x
image
ლანა92
მალაიზიაში აღმოაჩინეს უფოთლო ყვავილი, რომელიც სოკოს ხარჯზე ცხოვრობს

image


ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, კრის თოროგუდმა, მალაიზიის ტყის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და ადგილობრივ მეცნიერ დომ ნიკონგთან ერთად, აღწერა მალაიზიის ტროპიკული ტყეების უცნაური მცენარე.

ე.წ. "ჯადოსნური ლამპრები" უჩვეულო უფოთლო მცენარეებია. იზრდება მალაიზიის ტროპიკული ტყეების სიღრმეებში და იქაც იშვიათია.მსოფლიოში თესმიას 90-მდე სახეობაა ცნობილი აზიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ში. ისინი საკვებს იღებენ სოკოს ფესვებისაგან, სხვა მწვანე მცენარეებთან ერთად. ყვავილები ძალიან ცოტა ხანს ძლებს და მალე ცვივა. ამიტომაც "ჯადონსური ფარნების" ყვავილების დანახვა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მოახერხა, მოასწრო.

თოროგუდმა და მისმა კოლეგებმა სრულიად ახალი სახეობის "ჯადოსნური ფარანი" აღმოაჩინეს. იგი პირველად შენიშნა ტროპიკული ტყეების მკვლევარმა, დონ ნიკონგმა, 2019 წელს, ჰურუ-ნელუსის ტყისკენ მიმავალ საფეხმავლო ბილიკზე. 2020 წლის თებერვალში მას შეუერთდნენ სხვა მეცნიერებიც, რომელთაც შენიშნეს, რომ ყველა "ჯადონსური ფარანი", გარდა ერთი ეგზემპლიარისა, გარეულ ღორებს გაენადგურებინათ. მეცნიერებმა შეძლეს ახალი სახეობის უფოთლო ყვავილის აღწერა და ფოტოზე ასახვა. მცენარეს აქვს უნიკალური ნარინჯისფერი ბუტონი, ფარნის მსგავსი სვეტებით. ისინი ამაგრებენ ე.წ. "მიტრას" - ქოლგის მსგავს სტრუქტურას, რომლის ფუნქციაც საიდუმლოდ რჩება. უცნობია ისიც, თუ როგორ მრავლდება ეს ყვავილი. ყვავილს პირველი აღმომჩენის, ნიკონგის დედის - სითი მერიემის საპატივცემლოდ უწოდეს სახელი "Thismia sitimeriamiae".

0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0