x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რას წერდა პრესა ბცჟ-ს შესახებ?-ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნიდან 100 წელი გავიდა
image


1921 წლის 18 ივლისს პარიზის "შარიტეს" საავადმყოფოში, ალბერტ კალმეტმა და კამილ გერენმა ახალშობილებს პირველი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარეს. ჩვილებს აცრა ჩაუტარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზის დასუსტებული შტამით, რომელსაც მოგვიანებით შემქმნელების საპატივცემლოდ მოიხსენიებენ, როგორც "კალმეტ-გერენის ბაცილა"(Bacillus Calmette-Guerin - BCG)ანუ შემოკლებით "ბცჟ".


საინტერესოა რას წერდა მსოფლიო პრესა ახალი ვაქცინის შესახებ მისი გავრცელების ადრეულ წლებში.


Le Figaro (საფრანგეთი), 1925:



გუშინ პასტერის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა ალბერტ კალმეტმა პარიზის სამედიცინო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. მან ისაუბრა ახალშობილთა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ექსპერიმენტის შედეგებზე ... მიღებულმა შედეგებმა მოლოდინზე ბევრად უფრო დამაკმაყოფილებელი იყო. ბატონმა კალმეტმა განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში არცერთი ვაქცინირებული ბავშვი არ გარდაცვლილა ტუბერკულოზით ... როგორც ჩანს, ბავშვებში დაავადების პრევენციის ეს მეთოდი უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს და მისი ეფექტურობა ეჭვს აღარ იწვევს .


Sunday Times (ავსტრალია), 1926:

ზრდასრული ევროპელების 98% ინფიცირებულია ტუბერკულოზით. ორგანიზმი წარმატებით ეწინააღმდეგება თუ ხდება დაავადების მსხვერპლი, ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია არამეცნიერულ შემთხვევითობაზე. ცხადია, პრობლემის გადაჭრის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის ორგანიზმი მაქსიმალურად ადრე გახდეს ბრძოლისუნარიანი ვირუსის შეტევებისგან. პასტერის ინსტიტუტმა გამოსავალი იპოვა ...

ბანალური იქნება, უბრალოდ მას "მნიშვნელოვანი" უწოდო. მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდება ვაქცინის შემქმნელების შემდგომ განცხადებებს, რომელიც გაზვიადების გარეშე კაცობრიობის მხსნელად შეიძლება გამოცხადდეს.


Portville Review (აშშ), 1927:

აშშ-ს ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია” თეთრი ჭირის ”წინააღმდეგ იმუნიზაციის ახალი მეთოდით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუბერკულოზის მიკრობების შეყვანა ორგანიზმში, თუნდაც დასუსტებული, საშიშია. ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ უბრალოდ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის დაიწყებს ტუბერკულოზის გარკვეული შტამი საშიში სიმპტომების გამომჟღავნებას ... ცხადია, არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია ან არ არის ბოლომდე გასაგები. სავარაუდოდ, ბევრად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო, სანამ ოფიციალურად გამოცხადდება, რომ ხელოვნურმა იმუნიტეტმა შეიძლება შეუცვალოს ადამიანს გარკვეულწილად თავის საკუთარი ჩამოყალიბებული იმუნიტეტი.


The Highland Recorder(აშშ), 1927;

ჩვენი მკითხველი ფრიპორტიდან, ტეხასის შტატი გვეკითხება: 'შეგიძლიათ მითხრათ, სად შეიძლება გავიკეთო ტუბერკულოზის საწინააღმდეგ პრეპარატი ბცჟ?'


მე არასოდეს მსმენია მის შესახებ, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ასობით თეორიას, რომლებიც ყოველწლიურად ჩნდება ამ უძლეველ მტერთან ბრძოლის პროცესში ...

ამასთან, ტუბერკულოზთან წინააღმდეგობის გაწევის ეფექტური გზები არსებობს: პირველი, პაციენტი უნდა იყოს სუფთა ჰაერზე მთელი დღის განმავლობაში. საქმის უგულებელყოფის შემთხვევაში აუცილებელია მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში დარჩენა. მიზეზების გამო, პაციენტმა უნდა მიღოს რძე, ნაღები, კვერცხი და ცხიმიანი ხორცი ... მე მყავს 60 წლის მეზობელი, აქედან 40 წელი ტუბერკულოზით არის დაავადებული, რომელიც წლების განმავლობაში ასეთ დიეტასა და რეჟიმს იცავდა. ახლა ის ყოველდღე დადის სამსახურში ...


