x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
არასოდეს გადაყაროთ საზამთროს კურკები! გაინტერესებთ რატომ?

ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ ჩვენ არ ვიყენებთ საზამთროს ყველაზე სასარგებლო ნაწილს? ყველას ძალიან გვიყვარს წვნიანი და ტკბილი რბილობი. თუმცა, ზუსტად რომ საზამთროს კურკაშია უამრავი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება.


image


საზამთროში მთავარი სიმდიდრე მის კურკაშია. მასში შემავალი ცელულოზა სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და აუცილებელი ნაწლავების ჯანსაღი მიკრო ფლორის შესანარჩუნებლად.

საზამთროს კურკა შეიცავს ისეთ ამინომჟავას, როგორიცაა ციტრულინი, რომელიც ანტიოქსიდანტურ თვისებებს ფლობს. ციტრულინი აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და პოზიტიურად მოქმედებს გულისა და ტვინის მუშაობაზე.


საზამთროს კურკა შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს – მაგნიუმს, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, ცინკს – მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის, რკინას, ვიტამინებს А, В და С.


საზამთროს კურკა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის. ის კარგი წყაროა ენერგიის შესავსებად. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს საზამთროს კურკის გამოყენებით:


1.საზამთროს კურკის ჩაი


ჩაყარეთ 4 ჩაის კოვზი ახლად დაფქული საზამთროს კურკა 2 ლ. წყალში. მიიყვანეთ დუღილამდე და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის მანძილზე. თქვენ მიიღებთ სასმელს, რომელიც მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით და აქვს არაჩვეულებრივი გემო და არომატი.


2. რძის კოქტეილი საზამთროს კურკებით


აიღეთ ერთი მუჭა საზამთროს კურკა და გააშრეთ. შემდექ დაფქვით ძალიან წვრილად. ჩაყარეთ რძეში (თბილი ან ცივი) პროპორციით 1:10. ასეთი ნარევი ებრძვის ორგანიზმში პარაზიტებს და სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც პრობლემები აქვთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით.


ის ასევე კარგი შარდმდენი საშუალებაა. მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მათ, ვისაც თირკმელები აწუხებს, ფეხმძიმეებმა და ბავშვებმა.


იქ სადაც სიცოცხლეა ჩადებული, ავადმყოფობისგან თავის დაღწევის საშუალებაც მოიძებნება. საზამთროს კურკა სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია. თუმცა, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, რამდენადაც ის მაღალკალორიული პროდუქტია.


ასევე დაგაინტერესებთ:



მარხვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის - ნობელის პრემიის ლაურეატის აღმოჩენა


რატომ გვირჩევენ მედიკოსები ჟოლოს წვენის მიღებას?


მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


რატომ უნდა მივიღოთ გვირილის ჩაი? აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში


ჩაი საოცარი სასარგებლო თვისებებით, რომელიც ძალიან ბევრი დაავადებისგან დაგიცავთ


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!



0
701
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
701
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0