x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილმა პორნომსახიობმა,რომელმაც 600 ფილმში ითამაშა, თავი მოიკლა
image

ცნობილი პორნომსახიობი, 31 წლის დალია სკაი(Dahlia Sky)ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი გაჩერებულ მანქანაში, ლოს-ანჯელსში, აშშ-ში. მის სხეულზე სამართალდამცავებმა სერიოზული ჭრილობა აღმოაჩინეს, თუმცა ბრძოლის ნიშნები არ გამოვლენილა. სამართადამცავები ვარაუდობდნენ, რომ გოგონამ თავი მოიკლა, მაგრამ ამ ვერსიის გადასინჯვა კვლავ მიმდინარეობს, წერს Lad Bible.




რამდენიმე დღის წინ მსახიობმა თაყვანისმცემლებს და კოლეგებს განუცხადა, რომ ბოლო სტადიის კიბოს ებრძვის და თან მადლობა გადაუხადა მეგობარს, რომელიც მას უვლიდა და მკურნალობის დროს ეხმარებოდა.


image


JHP Films კინოკომპანიის მეპატრონემ, რომელთანაც დალია ხშირად მუშაობდა, აღიარა, რომ მასთან საუბარში შესამჩნევი იყო, თუ რამდენად მძიმე იყო მისთვის ეს მდგომარეობა.



"რამდენჯერმე ვესაუბრე მა ცხოვრებაზე და შემიძლია ვთქვა, რომ მისთვის ეს ადვილი არ იყო. მან ცხოვრების გზაზე მძიმე დარტყმა მიიღო"-განაცხადა JHP Films-ის მფლობელმა.


image

დალიამ წარმატებული კარიერა აიწყო პორნო ინდუსტრიაში. მან ითამაშა 600-ზე მეტ ფილმში, რომელთაგან ერთმა მიიღო ერთდროულად "პორნო-ოსკარის" ცხრა ნომინაცია, ხოლო თავად მსახიობი გოგონა 2014 წლის საუკეთესო მსახიობი გახდა. მას ადრე "ბეილი ბლუ"-დ იცნობდნენ, მაგრამ 2010 წელს მას მეტსახელის შეცვლა მოუწია, როდესაც ამავე სახელწოდების ტანსაცმლის კომპანიამ მას წინასწარ სასამართლოსთის გამზადებული გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა იმის გამო, რომ პორნომსახიობი ლახავდა მათი კომპანიის რეპუტაციას.

image

0
249
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0