საზოგადოებრივი დარიშხანი, ცოფი, გაგუდვა – იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა 7 ისტორიული პირი 2022, 30 აგვისტო, 8:05 თუ ადამიანი იდუმალებით მოცულ ვითარებაში გარდაიცვალა, მისი სიკვდილის შესახებ, ბევრს საუბრობენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ, ყველასთვის ცნობილ ან ისტორიულ პირს შეემთხვევა. ხან ისეც ხდება, რომ ჰიპოთეზებს, მათი გარდაცვალების შესახებ, საუკუნეების მანძილზე აგებენ და ათასწლეულების მანძილზეც კი... და ამის, ყველას თუ არა, ყოველ მეორეს სჯერა. მაგრამ ამ ვარაუდებში, სიმართლე ცოტა თუ არის. თანამედროვე მეცნიერებამ მოახერხა სტალინის, მოცარტის, ალექსანდრე მაკედონელის და სხვების სიკვდილის რეალური მიზეზების დადგენა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც აქამდე გვეგონა. იოსებ სტალინი – მოწამვლა სტალინი – მეტად წინააღმდეგობრივი ფიგურაა ჩვენს რეალობაში. თუმცა, როგორც მისი მომხრეები, ისე მოწინააღმდეგენი, დარწმუნებულნი არიან, რომ ბელადი ინსულტით გარდაიცვალა. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც – შეიძლება სტალინი მოწამლეს კიდეც. მას ბევრი მტერი ჰყავდა და გარდაცვალების წინა დღეს, მას აგარაკზე, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სტუმრობდა და გამორიცხული არ არის, რომ ვინმეს, სასმელში ან საჭმელში, საწამლავი ჩაუყარა, რომელსაც ინსულტის მსგავსი შედეგის გამოწვევა შეეძლო. ნაპოლეონ ბონაპარტი – დარიშხანის დოზის გადაჭარბება 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ნაპოლეონი წმ. ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. 1821 წლის 5 მაისს, ის კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს, რომლის მიხედვით, ნაპოლეონს მართლაც აღენიშნებოდა კუჭის სიმსივნისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მაგრამ, აგონიაში მყოფი, ყოფილი იმპერატორი ამბობდა, რომ ის ინგლისელებმა მოწამლეს. თუმცა მის სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია და შეიძლება, სულ ტყუილად... თანამედროვე კვლევამ, ნაპოლეონის თმის ღერის სტრუქტურაში, დარიშხანის მაქსიმალური დონე აჩვენა. ალექსანდრე მაკედონელი – გილენ-ბარეს სინდრომი დიდი მხედართმთავარი, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა – ალექსანდრე მაკედონელი, გარდაცვალების მომენტისთვის, დაახლოებით, 32 წლის იყო. ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებული სიმპტომების მიხედვით, ფიქრობდნენ რომ, მისი გარდაცვალების მიზეზი მალარია ან მუცლის ტიფი იყო. მაგრამ, თანამედროვე მკვლევარებმა, მისი გარდაცვალების ნამდვილ მიზეზს მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ მაკედონელს გილენ-ბარეს სინდრომი ჰქონდა – ეს განსაკუთრებული ავტოიმუნური დაავადება, რომელიც ჯერ დამბლას, შემდეგ კი, სიკვდილს იწვევს. გადმოცემის თანახმად, ის სიკვდილის შემდეგ, ღმერთადაც კი მიიჩნიეს, რადგან მისი სხეული კარგა ხნის მანძილზე არ იხრწნებოდა. ამის მიზეზი კი, დამბლა იყო – ის ირგვლივმყოფებს, მკვდარი ეგონათ, არა და ცოცხალი იყო. