სხვა ამერიკულ ბაზა "ზონა S 4"-ზე ამერიკის ხელისუფლება უფოს მალავს? 2021, 19 ივლისი, 9:33 უფოლოგი სკოტ უორინგი ირწმუნება, რომ მის მიერ ჯერ კიდევ 2010 წელს აღმოჩენილ "ზონა S 4"-ზე ამერიკის ხელისუფლება 30-მეტრიან "მფრინავ თეფშს" მალავს. 2010 წელს მკვლევარმა, პროგრამა Google Maps-ის საშუალებით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა "ედვარდსი"-დან რამდენიმე კილომეტრში (ნევადას შტატის სამხრეთი) აღმოაჩინა გასაიდუმლოებული ბაზა ასაფრენი ზოლით, სამკუთხა იდუმალი ობიექტით და რამდენიმე ანგარით. უფოლოგმა აღნიშნა, რომ ამ ბაზის სურათებზე ერთდროულად სამი უფოა, რომელთაგან ერთ-ერთის ზომებით იგი შოკირებულია. მისი სიტყვებით, ამ საიდუმლო ბაზის ყველაზე დიდ შენობაში ინახება 30-მეტრიანი დისკი. დიდი ალბათობით ამ გიგანტურ უფოს ჯერ აფრენა არ შეუძლია თუმცა ანგარის 180 გრადუსზე გადასაწევი სახურავი იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლებელია 30-მეტრიანი უფო ნებისმიერ მომენტში აფრინდეს. ამერიკის პრესას მწირი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ რა მიზნით იყო შექმნილი "ზონა S 4". ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, ამ ბაზის ტერიტორიაზე მუშაობს სამეცნიერო ცენტრი, რომელთა თანამშრომლებიც უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიების საფუძველზე მფრინავ აპარატებს ქმნიან. იხილეთ შემდეგი:რატომ ჩანს კოსმოსიდან ზოგიერთი ქვეყნის საზღვარი ასე უცნაურად? "ნაცრისფერი" უცხოპლანეტელები სინამდვილეში ბიორობოტებია-პოლკოვნიკ კორსოს აღიარებები (ვიდეო) საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი? ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო) 412 5-ს მოსწონს |