x
image
თამილა გურაშვილი
ნანა გეგეჭკორი: "..ნარკოდამოკიდებული რომც ყოფილიყო, ეს ძალადობას ვერ გაამართლებს.."

image

დაღუპული ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ ამ ბიჭზე იძალადა. ცოცხალიც რომ დარჩენილიყო ვერავინ წაშლის მის ჩამსხვრეულ თვალბუდეს, ვერავინ უარყოფს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ლექსოს გარდაცვალება მხოლოდ ამძაფრებს ამ ტრაგედიას.
ამ ისტორიაში ორი ამბავია მთავარი; ის რომ ლექსო ცოცხალი აღარ არის და ის რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არავის სიცოცხლის უფლება არაა დაცული. მათ შორის იმ მონებისაც ვინც დღეს ჩვენზე ძალადობენ, ბატონის სურვილის შესაბამისად. მათაც გარანტირებული აქვთ პოლონიუმის ჩაი თუ ბატონის ნებას გადაუხვევენ.
P.S. ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და საიდანღაც მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკური ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია. სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანისთვისაც ადვილად მისახვედრი აბსურდია. დეტალებში ამ თემის განხილვა რომ არც ღირს, ისეთი აბსურდული ვერსიაა სამედიცინო კუთხით.
და კიდევ... ნარკოდამოკიდებული რომც ყოფილიყო, ეს ძალადობას ვერ გაამართლებს. ნარკოდამოკიდებულებს, დიაბეტიანებს, ინფარქტიანებს, ჯანმრთელებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს, ყველას თანაბრად აქვს სიცოცხლის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია ეს უფლება ყველასთვის თანაბრად უზრუნველყოს. ეკლესიას კი შეუძლია სულიერი სიმშვიდის პოვნაში დაეხმაროს იქ მისულ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ნარკო ან სხვა ტიპის დამოკიდებულების პრობლემა აქვს, თუ ასეთი ადამიანი მას მიაკითხავს საშველად." - წერს ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი
21
265
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
265
  
2021, 17 ივლისი, 19:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 ივლისი, 19:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 ივლისი, 19:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 ივლისი, 19:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 ივლისი, 19:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 ივლისი, 19:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 ივლისი, 8:51
ადამიანის ორიენტაცია და პირადი ცხოვრება არის ადამიანის უფლება მოაწყოს ისე,როგორც უნდა. ამ ქვეყანაში გვაკლია ურთიერთობები და ერთმანეთის მოსმენის პრობლემა არის. დიდი ალბათობით,გებს და ჰეტეროებს 99% აქვთ საერთო მიზნები და სურვილები. ერთადერთი განსხვავება არის სექსში და ესეც მიუთითებს იმ კატასტროფას,რაც გვაქვს ქვეყანაში. კონსტიტუციაში გვიწერია,რომ ყველა ადამიანი თანასწორია სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად და მათაც აქვთ ის უფლებები,რაც გვაქვს ჩვენ,როგორც მოვალეობები და პასუხისმგებლობები. ცუდი ის არის,რომ ფულის საკეთებლად კეთდება რაღაცეები და არა ადამიანის უფლებების დასაცვად. ეს არის ძირითადი პრობლემა ყველაფერში. დიდი ხნის წინ ვამბობდი რო ასეთი ქმედებები ცუდ რამეს გამოწვევდა და ახდა კიდეც.

