რელიგია გენიოსა ნანუკას წააკითხეთ, უცბად არ გაიგოს რამე, მაგრამ მაინც...-ბაია პატარაია 2021, 22 ივლისი, 12:12 ქალთა უფლებადამცველი და კავშირი „საფარის“ დაამარსებელი ბაია პატარაია დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარის, დეკანოზი ილია ჭიღლაძის პოსტს აზიარებს მინაწერით"გენიოსა ნანუკას წააკითხეთ, უცბად არ გაიგოს რამე, მაგრამ მაინც" აი რას წერს თავად დეკანოზი: "8 ივლისის მერე პირდაპირი ეთერები არ მქონია, სამაგიეროდ აფერისტი ნიკოლოზ აიფონა ფაჩუაშვილი ნანუკამ გამოაბრძანა თავის შოუში. დაუგვიანდა ეთერი ბიჭს, ჩიოდა სვეტიცხოვლის ეზოში 13 ივლისს, აღარ მიწვევთო. აზროვნების და გონივრულობის მიღმაა ქართული მედია. ჩვენი ხალხის ჩამორჩენილობის მთავარი მიზეზი მედიის შეცდომებია, მან სოლიდურად გააძლიერა წითელ საპატრიარქოს მავნე ზეგავლენა ხალხზე წლების მანძილზე და არ იძლევა საპატრიარქოს საქმეთა ანალიზს, მხოლოდ ცალკეულ სკანდალებით ინტერესდება, რაც მეორე დღეს უკვე აღარავის ახსოვს. კიდევ რამდენი სისხლი უნდა გადინოთ წითელმა საპატრიარქომ, რომ აზრზე მოხვიდეთ ეს გამოთაყვანებული მედია "ელიტები"?! ვის ალაპარაკებთ, ჯამბაზ ფაჩუაშვილს, ვისაც შეუძლია მომღიმარმა აგიხსნათ, რომ სპილო, რომელსაც ხედავთ, სპილო კი არა, ჭიანჭველაა?! საერთოდ აღარ მინდა ტელევიზები, აღარ დამიკავშირდეთ ინტერვიუსათვის, აჩერჩეტეთ ფაჩუაშვილები და იყავით როგორც ხართ, სჩანს დამსახურებულია და კანონზომიერი."-წერს ილია ჭიღლაძე. გუშინ ტელეჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს შოუში "სხვა ნანუკა" მიწვეული ჰყავდა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც გადაცემაში ისაუბრა სხვადასხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენებზე და მამა გიორგი მამალაძეზე. 484 4-ს მოსწონს
|