x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს იდუმალებით მოცული და საინტერესო ადგილები, რომელთა მონახულებაც ყველას უნდა, მაგრამ აკრძალულია

image
ალბათ, არაფერია იმაზე უფრო საინტერესო, ვიდრე აკრძალული ადგილები. ამ ადგილებზე შესვლა ხშირ შემთხვევაში აკრძალულია, სწორედ ამიტომაცვ უნდათ ტურისტებს ყველაზე მეტად მათი მონახულება:

1. თესლების საერთაშორისო საცავი- ნორვეგია

“განკითხვის დღღის საცავი" სწორედ აე ეძახიან ნორვეგიასი ადგილს, სადაც მსოფლიოს ყველანაირი მცენარის და ნერგის თესლი ინახება ყოველი შემთხვევისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი მცენარეებს ომები ან სხვა რაიმე კატასტროფა გაანადგურებს, სწორედ ეს საცავი იქნება მთავარი იმედი.image

2. ჩრდილოეთის სენტინელის კუნძული, ინდოეთი

სწორედ აქ ცხოვრობს ერთ-ერთი უძველესი ტომი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთან კავშირზე უარს ამბობს, მეტიც, უცხოებს თავიანთ მიწებზე არ უშვებენ. 2006 წელს მათ 2 მეთევზეც კი მოკლეს, რადგან ისინი შემთხვევით მათ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. მკვლელობისდა მიუხედავად ინდოეთის მთავრობამ არაფერი მოიმოქმედა დამნაშავეთა დასაჭერად, მეტიც, ტომის ტერიტორიაზე შესვლა სასტიკად აკრძალა.image

3. პლუტონის კარიბჭე ჰიერაპოლისში, თურქეთი

"ჯოჯოხეთის კარიბჭე", "სიკვდილის მღვიმე" - ოდესღაც ეს ადგილი რომაელთა სიკვდილის ღმერთს, პლუტონს აუშენეს. პლუტონის ტაძრის გათხრების დროს აღმოაჩინეს პატარა გამოქვაბული, საიდანაც ნახშირორჟანგი გამოდის კლდის ნაპრალიდან. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ადგილი უკიდურესად საშიშია: ფრინველები, რომლებსაც არ გაუმართლათ და ახლოსს გაიფრინეს, იგუდებიან და მიწაზე ვარდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში, გაზის კონცენტრაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას უფრო დიდ ცხოველებს, მათ შორის ადამიანებსაც.image

4. პოველიას კუნძული, იტალია

ეს კუნძული ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს იყო შავი ჭირის მსხვერპლთა სასაფლაო, მოგვიანებით, შუა საუკუნეებში, როდესაც შავი ჭირი დაბრუნდა, კუნძული კვლავ გახდა ათასობით სამკურნალოდ დაავადებული ადამიანის საცხოვრებელი. ამბობენ, რომ მიწა კუნძულზე 50% ით ადამიანის ფერფლისგან შედგება. შემდეგ 1922 წელს კუნძულზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გაიხსნა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადგილმა დადებითი გავლენა ვერ მოახდინა პაციენტებზე. დღეს ეს კუნძული და მასზე არსებული შენობები მიტოვებულია, იგი დაცულია და იგი დახურულია საზოგადოებისთვის.image

5. კატაკომბები- პარიზი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საშინელი ადგილი მსოფლიოში. თავდაპირველად, ეს ადგილი იყო გვირაბების ქსელი, რომელიც პარიზის ქვის მაღაროებს აერთიანებდა, მაგრამ მე -18 საუკუნის ბოლოს ის 6 მილიონი გარდაცვლილი ადამიანის სამარხი გახდა. გვირაბების ძალიან პატარა ნაწილია ღია დამთვალიერებლისთვის, ხოლო სხვა დანარჩენი 274 კილომეტრიანი ლაბირინთის და მასში არსებული ცონჩხეების ნახვა არავის შეუძლია, სულ მცირე, დამთვალიერებლებს ერტმანეთზე დაწყობილითავის ქალების დანახვა შეუძლიათ შესასვლელში. ლაბირინთში დაკარგვა ძალიან მარტივად შეიძლება, თუმცა ეს ხელს არ უშლით “მამაც შეთქმულების თეორიების მოყვარულებს", სწორედ მათ გამო, გვირაბს მუდმივად პოლიციელები იცავენ.image

6. გველების კუნძული- ატლანტის ოკეანე

"ოქროსფერი გველების კუნძული" მდებარეობს ბრაზილიის სანაპიროებთან. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შხამიანი გველი Golden Lancehead ბინადრობს. კუნძული საზოგადოებისთვის დახურულია გველების ამ პოპულაციის დასაცავად, აგრეთვე ვიზიტორების დასაცავად, რადგან ზოგიერთი შეფასებით, კუნძულის ყოველ კვადრატულ მეტრზე ერთი გველი მაინცაა.image

7. ცინ შიჰუანის მავზოლეუმი- ჩინეთი

იმპერატორ ცინ შიჰუანის საფლავი მდებარეობს შანქსის პროვინციაში, სიანის ქალაქ ლინტონგის რაიონში. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 1974 წელს, ტერაკოტის არმიის აღმოჩენისას, საფლავი არ გახსნეს, რადგან მისი დაზიანების შესაძლებლობა გათხრების დროს მაღალია. ამიტომ, ამ ადგილას შესვლა ყველას ეკრძალება.image

8. ზონა 51

ყველაზე დახურული სამხედრო ობიექტი მდებარეობს ლას – ვეგასის ჩრდილოეთით 134 კილომეტრში. ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებელ ადგილად, აშშ მის არსებობას 2013 წლამდე უარყოფდა. ამიტომაც, ეს ადგილი შეთქმულების თეორიების მოყვარულთა საყვარელ თემად იქცა. მიუხედავად იმია, რომ ოფიციალურად სამხედრო ბაზად ითვლება, ამბობენ, რომ ამერიელები ამ ადგილას უცხოპლანეტელების ხომალდებს და თავად უცხოპლანელებსაც ინახავენ. image

9. კუნძული ისლანდიაში

უნიკალური კუნძული, რომელიც 1963 წელს გამოჩნდა წყალქვეშა ვულკანის 3 წლიანი ამოფრქვევის შემდეგ. ახლა ის მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენება. მეცნიერთა მიზანი არის იმის გაგება, თუ როგორ იქმნება ეკოსისტემა ადამიანის ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მხოლოდ რამდენიმე მეცნიერის დაშვება შეიძლება კუნძულზე, რაც მას ერთ – ერთ ყველაზე აკრძალულ ადგილად აქცევს დედამიწაზე. მეცნიერებს ეკრძალებათ რაიმე ნერგის მიტანა, რათა არაფერი არ აისახოს ცხოვრების განვითარების ბუნებრივ პროცესზე. ერთხელ კუნძულზე პომიდორიც გაიზარდა, რაც მეცნიერებისთვის შოკი გახდა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მათგანმა უგულებელყო კუნძულზე ყოფნის წესი და ... გქვავებული ლავის ტუალეტში გავიდა. აის გარკვევის შემდეგ მეცნიერებმა ეს მცენარე საერთოდ მოაშორეს კუნძულიდან.image

1
701
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
701
  
2021, 15 ივლისი, 14:25
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 1