მსოფლიო როგორ დასაჯა გაბრაზებულმა მოსახლეობამ უპასუხისმგებლო ქალაქის მერი 2021, 15 ივლისი, 21:24 მრავალ ქვეყანაში პოლიტიკოსის დასჯის ერთადერთი გზა - არჩევნებში მისთვის ხმის არ მიცემაა, თუმცა ბოლივიაში ადგილობრივებს თავიანთი განსხვავებული მეთოდები აქვთ, რომლებსაც ისინი "სოციალურ სამართლიანობას" უწოდებენ.ცოტა ხნის წინ, ბოლივიის პატარა ქალაქ სან-ბუენავენტურას მცხოვრებლებმა სოციალური სამართლიანობისთვის თავიანთი კონსტიტუციური უფლება გამოიყენეს და ქალაქის უპასუხისმგებლო მერს ხავიერ დელგადოს 1 საათით ფეხებზე ხუნდები დაადეს.
2018 წლის 25 თებერვალს ხავიერ დელგადო სან-ბუენავენტურაში ახალი ხიდის გახსნას უნდა დასწრებოდა, ხოლო როდესაც მერი დანიშნულების ადგილზე მივიდა, უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ადამიანი შენიშნა, რომელთა ღონისძიებაზე დასწრებაც წესით არ იგეგმებოდა. როგორც აღმოჩნდა, გაბრაზებულმა მოქალაქეებმა მერისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტეს. პოლიტიკოსის სითავხედით გამწარებულმა მოსახლეობამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დელგადო შეიპყრო და ფეხებზე ბორკილები დაადო."მათ არც კი უთქვამთ, თუ რისთვის მსჯიდნენ, თუმცა მე წინააღმდეგობა არ გამიწევია, რათა სიტუაცია უარესში არ გადაზრდილიყო. მოგვიანებით მათ ნება დამრთეს ყველაფერი ამეხსნა და ბოდიშიც მომიხადეს, რადგან მიხვდნენ, რომ მათით მანიპულირებდნენ და ჩემი პოლიტიკური ოპონენტებების მიერ შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი", - განაცხადა მოგვიანებით ხავიერ დელგადომ. მერმა ადამიანების ამგვარ შურისძიებაში ოპონენტებისა და ადგილობრივი მეწარმეების ინტრიგები დაინახა, რომელთაც მისი საქმიანობისთვის თითქოს ხელის შეშლა სურდათ, თუმცა თავად ქალაქის მაცხოვრებლების განცხადებით მერი მოსახლეობის წინაშე თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის, ტყუილებისთვის და თანაქალაქელების მიღებაზე უარის თქმის გამო დაისაჯა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქალაქის მაცხოვრებლები ორწლინახევრის განმავლობაში დელგადოს უკვე მესამედ სჯიან. უფრო მეტიც, პირველად მას ბორკილები თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე თვეში დაადეს.796 1-ს მოსწონს |