ქვემო ქართლი მოკლეს თუ არა რუსთავში ბიჭი ჰომოფობიურ ნიადაგზე? 2021, 17 ივლისი, 9:35
როგორც ცნობილია 14 ივლისს წინ გვიან ღამით რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დასრულდა.ცივი იარაღით დაჭრის შემდეგ, გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა კაცი, 27 წლის, ხოლო მეორე 30 წლის მამაკაცი ამჟამად კლინიკა "რუსთავში" გადის მკურნალობას.
სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული, 20 წლის ახალგაზრდა ნ.დ. და მისი თანმხლები მეგობარი გ.ჩ.რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. გუშინ სასამართლომ ორივეს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა სრულად გაითვალისწინა პროკურორის ლევან ჯალაღანიას შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. მომდევნო სასამართლო პროცესი, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 6 სექტემბერს დღის 12:00 საათზე ჩაინიშნა. რა შუამდგომლობას დააყენებენ მომდევნო პროცესზე ეს ჯერჯერობით უცნობია. ამ ტრაგედიის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობა თითქოს ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა, ვერსიები სხვადასხვაა, "კიკინის გამო", "გრძელი თმის", "ფერადი ტანსაცმლის", "ქოლგის" გამო და ა.შ. "წესიერი, პატიოსანი, მშრომელი ბიჭი მოკლეს რუსთავში, არავის არაფერს უშავებდა, ხაჭაპურს აცხობდა ჩემს უბანში. საკმაოდ კარგ ხაჭაპურს..დარჩა ერთი შვილი და ფეხმძიმე ცოლი..მისი მეგობარი დაჭრეს მძიმედ. რისთვის? მხოლოდ გრძელი თმის და ქოლგის გამო...ეს გააკეთა ხელისუფლების და სამღვდელოების წაქეზებამ. ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან...ნებისმიერი შეიძლება მოკლან საერთოდ არაფრის გამო. მერე ჩადგებიან რიგში უსინდისოდ და თავს იმართლებენ, სხვას აბრალებენ, მსხვერპლს აშავებენ, მედიას ებრძვიან...საერთოდ გაუწყდათ შუბლის ძარღვი. აქ მაინც ნუღარ მხვდებით ისეთები, რომლებიც არარსებულ პრაიდს, მედიას თუ კიევში მყოფ მიშას აბრალებთ ამ ყველაფერს.."-წერს ვინმე ნინო აბრამია-ბარათაშვილი სოციალურ ქსელში. თუმცა კონფლიქტის მიზეზი სულ სხვა რამის გამო მოხდა და საერთო არაფერი აქვს ჰომობიურ გამოხტომასთან. პროკურორის ლევან ჯალაღანიას განცხადებით ჩხუბი სრულიად მარტივი მიზეზით -დაყვირების გამო დაიწყო: "ამავე ქუჩაზე პარალელურ მხარეს მოძრაობდნენ ასევე ნასვამი მოკლული და მისი მეგობარი, ამ დროს მოხდა ბრალდებულების მიერ დაყვირება, ისევ მთვრალი მდგომარეობიდან გამომდინარე, "რატომ დაიყვირე?!, ვის მიმართულებით დაიყვირე!-მოჰყვა პასუხი და ამას მოჰყვა ჩხუბი და კონფლიქტი, მათ აქამდე ნაცნობობაც კი არ ჰქონიათ"-ამბობს საქმის პროკურორი ლევან ჯალაღანია. ამასვე აცხადებს, მკვლელობაში და დაჭრაში ბრალდებულის უფლებადამცველი. არჩილ ცაგურია ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დანაშაული ჰომოფობიური ნიადაგზე მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ისიც სიცრუეა თითქოს, მოკლული რუსთაველი ბიჭი იყო, რომელიც ხაჭაპურს აცხობდა აქ ერთ-ერთ უბანში, მოკლული და მისი მეგობარი სტუმრად იმყოფებოდნენ რუსთავში. 266 3-ს მოსწონს
|