x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ახალ ებრაულ ვაქცინას ქართველებზე და უკრაინელებზე გამოცდიან
image

ებრაელი მეცნიერების მიერ დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Brilife -ის ტესტირება ჩატარდება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე. მათთან ერთად, ტესტირების მესამე ეტაპზე თავად ებრაელბიც ჩაერთვეიან. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, იუწყება Times of Israel-ი.


ათიათასობით მოხალისე მიიღებს მონაწილეობას კლინიკურ კვლევებში.

"მივესალმები ამ შეთანხმებას, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვაქცინის შემუშავება დავასრულოთ და შემდეგ დამოუკიდებლად ვაწარმოოთ იგი”, - განაცხადა განცმა.


მან ხაზი გაუსვა, იმ ფაქტს, რომ ეს აუცილებელია, რადგან კორონავირუსის პანდემია გრძელდება და ინფექცია მუტაციას განიცდის, რაც ვაქცინების ეფექტურობას ამცირებს. პოლიტიკოსის თქმით, ისრაელის ვაქცინა ასევე გამიზნული იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვისაც.


ებრაული ვაქცინით, რომლის ტესტირების მეორე ეტაპი დეკემბერში დასრულდება, დაინტერესდნენ უცხოელი ფარმაცევტები: 12 ივლისს ამერიკულმა ფარმაცერიულმა კომპანიამ NRx Pharmaceuticals-მა დადო ხელშეკრულება ისრაელის ბიოლოგიურ ინსტიტუტთან, რომლის თანახმად, მან მიიღო წარმოების და რეალიზაციის უფლება.


ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის შემდეგ, ბოლო კვირების განმავლობაში ახალი ინფექციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა 13 ივლისს, ცნობილი გახდა ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ: გამოვლინდა 730 ინფიცირებული. ეს სიტუაცია ასოცირდება კორონავირუსული ინფექციის "დელტას" ვარიანტის გავრცელებასთან.მიუხედავად ამისა კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირებულია, მთლიანად ივლისის განმავლობაში დაფიქსირდა სულ 4 შემთხვევა.



0
120
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0