საბუნებისმეტყველო მსოფლიოში ყველაზე გრძელი მწერი ჩინეთში იპოვეს - იცით, რამდენი სმ.-ია? 2021, 18 ივლისი, 17:30 ჩინეთში 2014 წელს იპოვეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი მწერი. ჩინელი ენტომოლოგების ჩანაწერის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მწერია გუანსის პროვინციაში აღმოჩენილი ჯოხი მწერი, რომელიც 62.4 სმ.-ია. ყველაზე გრძელ მწერს მიაკვლია დასავლეთ ჩინეთის ენტომოლოგიური მუზეუმის თანამშრომელმა, ჩჟაო ლიმ. მან გიგანტი მწერის ძებნა ჯერ კდიევ 1998 წელს დაიწყო, როცა გუანსში ექსპედიციისას ადგილობრივებისაგან გაიგო ნახევარ მეტრზე მეტი სიგრძის ჯოხი მწერის არსებობის შესახებ. მას სჯეროდა ამ ამბის, თუმცა მხოლოდ 16 წლის ძიების შემდგომ მოახერხა მწერის აღმოჩენა. მსოფლიოში ამ შემთხვევამდე ყველაზე გრძელ ჯოხის მწერი იყო 56. 7 სანტიმეტრი, რომელიც აღმოაჩინეს 2008 წელს. მისი ფიტული ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება. 152 შეფასება არ არის
|