x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სად იყვნენ ივანიშვილი მიშას უკანალს რომ ულოკავდა და ღარიბაშვილი ბერას ფეხსაცმელებს უწმენდდა" - ნახეთ, ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და 1 დღით, 4 ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტით გახარებულებს პერსონალურ პოსტს უძღვნის. ჯანგირაშვილი ასევე უახლოესს წარსულსაც იხსენებს, როდესაც 2009 წელს "კავკასიამ" და "მაესტრომ" თანამშრომლების ცემის ფაქტის გასაპროტესტებლად ეთერი გათიშა, თუმცა მისივე თქმით, ის ადამიანები მაშინ ნამდვილად არ ახსოვს სად იყვნენ, ახლა მიხეილ სააკაშვილს რომ ებრძვიან : "ამ უეთერობის ჟამს რას აღარ ვუყურე, რუსთავზე კობახიძეს, იმედზე მღვდლებს, ახლა მივადექი შალვა რამიშვილს და იმ ორს. ძაან ხორხოცობენ, ეგ ბანძებიო, ეთერი როგორ გათიშესო, ეგ რა თვითლიკვიდაციააო, ეგ რა ბრძოლააო. ამათ ბიძინას წელთაღრიცხვამდე დედამიწის ზურგზე რამე თუ არსებობდა კი არ ახსოვთ, მაგრამ არქივს ახსოვს, პროტესტის ნიშნად 2009–ში რომ გავთიშეთ ეთერი კავკასიამ და მაესტრომ იმის გამო, რომ თანამშრომლები გვიცემეს. ოღონოდ ესენი და დანარჩენი ქოცები, დღეს რომ მიშას ებრძვიან, მაშინ სად იყვნენ არ მახსოვს. ივანიშვილი რომ მიშას უკანალს ულოკავდა და ღარიბაშვილი რომ ბერას ფეხსაცმელებს უწმენდდა იმ დროს, ეგ ზუსტად ვიცი. უახლოესი 2–3 კვირა აქციებში მონაწილეობა ჯდომით მომიწევს…" - წერს ნინო ჯანგირაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით გუშინ ჟურნლისტების მიერ გამართულ აქციაზე გადაღებულ საკუთარ ფოტოს აქვეყნებს.


image












0
275
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
275