x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბლოგერი,რომლის გატაცებაც იყო სახიფათო სელფები,ჩანჩქერიდან გადაიჩეხა
image

გოგონას ბუნება უყვარდა და აქტიური ცხოვრების წესს ეწეოდა, პარალელურად თითქოს ფრთხილობდა კიდეც, მაგრამ რაღაც მომენტში საკუთარი უსაფრთხოებას სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო.


ჩინელი ბლოგერი სოფია ჩუნგისთვის სახიფათო ფოტოების გადაღება გატაცებად იქცა. ასეთი სელფების გულისთვის გოგონა რთულ მარშრუტებს გადიოდა, ადიოდა მთებში და პოზირებდა კლდეებზე. შედეგად, მის "ინსტაგრამზე" მომხმარებლებს შეეძლოთ დამტკბარიყვნენ გასაოცარი ბუნებით და შესანიშნავი ხედებით.

image


image

ცოტა ხნის წინ, 32 წლის სოფია ახალი თავგადასავლების საძიებლად წავიდა და თან სამი მეგობარი წაიყოლა ჰონგ -კონგში, Ha Pak Lai-ის პარკში, ტურისტების საყვარელი ადგილზე, სადაც შეიძლება დატკბეთ მზის ჩასვლის ულამაზესი სანახაობით.

image

ადგილზე მისულს გოგონამ ჩანჩქერის პირას სელფის გადაღება გადაწყვიტა. მაგრამ ეს სურვილი მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. სოფიამ წონასწორობა დაკარგა და კლდიდან გადავარდა.

image

შეძრწუნებულმა მეგობრებმა მაშველები გამოიძახეს, სოფია სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, საავადმყოფოში გადაყვანამდე იგი გარდაცვლილად გამოაცხადეს.

image

"უკეთესი დღეები გვიახლოვდება. მას შაბათს-კვირას უწოდებენ!" -ასეთი მხიარული წარწერა გაუკეთა ბლოგერმა უკანასკნელ ფოტოს, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა.

0
391
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0