კინო უშვილო და უქმრო განმატოვებული ცხოვრობს- რა ბედია ეწია "პატარა ვერას" ვარსკვლავს 2021, 20 ივლისი, 15:56
ნატალია ნეგოდამ ითამაშა ფილმში, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს. რეჟისორ ვასილი პიჩულას ფილმი "პატარა ვერა"იქცა ფაქტობრივად პირველი საბჭოთა ეროტიკული ფილმი, ჟანრის კლასიკური გაგებით, ამის გარდა ფილმში განხილული საბჭოთა რეალობისთვის ისეთი აკრძალული თემები, როგორიცაა პროსიტუტუცია, ოჯახური ძალადობა და ორგანიზებული დანაშაული.
თავად ნატალია დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა სექს სიმბოლოს ტიტულს და გახდა პირველი საბჭოთა მოდელი, რომელიც ამერიკული Playboy- სთვის გადაიღეს.. მსახიობის ფოტოები ამშვენებდა გაზეთების და ჟურნალების გარეკანებს, ხოლო გოგონები ფილმის მთავარი პერსონაჟის მსგავსად ზოლიან ბლუზში, ბადე-კოლგოტში და შავ ქვედაბოლში გამოწყობილები დადიოდნენ. ფილმი ნაჩვენები იყო შვედეთში, გერმანიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ფინეთში, თურქეთში, არგენტინაში, იტალიაში, უნგრეთში, ბელგიაში, ავსტრალიაში, დანიაში, დანიაში, აღმოსავლეთ გერმანიაში, სამხრეთ კორეაში ... თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ყველამ თანდათანობით დაივიწყა ეფექტური ლამაზმანი.მსახიობი 90-იან წლების დასაწყისში აშშ – ში გაემგზავრა.იქვე გათხოვდა რუს ემიგრანტზე, თუმცა 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს გაშორდა.2007 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა. მსახიობმა მთლიანად ათიოდე ფილმში ითამაშა, თუმცა "პატარა ვერა"-მ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.ბოლოს ნატალია ეკრანზე 2018 წელს გამოჩნდა. ნატალია ნეგოდა ამჟამად 57 წლისაა, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ კარგად გამოიყურება განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა, არ ჰყავს არც ქმარი და არც შვილები. ცხოვრობს მოსკოვში. საზოგადებაში გამოჩენას ერიდება. ბოლოს 2018 წელს გამოჩნდა მსახიობი, დათანხმდა ანდრეი მალახოვთან სტუდიაში მისულიყო, სადაც იგი შეხვდა კოლეგებს ანდრეი სოკოლოვს, ლუდმილა ზაიცევას, იური ნაზაროვს. გადაცემა ფილმის "პატარა ვერას" გამოსვლის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეთერში ნეგოდამ კატეგორიული უარი თქვა პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრა. 983 5-ს მოსწონს
|