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – სტრეპტოკოკულური ინფექცია ითვლება, რომ ცნობილი კომპოზიტორი, შურის გამო, მისმა კოლეგამ და კონკურენტმა ანტონიო სალიერმა მოწამლა. მაგრამ, ეს მხოლოდ მითია, რომელსაც რეალობასთან, არანაირი კავშირი არა აქვს. სინამდვილეში, სალიერის ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოცარტთან და მასზე აღფრთოვანებით საუბრობდა. ამასთან, შურის არანაირი მიზეზი არ არსებობდა – ანტონიო სალიერი, სამეფო კართან, თავადაც დაახლოებული იყო, ჰქონდა ტიტული, სახელი და სოლიდური ხელფასი. 2009 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, დაადგინეს, რომ იმ წლებში, ავსტრიაში, სტრეპტოკოკური ინფექცია მძვინვარებდა. ვენა კი, დაავადების გავრცელების ერთ–ერთი კერა იყო. მოცარტი კი, იმ პერიოდში, სწორედ ვენაში ცხოვრობდა. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ კომპოზიტორი სწორედ ამ დაავადებით გარდაცვლილიყო. ედგარ ალან პო – ცოფი 1847 წ. ბალტიმორში (მერილენდის შტატი, აშშ) ნახევრად შიშველი და შეშლილი მამაკაცი იპოვეს და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის, მიყვანიდან, 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ეს ადამიანი დიდი ინგლისელი მწერალი ედგარ ალან პო აღმოჩნდა. სიკვდილის მომენტისთვის, ის მხოლოდ 40 წლის იყო და ცხოვრებიდან ასე სწრაფად წასვლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. საავადმყოფოში, თავდაპირველად ეჭვი მოწამვლაზე მიიტანეს, მაგრამ ანალიზებში საწამლავი არ აღმოჩნდა. შემდგომი კვლევებით კი დადგინდა, რომ მწერალი ცოფით იყო დაავადებული და გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა. ატილა – გაგუდვა ატილა V ს–ში ჰუნების მეფე იყო, რაინიდან – ვოლგამდე, ყველაზე დიდ იმპერიას ფლობდა და წარმატებული საომარი ლაშქრობებით იყო ცნობილი. მაგრამ, ის ბრძოლის ველზე კი არა, საკუთარ საწოლში, უდროოდ, გარდაიცვალა. ატილას მოულოდნელ სიკვდილთან დაკავშირებით, არაერთი ჭორი დადიოდა – ამბობდნენ, რომ ის, ახალგაზრდა მეუღლემ მოკლა, რადგან მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, სწორედ ილდიკოზე ქორწინების ღამეს მოხდა. სინამდვილეში კი, მას ცხვირიდან სისხლი წასკდა, რამაც გაგუდვა გამოიწვია. კლეოპატრა და მარკ ანტონი – ორმაგი თვითმკვლელობა კეისრის გარდაცვალების შემდეგ, მასთან დაახლოებულმა მარკუს ანტონიუსმა სასიყვარულო ურთიერთობა გააბა კლეოპატრასთან და ისინი ერთად ავიდნენ ეგვიპტის ტახტზე. ხოლო რომში, ხელისუფლების სადავეები გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის ხელში აღმოჩნდა. ქვეყნებს შორის დაწყებული უთანხმოება, ძვ. წ. აღრ. 32 წ. ალექსანდრიის ალყით დასრულდა. კლეოპატრამ და მარკუს ანტონიუსმა სხვა გამოსავალი ვერ ნახეს და ერთდროულად თავის მოკვლა გადაწყვიტეს. თუმცა, ეს ერთ დღეს არ მომხდარა. მარკუს ანტონიუსმა თავი 1 აგვისტოს მოიკლა, ხოლო კლეოპატრამ 10–12 დღის შემდეგ... და არა იმავე დღეს, როგორც ამას ჰოლივუდის ფილმებში აჩვენებენ. * საინტერესო თავსატეხი ყველაზე საზრიანებისთვის (პასუხი აქვს)* «მაგნიტური კომპასები» და ოლმეკების იდუმალი ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდამდე მივყავართ* 12 მტკიცებულება, რომ მილიონობით წლის წინ, მსოფლიო ბევრად მკაცრი და სასტიკი იყო* როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთება პირველი სიმპტომებით?* საჭირო მომენტში გადაღებული 50 ფოტო* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?* 10 უმნიშვნელოვანესი გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო შეცვალა2083 4-ს მოსწონს
|