x
image
ლანა92
რატომ "დადის" გენიალობა და სიგიჟე წყვილად?

image

ბევრი გენიოსი იყო ფსიქიკურად დაავადებული: ვინსენტ ვან გოგი, ვირჯინია ვულფი, ედგარ ალან პო.. გენია და სიგიჟე, ეს ორი უკიდურესობა ნამდვილად "დადის" ერთად. საინტერესოა, რატომ?

ქეი რეფილდ ჯემისონი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) კლინიკურმა ფსიქოლოგმა შენიშნა, რომ დაახლოებით 20-30 სამეცნიერო შრომაში შესულია ტერმინი "წამებული გენიოსი". ფსიქოზის ყველა სახეობიდან ჩანს, რომ შემოქმედება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული განწყობის დარღვევებთან და განსაკუთრებით ბიპოლარულ აშლილობასთან (პიროვნული აშლილობა). მკვლევრებმა 16 წლის ასაკის 700 000 შვედის ინტელექტი შეამოწმეს და 10 წლის შემდგომ გაარკვიეს, თუ რომელს ჰქონდა ფსიქიკური დაავადება. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს, რომელთაც ყველაზე მაღალი ქულა აქვთ, ბიპოლარული აშლილობის განვითარების 4-ჯერ მეტი ალბათობა ჰქონდათ.

ბიპოლარული აშლილობა გულისხმობს განწყობის ცვალებადობას, დაწყებული განუსაზღვრელი ბედნიერებიდან მწვავე დეპრესიამდე. რა შუაშია აქ შემოქმედება? პასუხი ამ კითხვას გასცა ჯეიმს ფელონმა, რივინის შტატის კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა:

"ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ღრმა აშლილობიდან გამოსვლისას გრძნობენ შემოქმედებისკენ სწრაფვას, შემოქმედებით აღტკინებას".

პაციენტს როცა გუნება-განწყობილება გაუუმჯობესდება მისი ტვინის აქტივობაც იცვლება: აქტივობა იყინება შუბლის წილის ქვედა ნაწილში. მეცნიერებმა ეს ახსნეს იმით, რომ ფსიქოზის მქონე ადამიანები სტიმულს არ ფილტრავენ. მათ ერთდროულად შეუძლიათ ურთიერთსაწინააღმდეგო იდეების განხილვა და გაუცნობიერებელი ასოციაციების გამოთავისუფლება, ხოლო ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობის ფსიქიკა ამ მიიჩნევს ამ აზრებს ცნობიერების ზედაპირზე გაგზავნის ღირსად. ყოველივე ამას შეიძლება, ჰქონდეს როგორც დამანგრეველი, ისე შემოქმედებითი ეფექტი.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0