x
image
თამილა გურაშვილი
დარეჯან მეფარიშვილი: " ..რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა..."
image

"ახლა მე თქვენ გეტყვით, გაგანია პანდემიის დროს რატომ ჩამოვედი თბილისიდან სამტრედიაში და რატომ მივიღე მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ამომრჩეველმა.
1. მამაჩემმა არ მომასვენა;
2. სევერიანოვიჩის ხათრით ჩავთვალე, რომ ჩემი ერთი ხმა და ჩემი დიდი ოჯახის ბევრი ხმა, საქართველოსთვის ძალიან საჭირო იყო;
3. მინდოდა, რომ ახალ პარლამენტს შეემუშავებინა კანონები, მაგალითად, მარტოხელა დედებისთვის, მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის - ეს ყველაზე მთავარი. უმთავრესი, ძალიან მინდა ახალი სს კოდექსი შეიმუშაონ, რომელიც დაიცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს. სურვილი მაქვს ისეთი შრომის კოდექსი მიიღონ, რომელიც დაგვიცავს. მინდა მოქმედებდეს მთელი რიგი კანონები, რომელიც საქართველოს გარანტირებულ წინსვლაზე იმუშავებს!
????სასაცილო წინადადებაა, მაგრამ მაინც "საყვარელი" - რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა.
"ჩამოვიდა":
1. უმრავლესობაზე მოძალადე უმცირესობა;
2. არეულობისა და ქაოსის "მეხოტბე" დეპუტატები;
3. ამომრჩევლის ნების დამთრგუნველი, ჩამრეცხავი და უპასუხისმგებლო "კანონშემოქმედნი";
4. უკანონობის დამკანონებელნი;
და, რაც ყველაზე მთავარია, ორივე მხარეს აწყობს (უფრო ლამაზად ითქმის ასე - ხელს აძლევს) შექმნილი მდგომარეობა. როცა არ არის პრობლემა, თავადვე ქმნიან, შემდეგ ჭრიან და გვაყვედრიან - აი, საზოგადოების დაკვეთა - ჩვენ რომ არა, "ამათ" ხელში რა გეშველებოდათ.
????საზოგადოების დაკვეთა არ ყოფილა კოჰაბიტაცია, უსამართლო სამართალი და მუდმივად უსაქმური საკანონმდებლო ორგანო, სადაც ჩვეულებრივ მოკვდავთაგან განსხვავებით, ძალიან დიდ ხელფასს იღებენ და პრივილეგიებს ისაკუთრებენ, მათ შორის, ბიზნესში.
✔საზოგადოებამ დეპუტატებს დაუკვეთა გზების გაყვანა. სამუშაო ადგილი, სადაც არ იმუშავებენ, იმიტომ და ამიტომ - კანონშემოქმედს გზას, წყალს და კუჭის ამოყორვას რომ "დაუზაკაზებ", ალალია დღევანდელი მოცემულობა.
✔ახლა რამდენიც არ უნდა ვიძახოთ კოლექტიური ხოშტარიების გადასაყენებელი პრემიერი არ გვყავსო, რას შევცვლით ამით? კოლექტიურები კოლექტიურად ირბენენ და იჩხავლებენ, ჩვენ კი მუდმივად თავდასხმის მოლოდინში ვიქნებით - აი, რა მოაქვს არასწორ დაკვეთას, არასწორ პოზიციას, მოვლენების არასწორად შეფასებას.
✔ძალიან არ მინდა ღარიბაშვილის გადადგომა კი არა, გადადგომის მოთხოვნა რომ მესმის და იმიტომ კი არა ვინმეს ფანი ვარ - არა! ჩემი ოჯახი მიყვარს, ჩემი წილი საქართველოს მომავალი - შვილები და დების შვილები და არ მსურს კოლექტიურმა ხოშტარიებმა პრემიერს შეურაცხყოფა მიაყენონ.
????დროშა, გერბი, ჰიმნი, თქვენ წარმოიდგინეთ ციხეც და მითუმეტეს, მთავრობის მეთაური (გვარს რა მნიშვნელობა აქვს), ქვეყნის არსებობის სიმბოლოა - არ მინდა სრულიად ჩამოიშალოს ქვეყანა, რომლის მიწაში ჩემი ორი წვეთი ოფლი და სისხლიცაა ჩაქცეული.
არ მინდა, მოძალადემ პრემიერის გადაყენება მოითხოვოს და შეურაცხყოფა მიაყენოს - საღებავებით გათხუპნოს შენობა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიოთ მთავრობის მეთაური. მეტიც, უწოდოს მას მკვლელი!
ვინმე თუ მეტყვის, პრემიერს ამით არა დააკლდება რაო, ჩავთვლი, რომ საქმე მაქვს გაუნათლებელ, მაგრამ "რაღაც მანქანებით" დაფასებულ ადამიანთან, რომლისთვისაც პრემიერიც სულერთია, სამშობლოც და ამ სამშობლოს სასწაულებრივად შემორჩენილი ქართული გენი, მაგრამ რატომღაც ლაპარაკის უფლებაც აქვს და თქვენ წარმოიდგინეთ კლავიატურაზე კაკუნიც შეუძლია.
მე მინდა მშვიდობა, რომელზედაც 30 წელზე მეტია ვოცნებობ. "გარედან ისე ჩანს", თითქოს 30 წლის წინანდელს მივსტირი. არადა, ფაქტია - 30 წელია ვოცნებობ!- ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი
0
295
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0