სხვა ცნობილი ხელოვნების ნიმუშების უცნობი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი 2021, 22 ივლისი, 9:55 არსებობს ხელოვნების ნიმუშები და არქიტექტურული შედევრები, რომლებიც ბავშვობიდანვე ყველასთვის შესანიშნავად არის ცნობილი. მაგრამ თუ დაწვრილებით შევისწავლით მათ, უამრავი ნაკლებად ცნობილი და იდუმალი ფაქტი გახდება ჩვენთვის ცნობილი. მაგალითად: ბინა ეიფელის კოშკის ზედა სართულზეგუსტავ ეიფელმა, კოშკის ავტორმა, თავისთვის ზედა სართულებზე აიშენა და მოაწყო ბინა. იგი მას დასასვენებლად და სტუმრების მისაღებად იყენებდა. აპარტამენტებში არის სამზარეულო, სანკვანძი, ორი საძინებელი, მისაღები ოთახი და რა თქმა უნდა იქიდან შესანიშნავი ხედი იშლება. დღეს ეიფელის ბინაში მუზეუმია მოწყობილი, სადაც გუსტავ ეიფელისა და ედისონის ცვილის ფიგურები დაგხვდებათ. თავისუფლების ქანდაკების ფეხებთან გაწყვეტილი ჯაჭვიათავისუფლების ქანდაკება ამერიკას საფრანგეთის მოქალაქეებმა აჩუქეს რევოლუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით. იგი თავისუფლების, დემოკრატიის და მონობის გაუქმების სიმბოლოა, სწორედ ამიტომ არის ჩაფიქრებული ქანდაკების ფეხებთან გაწყვეტილი ჯაჭვი. აღსანიშნავია, რომ ტურისტების თვალთახედვის არეში ის ვერ ხვდება. აიზელუორტის მონა ლიზასაყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მრავალი მხატვარი ქმნიდა მონა ლიზას ასლებს და ვერსიებს, მაგრამ არსებობს ჯოკონდას კიდევ ერთი პორტრეტი, რომელიც შესრულებულია, მრავალი მეცნიერის აზრით, თვით ლეონარდო და ვინჩის მიერ. ამასთან, ტილო არ არის ლუვრში არსებული ჯოკონდას ასლი. საინტერესოა, რომ მეორე სურათს სხვანაირი პერსპექტივა გააჩნია, რომელსაც 3D ეფექტის შექმნა შეუძლია. შესაძლოა ტანსაცმელი და პეიზაჟი სხვა მხატვრის მიერ იყოს სესრულებული, ან სულაც რამდენიმე მხატვრის მიერ. მეცნიერების აზრით, ეს ჯოკონდას უფრო ადრინდელი ვერსიაა. დროის კაფსულა რაშმორის მთაშიაშშ-ის პრეზიდენტთა ეროვნული მემორიალის მშენებლობის დროს, არქიტექტორ გუტონ ბორგლუმს, კლდეში სურდა გამოეკვეთა და შეექმნა ქრონიკების დარბაზი-საიდუმლო ოთახი, სადაც მომავალი თაობა შესძლებდა გასცნობოდა მონაცემებს და დოკუმენტებს აშშ-ის ისტორიის შესახებ. ამისთვის მან კლდეში, აბრაამ ლინკოლნის ქანდაკების თავის უკან, გამოკვეთა გამოქვაბული. მაგრამ მალე ბორგლუმი გარდაიცვალა და სამუშაო დაუსრულებელი დარჩა. 1998 წელს, მისის გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, პრეზიდენტების მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და მემუარების ასლები მოათავსეს დაუსრულებელ ოთახში და დაბეჭდეს, რომელიც ახლა დროის კაფსულას წარმოადგენს. დიდი სფინქსის თავდაპირველი ხედიეგვიპტის დიდი სფინქსი ყველაზე ძველი ქანდაკებაა მსოფლიოში. თავდაპირველად ის მკვეთრი საღებავებით იყო დაფარული, რომელიც დღეს ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი (ყურის უკან). ასევე თავიდან სფინქსს ჰქონდა ცხვირი და წვერი (ასეთ წვერს ცერემონიების დროს იყენებდნენ ეგვიპტეში). მისი ფრაგმენტების ნახვა ბრიტანეთის და ქაიროს მუზეუმებში შეიძლება. არსებობს ვარაუდები, რომ თავდაპირველად