x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამ კაცმაცუნას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის ევროპული ღირებულებები-"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი

image"ირაკლი ღარიბაშვილი ურცხვად აცხადებს, რომ მისი მთავრობა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება. ამ კაცმაცუნას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის ევროპული ღირებულებები და რაში მდგომარეობს ევროკავშირის იდეა! ერთადერთი განაცხადი, რასაც ღარიბაშვილი ახლა უნდა ამზადებდეს, არის გადადგომის შესახებ განცხადება!" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტის ბათუმში საერთაშორისო კონფერენეციაზე სიტყვით გამოსვლას "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი.


"ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს ევროკავშირთან უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი დაახლოებისა და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენ მეტი კავშირები დავამყაროთ ევროკავშირთან დარგობრივი პოლიტიკის დონეზე და საერთო სფეროების ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა მთავრობამ ამბიციური პირობა დადო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენისთვის ქვეყნის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით და ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.


პარალელურად პრემიერ-მინისტრს, დღეს მთელი დღე უკან დასდევდა რამდენიმე ოპოზიციური არხის ჟურნალისტი ერთადერთი შეკითხვით :"როდის გადადგები?", ყოველ ჯერზე ღარიბაშილმა კითხვა უპასუხოდ დატოვა, ბოლოს კი ჟურნალისტს თვითონ ჰკითხა "როდის გადადგებით?.

1
456
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
456
  
2021, 19 ივლისი, 21:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1