დაბოლოს,ასეთი კითხვა მექნება,თუ მე მოვიხმარ ნარკოტიკებს და არავის ვუშავებ რამეს,ჩემთვის მოვიხმარ პირად სივრცეში,ვარ თუ არა დამნაშავე? უნდა ვექვემდებარებოდე პატიმრობას?
2021, 17 ივლისი, 8:00
ეკლესია იმას გეუბნება,რაც ადამიანის სამართავად დასჭირდება. ილია ადამიანთა მტერი იყო და ყველა ლიბერალი,მაგრამ ეკლესიას დასჭირდა მისი მისაკუთრება და წმინდანად შერაცხა. ღადაობა იქნება,თუ 100 წლის მერე ბენდუქიძე ან იაგო ხვიჩია წმინდანად შერაცხეს. გამორიცხული არ არის,თუ დასჭირდებათ ამას იზავენ. თან მართალიაო ასე თქვა ეკლესიამ. თუ ილია მართალი არის და თან წმინდანი,მაშინ ეკლესია რატო არ გახდა ლიბერალური(კლასიკურ ლიბერლიზმს ვგულისხმობ და არა ნეოლიბერალიზმს). ილია ისე უყვართ ეკლესიაში,როგორც მე პუტინი,მაგრამ ბრბოს დასამონებლად სჭირდებათ მისი სახელი და ეს კარგადაც გამოსდით.
2021, 17 ივლისი, 7:53
მტერი კი არა ადამიანი უნდა გიყვარდეს. ღმერთი გეუბნება,რომ იყავი სრულყოფილი ვითარცა მამაზეციერი და უნდა გიყვარდეს მოყვასი. არ მგონია,რომ ღმერთს ქართველები უფრო უყვარს,ვიდრე არაბები. ვაჟა ამბობდა,რომ ეკლესიის მოქმედებანი ცუდ შედეგებს მოიტანსო და ქვეყანას მონებს აღუზრდისო. ხოდა ფაქტიც სახეზე გვაქვს და ამიტომაც არის საქართველო მონათა ქვეყანა. ის გაგვირრკვევია რა არის ქრისტიანობა და რას ქადაგებს ის. თქვენ ამბობთ რო ტყავის ტრუსიკით მობოდიალე ხალხი არიან ავადმყოფები და მათ ჯოხით დავსდევთ,ეს ქრისტიანობა როგორ არის?! ჯოხი კი არა მოსმენა და მკურნალობა სჭირდებათ. ისე მკურნალობაზე გამახსენდა,არც მღვდლების უმრავლესობას აწყენდათ კარგი მკურნალობა. მღვდელი ჩვეულებრივი ადამიანია,როგორც მე და თქვენ,მისი უსაზღვრო მორჩილება არის ამორალური და არაქრისტიანული. ჯერ მარტო პატრიარქს როგორ გამოვთქვათ "უწმინდესი და უნეტარესი". აღმატებითში აგვყავს და ვეთაყვანებით,რაც ასევე არაქრისტიანულია. წმინდა ხო წმინდაა და უწმინდესი წინდანის აღმატებით ხარისხია,როგორც მაგარის და უმაგრესი. ქრისტეზე მაგარი ქრისტიანები გამოდიან მღვდლები. სხვა კი არაფერია მკრეხელობა,როცა ადამიანს ეთაყვანები როგროც ღმერთს. არადა მამაზეციერმა გვითხრა,რომ მე ვარ ერთადერთი ღმერთიო და მე უნდა მცე პატივიო. ჩვენ კი ვეთაყვანებით,ძვირიანი კოლონით,ოქროში ჩასმულ ადამიანს და ამას ვასაღებთ ქრისტიანობად. ხატების თაყვანის ცემაც არ არის ქრისტიანული და მით უფრო ოქროში ჩასმული ხატების. სხვა კი არაფერს აკეთებდნენ კერპთაყვანისმცელები,ზოგი მგლის თავზე ლოცულობდა,ზოგი მთის გამო და ზოგი ირმის,შეიძლება ადამიანის თავის ქალაზეც.
2021, 17 ივლისი, 7:38
რა მნიშვნელობა აქვს,რისი სიმბოლო იყო კიდევ ჯვარი,როცა ადამიანებს კლავდნენ მისი გამოყენებით. ყველას თავისი მოსაზრება აქვს ამაზე.

ომში ის უნდა წავიდეს,ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს და არ მგონია,რომ ლგბტ ტიპები გამოგადგეს საბრძოლველად. ამ ქვეყანაში ბევრი რამეა გასაკეთებელი და აქ შესაძლებელია მათი გამოყენება. რავი გმირობაზე შეჯიბრი და მე ვიომეს ძახილი არ არის სწორი,როცა არც მახარაძე და არც ფალავანდიშვილს არ მოუკლავთ თავი ქვეყნისთვის. ყველა ადამიანი საკუთარი თავისთვის ომობს,თავისი ოჯახისთვის და თავისი ქვეყნისთვის. გირჩელებს ეძახიან დეზერტირებს და მეც მანდ ვარ,მაგრამ საპატრიაქოს დატოვებულ ხალხზე რაღა ითქმის?! როგორც ვიცი,ამიტომ შეიქმნა ის ბიბლიური თავისუფლება და კანონში ხვრელი იქნა ნაპოვნი. თუ ვინმეს სურს ბიბლიური თავისუფლების გაუქმება,მაშინ კანონში ჩანაწერი გააუქმონ,რომელიც ადამიანებს ათავისუფლებს ჯარისგან,თუ ის ეკლესიის წამრომადგენელია. რაღა შორს წავიდეთ,2000 ლარი გტოვებს 1.5 წელი ჯარიდან და ერთი შვილი 3 წელი,ორი სრულად გიხსნის,დედისერთები არ მიყავთ კიდევ. მოდი ჯერ ეს ყველაფერი შევცვალოთ და მერე ვისაუბროთ ბრძოლაზე,ომზე და მის აზრზე ზოგადად.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10