x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
ბარჰოუტი-საიდუმლოებით მოცული "ჯოჯოხეთის ჭა" იემენში (+ვიდეო)
image


აღმოსავლეთ იემენის გვალვიან რეგიონში ბუნების საოცრება მდებარეობს, რომელსაც ბარჰოუტს უწოდებენ. გამოცანებითა და ფოლკლორით გარემოცული, ეს იდუმალი ჭა, როგორ ამბობენ, ღმერთისთვის დედამიწაზე ყველაზე საძულველი ადგილი გახდა.

image

ბარჰოუტს, რომელი იმავე სახელწოდების ველზე მდებარეობს, სიგანე 30 მეტრი აქვს, სიღრმე 100-დან 250 მეტრამდე. ეს მონაცემი მიახლოებითია, რადგან მის ფსკერამდე ჯერ არავის მიუღწევია, და თუ გავითვალისწინებთ ამ "ჭასთან" დაკავშირებულ სულისშემძვრელ ლეგენდებსა და ისტორიებს, საეჭვოა, რომ ადგილობრივებიდან ვინმემ სცადოს ეს. იემენელმა მეცნიერები და მკვლევარებიც კი ვერ ჩავიდნენ ფსკერზე, რამდენადაც ჟანგბადის დაბალი დონე, უჰაერობა და საშინელი სუნი იყო, რამაც აიძულა ისინი ისევ ზედაპირზე ამოსულიყვნენ. "ის ძალიან ღრმაა. ჩვენ ვერ მივაღწიეთ ფსკერამდე, რადგან ჟანგბადი თითქმის არ არის და არ არის ვენტილაცია", - განაცხადა სალაჰ ბაბჰაირმა, მაჰრას გეოლოგიური და მინერალური რესურსების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა. - "ჩვენ შევისწავლეთ ტერიტორია და ჩავედით ჭაში 50-60 მეტრის სიღრმეზე. იქ უცნაური რაღაცეები ხდებოდა. სუნი კი საშინელი იდგა."

image

image

ზოგიერთი ისტორიების მიხედვით, ე.წ. "ჯოჯოხეთის ჭა" შექმნეს როგორც საპყრობილე დემონებისთვის. სხვა ვერსიით, ეს დაწყევლილი კარიბჭეა, საიდანაც ერთხელაც გამოვლენ დემონები და ქვეყნიერების დასასრული დადგება. ზოგი ამბობს, რომ ჯინებმა ამოთხარეს ეს ღრმა ორმო ჰიმირიტების ერთ-ერთი მეფისთვის, რომელიც ამ რეგიონს მართავდა უძველეს დროში. ზოგიერთი არაცრუმორწმუნე ადამიანები კი ფიქრობენ, რომ იქ შეიძლება რაღაც სულიერი არსება ბინადრობდეს, რომელიღაც მტაცებელი, რომლის საკვების ნარჩენების ლპობის სუნიც დგას ირგვლივ.


image

მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიებია, და ერთი შეხედვით, ეს თითქოს ჩვეულებრივი ხვრელია, მაგრამ რა ხდება სუნთან დაკავშირებით? ვისაც ბარჰოუტთან მიახლოების გამბედაობა ეყო, ყველა გაუსაძლის სუნზე საუბრობს.

image

image

იემენელი ამარ ხაშემ ოსმანი წერს, რომ გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ბარჰოუტის მახლობლად მდებარე ბანაკში და ის სუნი, რომელსაც ის გადააწყდა, ყველაზე საშინელი იყო მის ცხოვრებაში. "შორიახლოს ჩვეულებრივი ჭა იყო ამოთხრილი, რომელიც სამხედრო ობიექტის წყლით მომარაგებისთვის იყო გათვალისწინებული. მაგრამ როცა ტუმბო ჩართეს, წყლის ნაცვლად კუპრისმაგვარი შავი სითხე ამოიღეს, სუნი აუტანელი, ლაყე კვერცხის ჰქონდა", -წერს ოსმანი. იგი დარწმუნებულია, რომ ჭა დაკავშირებული იყო იმავე წყაროსთან, რომელთანაც ბარჰოუტი, მაგრამ სანამ შესაბამისი კვლევები არ ჩატარდება, დანამდვილებით ამის თქმა არ შეიძლება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ სამოქალაქო ომს, ადგილობრივი მოსახლეობის შიშებს, (რომლებიც ამ ადგილის ხსენებასაც კი ერიდებიან), მისი კარგად გამოკვლევის შესაძლებლობის არარსებობას, "ჯოჯოხეთის ჭა"ალბათ კიდევ რაღაც პერიოდის მანძილზე თავის მისტიურ აურას შეინარჩუნებს.

image






გაეცანით სხვა სტატიებსაც:





გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.

image


რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით

image


იემენის (არაბეთი) დევნილები, რომლებიც მაღალ მთებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით გააქვთ თავი

image


განადგურებული ქალაქის ნაშთები (ანაბარის პლატო, ციმბირი)?

image


ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს

image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image









0
1312
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1312