x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თავი რომ დაიწვას, აღარ გავაშუქებ!"- ნახეთ, ვის ემუქრება ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით 5 ივლისის აქციის მონაწილეებს შორის ასევე 16 "რიონის ხეობის მცველია" დაკავებული, რომელთა დასახსნელადაც მისივე თქმით, თანხის შეგროვება უკვე დაიწყო. გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი როგორც საკუთარ ფეისბუქპოსტში აღნიშნავს ის აღარ აპირებს "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო პროტესტის ლიდერის ვარლამ გოლეთიანის გაშუქებას, რასაც ადრე სისტემატურად აკეთებდა: "5 ივლისის ძალადობის ფაქტზე რიონის ხეობის 16 მცველია დაკავებული ! თანხას აგროვებენ მათთვის ! აბა, გამოდით ახლა ის ხალხი მე გადავრიცხე თანხა ნამოხვანის ფონდშიო, ფურცლებს რომ მიფრიალებდით აქ ! p.s.თავი რომ დაიწვას ვარლამ გოლეთიანმა აღარ გავაშუქებ! (აქამდე, მიუხედავად ჩემი პოზიციისა, ყველაფერს ვაშუქებდით)" - წერს ელისო კილაძე. მოგეხსენებათ, რომ 5 ივლისს თბილისში "პრაიდის" საწინააღმდეგო ძალადობრივი აქცია გაიმართა, რომელსაც ქუთაისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოძრაობა "რიონის ხეობის მცველების" წევრებიც შეუერთდნენ. სწორედ მათი უშუალო თანამონაწილეობით მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, მათთვის მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება და აპარატურის განადგურებაც. ჯგუფურ ძალადობაზე და მათ შორის, ლექსო ლაშქარავას სასტიკად ცემის ბრალდებით დღესდღეობით, მოძრაობა "რიონის ხეობის მცველების" 16 წევრია დაკავებული.














0
781
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
781