x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: გერმანიაში წყალდიდობის შედეგად 42 ადამიანი გარდაიცვალა
image




ბერლინი, 15 ივლისი - დასავლეთ გერმანიის რეინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 42 ადამიანი.- იუწყება ადგილობრუვი ტაბლოიდი Bild-ი.







არვაილერის ერთერთ დაზარალებულ რაიონში 18 მსხვერპლია, ოისკირხენში - 15. ქალაქ ეშვაილერში სასმელი წყლის მიწოდება შეფერხდა. ხდება ხალხის ევაკუირება საავადმყოფოდან, სადაც 400-მდე პაციენტი იმყოფება. შულდის კომუნაში ექვსი სახლი ჩამოინგრა უამინდობის გამო.





მოგვიანებით გერმანიის პოლიციამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში 20 ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.






”ორი იპოვნეს კელნში, 15 ოისკირჰენში და სამი რაინბახში.”- თქვა დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მან მსხვერპლთა პიროვების დაზუსტებული ინფორმაციის შესახებ განცხადება არ გააკეთა.
საგანგებო სიტუაციების გარდა, სამაშველო სამუშაოებში ბუნდესვერის ძალები მონაწილეობენ.




რეინ-ერფტის რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული შემდგომი წყალდიდობის საშიშროების გამო.




1
171
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
171
  
2021, 15 ივლისი, 22:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1