„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ დავით კუტალაძის განცხადება სასამართლოში
"ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი ვარ ქუთაისიდან. აქ არაერთხელ გააჟღერეს, რომ მოძალადე ვარ და ჯგუფური თავდასხმის შედეგად ჟურნალისტებზე.
ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ პირებმა ჩვენი დროშის ფონზე და ქართული მუსიკის ფონზე ჩაიწერეს უმსგავსი საქციელები, ჩვენს ბიბლიას, ჩვენს სამებას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ყველაფერს სახელი დაარქვეს, რომ ისინი გამოვიდოდნენ რუსთაველზე და დაარქვეს ღირსების მარში, ეს იყო ჩვენი სულიერი, მორალური, ადამიანური გამოწვევა. ამ საქციელებით დავრწმუნდი, რომ მათ სურდათ, რომ ჩვენ გვეძალადა მათზე...
მათ შემოუშვეს ჟურნალისტები, ვერავინ იტყვის, რომ მე მოძალადე ვარ, 5-ჯერ მაქვს ვეროპის საზღვარი გადაკვეთილი, საქართველოშიც 29 წლის მაჩვენეთ წვრილმანი ხულიგნობაც თუ ჩამიდენია, მათ სურთ ჩემგან მოძალადე შექმნან, რადგან შეეხნენ ჩვენს ძვირფასს, მე ვზრუნავ ჩემი მომავლისთვის, მე სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი თაობისთვის.
ჟურნალისტებმა დამაბრალეს იმ ადამიანის ხელყოფა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვინც გარდაიცვალა. განცხადება დადეს, რომ ადამიანს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, ტვინის შეშუპება მიღებული, შემდეგ ვნახეთ ვიდეო, ადამიანი შოუში გამოდის და ნახევარი საათი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი არ ჭირს და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, 6 დღის მერე იდება ვიდეოები, რომ ადამიანი აფთიაქში შედის, მერე არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება.
მე მაშინ მივხვდი სწორ გზაზე, რომ ვიდექი, ყველამ შემომიტია, ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა, ხალხს გააცნეს, როგორც მოძალადე,
მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს რომ ქართველია.
ჟურნალისტობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, უნდა გააშუქო სიმართლე. გარდაცვლილი ადამიანის კოლეგამ ჩვენზე დაწერა და ის არის, ვინც მე ხელი დამადო. ვაჟკაცის პირველი ღირებულებაა ქალს ხელი არ ახლოს.
მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, გასაქცევი იმ ადამიანს აქვს ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს.
მე შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მე მართალი, ქართველი ვაჟკაცი ვარ, ვინც მომავალზე ზრუნავს. იმ ფერადი დროშის უკან სატანა დგას, მათ არ გააჩნიათ მორალი, მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც კავკასიის გულში არასდროს მოგცემთ უფლებას ასეთი მარში ჩატარდეს. მათ არ იციან რას ნიშნავს ადამიანობა, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. თქვენ წინ დგას ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ვინც თავისი ხელებით აჭმევს მის დედ-მამას, ვისაც აქვს მეურნეობა. მე არ მეშინია არავისი, ვინაიდან ჩვენ მართალი ხალხი ვართ. მე დამაბრალეს შავი დაჯგუფების წევრად და რუსეთთან კავშირი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მე აქედან შეიძლება ციხეში ამომაყოფინონ თავი, რადგან მე პატიოსანი გლეხი ოჯახის შვილი ვარ, მათ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მასალა არ აქვთ, შოუებშიც კი ყველანი ერთდროულად შემომიტრიალდა, მაშინ მივხვდი რომ მართალ გზაზე ვდგავარ."