სხვა კოსმოსში 11 წუთიანი ფრენით მილიარდემა ბეზოსმა ორი რეკორდი დაამყარა 2021, 20 ივლისი, 22:04 დედამიწაზე ყველაზე მდიდარი ადამიანის კოსმოსური ხომალდი წარმატებით დაეშვა კოსმოსში ფრენის შემდეგ. კოსმოსურმა ხომალდმა " New Shepard"-მა სტარტი ტეხასის უდაბნოდან აიღო.ხომალდი შედგება სარაკეტო მოდულისა და კაფსულისგან, რომელშიც ადამიანები იყვნენ. ზედა ბლოკმა ის მაღლა ასწია, რის შემდეგაც კაფსულა გამოეყო მას და თავისუფალი ვარდნა დაიწყო. ამ დროს რაკეტამ დაშვება დაიწყო და უსაფრთხოდ დაეშვა იმავე ტეხასის უდაბნოში. კაფსულა, რომელშიც ჯეფ ბეზოსი იმყოფებოდა, კოსმოსურ სივრცეში იყო ოთხი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მან დაშვება დაიწყო. როდესაც ისინი მიწას მიუახლოვდნენ, სპეციალური პარაშუტები ამუშავდა და იგი დაეშვა. კაფსულისგან თავის დასაღწევად ბეზოსს და მის გუნდს დაეხმარნენ სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე სწრაფად მივიდნენ. საერთო ჯამში, ბეზოსელთა გუნდის მოგზაურობამ 11 წუთზე ნაკლები გასტანა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირით ადრე, საკუთარი ხომალდით ვარსკვლავებისკენ გაეშურაა კიდევ ერთი მილიარდერი, ბრიტანელი სერ რიჩარდ ბრენსონი, მაგრამ მისი ფრენა დაახლოებით 80 კილომეტრის სიმაღლეზე მოხდა, რაც, საერთაშორისო სტანდარტებით, არ არის კოსმოსური სივრცე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მილიარდერ ილონ მასკს ყველაზე დიდი ამბიციები აქვს კოსმოსური ტურიზმის რბოლაში. იგი უკვე მომავალ წელს ჰპირდება ტურისტებს თავის კოსმოსურ ხომალდით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე გაყვანას, რომელიც ზღვის დონიდან 400 კილომეტრზეა. ბეზოსი მარტო არ გაფრინდა კოსმოსში. მან დაამყარა მსოფლიოს ორი რეკორდი. ყველაფერი ამერიკული ბლოკბასტერების საუკეთესო ტრადიციებშია: ბორტზე იმყოფებოდა18 წლის სტუდენტი, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი კოსმოსურ სივრცეში; ასევე ბორტზე იყო82 წლის პილოტი ქალი უოლი ფრანკი, რომელსაც ნასა კოსმოსში არ უშვებდა ახალგაზრდობაში, რადგან, ის ქალი იყო. ფრენკი გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც კოსმოსში იყო. ბეზოსთან ერთად გაფრინდა მისი ძმა მარკი. მას არანაირი რეკორდი არ დაუმყარებია.
450 შეფასება არ არის
|