x
მეტი
  • 26.10.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489063
7 პატიმარი მხოლოდ ცხარე წიწაკის და მარილის გამოყენებით ციხიდან გაიქცა
ინდოეთის შტატში, არუნაჩალ–პრადაეში 7 პატიმარმა მცველებზე თავდასხმის შემდეგ გაქცევა მოახერხეს. იარაღად მხოლოდ ჩილის წიწაკა და მარილი გამოიყენეს.

მთავრობაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულები ციხის მცველებს თავს დაესხნენ თვალებში წიწაკის და მარილის სროლით, რომელთაც თავიანთ საკანში რამდენიმე დღე ინახავდნენ.

image

ინციდენტი სადილობის დროს მოხდა, როცა საკნების კარები ღია იყო. 7 პატიმარი, რომლებიც ერთ საკანში იყვნენ, ციხის პერსონალს თავს დაესხა.


ადგილობრივი მედიის თქმით, თავდასხმის შედეგად 5 მცველი დაშავდა, ერთ–ერთი მათგანი თავში დაჭრილი იყო, სავარაუდოდ, გასაღებით, რომელსაც საკნების დასაკეტად იყენებდნენ.

პატიმრებმა გაქცევამდე ციხის მცველებს ტელეფონიც წაართვეს.

image

პოლიციის განცხადებით, ბრალდება უკვე შეტანილია და გაქცეულებზე დევნა გამოცხადა. ქალაქში ბევრი სავაჭრო წერტილი დაიხურა.

როგორც PTI იტყობინება, პოლიციის ინსპექტორის მოადგილე, პასიგჰატა ტაპანგ ტატაკი ამბობს: „კოვიდ 19–ის ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე გაქცეულებს ქალაქიდან გასვლა გაუჭირდებათ და მალე დავაკავებთ, რადგან ყოველდღე 15:00–დან 5:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს“.


ასევე დაგაინტერესებთ:

ცხოვრობენ ფუფუნებაში: ნორვეგიის ციხე საშინელი დამნაშავეებისთვის უფრო კურორტს ჰგავს

image

კოშმარული ჰოროსკოპი: გაიგეთ, რომელ სერიულ მკვლელს აქვს იგივე ზოდიაქოს ნიშანი, როგორც თქვენ

image

8 ქცევის მოდელი, რომლებიც ქუჩაში ადამიანს დამნაშავისთვის ადვილ მსხვერპლად აქცევს

image

ეს მამაკაცი ალკატრასის ციხიდან გაიქცა. 50 წელი გავიდა და მან FBI-ს წერილი მისწერა

image


0
408
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
408