მე არ ვადანაშაულებ ჩემს პაციენტებს, რომ ცდილობენ მკურნალობის ახალი მეთოდი მოსინჯონ, რადგან მათ უთხრეს, რომ ეს ზიანს არ აყენებს მათ ჯანმრთელობას ან საფულეს. თუმცა ზოგიერთ ქურდს შეუძლია მძიმე ავადმყოფის გაძარცვაც კი. (დოქტორი ჯოზეფ გეინსი)



Time(აშშ), 1931:

წელიწადნახევრის წინ, ლუბეკში (გერმანია) 76 ბავშვი გარდაიცვალა "ბცჟ" ინექციის შემდეგ. გასულ კვირას სამი ექიმი და ექთანი გაასამართლეს მკვლელობის და დანაშაულებრივი დაუდევრობის გამო ... ვაქცინით უკვე აცრილია 400 ათასი ფრანგი და 70 ათასი რუმინელი ბავშვი. ერთა ლიგის ჰიგიენის კომიტეტმა "ბცჟ" უვნებლად გამოაცხადა. მაგრამ ბევრი ბაქტერიოლოგი ამტკიცებს, რომ ცოცხალი მიკრობები იწვევს ტუბერკულოზს და არა პრევენციას. ...

ლუბეკში 76 გარდაცვლილის გამოძიებისას, სახელმწიფო კომისიამ დაადგინა, რომ ვაქცინის დამზადების პროცესში”ლაბორატორიაში უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული".



Acton Gazette (დიდი ბრიტანეთი), 1933:


ადრე ადამიანები მკურნალობდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ავად ხდებოდნენ, ახლა კი ყველა პოტენციური სამიზნეა მკურნალობისთვის. საფრთხეები, რაც "ბცჟ"-ს, ვაქცინაციების, შიკის ტესტების (კანის ტესტი იმის დასადგენად, აქვს თუ არა ადამიანს დიფტერია ) არ უნდა უგულველყოთ.


მშობლებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ მათ, ვინც მათ ამ დესტრუქციული პროცედურების შესრულებაში არწმუნებს ... ჯანმრთელობის საკითხებში პირადი თავისუფლებაზე ოფიციალური შეტევები საგანგაშოდ იზრდება და მისი გულდასმით აგდახედვა უნდა მოხდეეს. ”(დოქტორ ჩეს ფორვარდის განცხადება)





ასევე იხილეთ

image


ებრაელი მეცნიერების მიერ დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Brilife -ის ტესტირება ჩატარდება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე. მათთან ერთად, ტესტირების მესამე ეტაპზე თავად ებრაელებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, იუწყება Times of Israel-ი. ათიათასობით მოხალისე მიიღებს ...


ახლა როდესაც ყოველდღიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იცრება კორონავირუსის საწინააღმდეფო ვაქცინით, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც ყოვედღიურად საშუალოდ 6-7 ათასი ადამიანი იცრება, უპრიანი იქნება ვიცოდეთ რა შეიძლება აცრების შემდეგ რა არა?მით უმეტეს ხშირად თვით ექიმებიც კი მოქალაქეებს აცრების შემდეგ სხვადასხვა რეკომენდაციებს აძლევენ, რა...


მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის ექიმმა ისრაელიდან, ბორის ბრილმა სოციალური ქსელით განმარტა ყველაზე გავრცელებული მითები ვაქცინაციის გარშემო, თან დოქტორმა დასძინა, რომ " იგი ხელმძღვანელობს მხოლოდ კვლევებით და არა ხალხის მოსაზრებით, დაე თუნდაც ეს იყოს მაღალი რანგის აკადემიკოსის აზრიც" მითი პირველი : ვაქცინაციის შემდეგ მაინც შეიძ...


ორჯერ აცრილებში კოვიდით ინიფიცრების შანსი 22 500-დან მხოლოდ ერთია, ეს დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთში. შედეგები გამოცემა Daily mail-მა გამოაქვეყნა კვლევის თანახმად, სრულად აცრილებში(ორჯერადად) კოვიდ-19-ის "აკიდების" შანსი სამჯერ ნაკლებია, ვიდრე მათში, ვისაც მხოლოდ ერთი აცრა აქვს გაკეთებული . ხოლო სრულიად აუცრელებშ...

2
81
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
81
  
2021, 19 ივლისი, 10:57
უფრო ადრეც იგივე სიტუაცია იყო ნინო,ყვავილის ეპიდემია მძვივარებდა,ხალხი პანტა-პუნტით იხოცებოდა ერეკლეს დროს და ვერ არწმუნებდა ხალხს აცრა გაეკეთებინათ(მაშინ "აჭრას" ეძხდნენ)..პირველი თავის შვილს იულონს გაუკეთა ,აი ხედავთ ჩემს შვისლ ვუკეთებო..მაგრამ მაიც ძაან უნდობლად უყურებდნენ))
2021, 19 ივლისი, 10:41
რა მსგავსი სიტუაციააააა :-(
0 1 2