სფინქსს ლომის თავი ჰქონდა, ადამიანის თავი მოგვიანებით იქნა გამოკვეთილი, რასაც გიგანტურ ტანსა და პატარა თავს შორის არსებული პროპორციების დარღვევა ადასტურებს. რემბრანტის "დანაეს" სახე"დანაეს" წერა რემბრანტმა, სასკია ვან ეილენბიურხზე დაქორწინებიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო. მხატვარს მეუღლე თავის მრავალ სურათზე ჰყავს გამოსახული, მაგრამ აქამდე დიდი ხნის განმავლობაში გამოცანად რჩებოდა ის ფაქტი, თუ რატომ არ არის აღნიშნულ სურათზე სასკიასთან მსგავსება, ისე როგორც 1630-იან წლებში შესრულებულ სურათებზე, მხატვრის მიერ გამოყენებული სტილი კი მისი შემოქმედების გვიანი პერიოდის სტილს უფრო ჰგავს. მხოლოდ ახლახანს შესძლეს ამ გამოცანაზე პასუხის გაცემა. რენდგენის სურათებზე რემბრანტის ცოლთან მსგავსება აშკარაა. აღმოჩნდა, რომ სურათი გადაკეთდა მხატვრის მეუღლის, სასკიას გარდაცვალების შემდეგ, მაშინ როცა მხატვარი გატაცებული იყო ჰერტიე დირკსით. დანაეს სახის ნაკვთები შეცვლილია იმგვარად, რომ შეთავსებულია მხატვრის ორივე საყვარელი ქალის ნაკვთები. დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის სახელწოდება"ბიგ ბენი" უწოდეს არა მთლიან კოშკს, არამედ მის მასიურ ზარს. სამრეკლოს ოფიციალური სახელწოდება 2012 წლის სექტემბრამდე იყო "ვესტმინსტერის სასახლის კოშკი". დღეს სამრეკლოს ოფიციალური დასახელებაა "ელისაბედის კოშკი". დღევანდლამდე არ არის ცნობილი, ვის პატივსაცემად დაერქვა ზარს ბიგ ბენი. ერთი ვერსიით, ზარის ჩამოსხმის ხელმძღვანელის პატივსაცემად-მსხვილი მამაკაცის, რომლის ზედმეტსახელი "დიდი ბენი" იყო. მეორე ვერსიით კი, მძიმეწონიანი მოკრივის, ბენჯამინ ქაუნტის პატივისცემის ნიშნად. ცა მუნკის სურათზე "ყვირილი"ედვარდ მუნკის ლეგენდარული სურათის "ყვირილის" თავდაპირველი სახელწოდება იყო "ბუნების ყვირილი". თავის დღიურში მხატვარი წერს: " ...მოულოდნელად ცამ სისხლისფერი შეფერილობა მიიღო, მე შევჩერდი, გადაღლილობა ვიგრძენი და ღობეს დავეყრდენი-უყურებდი ცეცხლის ალს და სისხლს, მოლურჯო-შავი ფიორდებისა და ქალაქის თავზე..." 2003 წელს, ასტრონომების ჯგუფმა გამოთქვა აზრი, რომ ცის მკვეთრი სისხლისფერი, რომელმაც ასე გააოცა მხატვარი, გამოწვეული იყო ვულკანით კრაკატაუ, 1883 წელს. ატმოსფეროში გაიფრქვა ვულკანური ფერფლის უდიდესი რაოდენობა, რის გამოც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ხედავდნენ ადამიანები განსაკუთრებულ ცეცხლოვან მზის ჩასვლას. გადახედეთ შემდეგ სტატიებსაც:იაპონური სფერო-ნებისმიერი სტიქიური უბედურებებისაგან თავის დაცვის უნივერსალური აპარატი (+ვიდეო) საიდან შემოვიდა მოდა ჩაჩაჩულ შარვლებზე და მისი მნიშვნელობა ამერიკულ ბაზა "ზონა S 4"-ზე ამერიკის ხელისუფლება უფოს მალავს? ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო) რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? მსოფლიოს ყველაზე საოცარი საინჟინრო ქმნილებები საოცარი ფოტოები, რომლებიც ცხოვრებას სხვა თვალთახედვით გვიჩვენებს არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც დღეს სამუდამოდ დაკარგულია
ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს
690 5-ს მოსწონს
|