაავადებები საერთოდ ჩემს ორგანიზმში ყოველთვის ვლინდებოდა მაღალი ტემპერატურული რეაქციით. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა და პირველი 6 დღე 38, 5–38C მქონდა ტემპერატურა კოვიდის სიმპტომატიკის სრული ბუკეტის გამომჟღავნებით. მეშინოდა SARS- სისტემური ანტიანთებითი პასუხის სინდრომის ჩამოყალიბებისა, რადგან კარგად ვიცი, რომ CARS -კომპენსატორული ანტიანთებითი პასუხის სინდრომი ყოველთვის არაა კომპენსატორული ხასიათისა და ზოგჯერ რითაც მთავრდება თქვენც იცით. ნუ, მხოლოდ მე 11 დღეს გამოვძვერი მეტ–ნაკლებად. (რა თქმა უნდა მედიკამენტების რაციონალური გამოყენებით).
მე კოვიდი გადავიტანე კლასიკური რთული სიმპტომატიკით, სახლში იზოლაციით, მრჩება სისუსტე, ზომიერი ოფლიანობა, ყნოსვა და გემო დამიბრუნდა.
ერთადერთ შედარება, რაც მომივიდა გონებაში, არის ის, რომ როგორც კი დაგიდგინდება კოვიდი, ორ-სამ დღეში ავტომატურად შრედინგერის კატის მდგომარეობაში გადადიხარ. ვისაც კვანტური ფიზიკა უყვარს, გამიგებს, რასაც ვგულისხმობ...

ეს არის უდავოდ მკვლელი ბუნების ვირუსი, სერიოზულად არყევს ორგანიზმს და ნერვულ სისტემას. ყველაფერი ზღვრამდეა დაძაბული.

თუ გავიკეთებ ვაქცინას? კი ხუთი თვის შემდეგ (და არა 30 დღეში) და ეს არ იქნება არც ასტრა ზენეკა და არც ფაიზერი. სავარაუდოდ სინოფარმი, ან თუ იქნა იმ დროს ულაპარაკოდ ნოვავაქსი. სამწუხაროდ, მე არ ვიზიარებ ფაიზერის უდიდეს უპირატესობას სხვა ვაქცინებთან მიმართ. როცა თქვენ იკეთებთ ფაიზერს (რომლის შექმნაშიც ჩინურ გიგანტს ფოსუნ–ფარმას დიდი წილი აქვს და რომელსაც გერმანული BioNTech უკვე 2020 წლის თებერვალშივე დაუკავშირდა) და ამბობთ, რომ იგი 95 % გიცავთ, აქედან ჩათვალეთ, რომ 25%–ით ბრენდი გიცავთ და 70%–ით ნაღდი ვაქცინა.. ასტრა–ზენეკას, ფაიზერს და მოდერნას აქვთ ერთნაირი დაცვის დონე, დანარჩენი პიარია. ნახეთ სტატია "Fosun Pharma and BioNTech form COVID-19 vaccine strategic alliance in China" (Press release). Fosun Pharma. 15 March 2020. Archived from the original on 15 August 2020. Retrieved 20 March 2021)
თუკი ვაქცინა ნოვავაქსი ჩაეშვება წარმოებაში და შემოვა ჩვენთან, შემიძლია ვთქვა, რომ გ ა ბ ე დ უ ლ ა დ ა ი ც ე რ ი თ ყ ვ ე ლ ა მ, ეს იქნება უდიდესი პროგრესი. იგი დაფუძნებულია ინაქტივირებულ კორონავირუსზე: შეიცავს დამახასიათებელ სპაიკის ცილის პაწაწინა ნაწილაკებს . ამრიგად, Novavax– ის პრეპარატი მუშაობს დიდი ხნის ცნობილი პრინციპით, რომელიც გამოიყენება, განსაკუთრებით, B ჰეპატიტის ან ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებაში: იმუნური სისტემა რეაგირებს ვაქცინის ცილებზე. ამ შემთხვევაში, იმუნური რეაქცია ბევრად უფრო სწრაფია, რადგან სხეულს, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, არ სჭირდება S ცილების წარმოება. ეფექტური დაცვა ხდება, როდესაც NVX-CoV2373 ორჯერ გამოიყენება.

ეს ტაქტიკა ჩემი არჩევანი იყო და არავის ვურჩევ ექსპერიმენტები ატაროს საკუთარ თავზე. ამ რთულ ეტაპზე აიცერით ნებისმიერი ვაქცინით, შემთხვევათა უმრავლესობაში ეს არ მიგიყვანთ სერიოზულ გართულებებთან. სამწუხაროდ, ვერცერთი ვაქცინა ვირუსის შეყრისაგან ვერ გვიცავს და ვერც ვერასოდეს შეიქმნება ასეთი.
0
381
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0