x
image
თამილა გურაშვილი
ზვიად ტომარაძე: " ჩვენ თავისუფლების მოყვარულმა ადამიანება უნდა ვიბრძოლოთ თანამედროვე ფაშიზმის წინააღმდეგ"

image

"ახლობლებმა იციან, რომ როდესაც რამე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს აუცილებლად ვაკითხავ ექიმებს, დანიშნული წამლების მიღებასაც ზედმიწევნით ვასრულებ. ყველას, ოჯახის წევრი იქნება ეს თუ ახლობელი, სწორედ იგივეს ვურჩევ!
გარდა ამისა, ზოგადად მომხრე ვარ წესრიგის, დისციპლინის და სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულების! შესაბამისად, რეგულაციები ან აცრა რომ იყოს პრევენცია და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, პირველი ვიქნებოდი მისი მომხრე და დამცველი, მაგრამ სინამდვილეში საქმე გვაქვს "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამკვიდრების მცდელობასთან!
ის კოვიდტერორი და აფიორა, რაც მსოფლიოში მძვინვარებს არ შეიძლება ვერ დაინახო ელემენტარული აზროვნების მქონე ადამიანმა! როგორ შეიძლება ენდო, მათ, ვინც აქამდე არსებულ ვაქცინებს ადარებს კოვიდვაქცინას? კითხვა არ გაგიჩნდეს, რატომ უნდა დაგაძალონ გამოუცდელი და უცბათ შექმნილი ვაქცინით აცრა? განა აცრა ერთჯერადი არ უნდა იყოს და არა ნარკოტიკივით მუდმივად მასზე დამოკიდებული უნდა გაგხადონ? განა პირიქით, სახვეწარი არ უნდა გვქონდეს იმ მავნებლებისგან კურნების მიღება, ვისაც არ აინტერესებს ჰაერის დაბინძურებით, გემოდიფიცირებული საკვების მიღებით, გაძვირებული მედიკამენტებით და სხვა მრავალი უბედურებით მოსახლეობის დაავადება და გარდაცვალება?
როდიდან დაიწყეს ზრუნვა ჩვენს ჯანმრთელობაზე? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, დააკვირდით რა კატეგორიაა კოვიდტერორის მომხრე, ხშირ შემთხვევაში ეს კატეგორია გვევლინება ვითომ ადამიანის უფლებების დამცველებად და სინამდვილეში კი ილაშქრებს ღმერთის, ეკლესიისა და კაცობრიობის მიერ საუკენეების მანძილზე დამკვიდრებული ღირებულებების წინააღმდეგ!
ამიტომ, ჩვენ თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ვიბრძოლოთ თანამედროვე ფაშიზმის წინააღმდეგ!
ზვიად ტომარაძე 14/07/2021
0
133
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0