საბუნებისმეტყველო მაკადამია (მულიმბიმბი) - გაიცანით კაკლის სამეფოს მეფე ავსტრალიიდან 2021, 12 ივლისი, 22:02 მაკადამია ყველაზე ძვირადღირებული კაკალია მსოფლიოში. იცოდით, რომ კაკლის სამეფოს თავისი ემფე ჰყავს? მისის სახელია მაკადამია, იგივე ქვინსლენდის კაკალი (ქვინსლენდი მდებარეობს ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში). იგი პატარა ხეა. ისხამს დაახლოებით 100 კილოგრამ კაკალს სიცოცხლის მე-7, ან მე-10 წელს. მაკადამიის კაკლის სახელი მოდის ავსტრალიელი ბოტანიკოსის ფერდინანდ ფონ მიულერისაგან. მან პირველმა აღწერა ადგილობრივი მცენარეების ოჯახი და კაკლის ამ სახეობას უწოდა თავისი მეგობრის, შოტლანდიელი ჯონ მაკადამის სახელი. ადგილობრივები ხეს, რომელიც ამ კაკალს ისხამს, სხვანაირად "კინდალ-კინდალსაც" უწოდებდნენ, ხოლო მაკადამიის ნაყოფს - "მულიმბიმბის", ან "ბუმერს". კაკლის სახლწოდება "მაკადამია" მაოსბრივად გავრცელდა მხოლოდ 1930 წლიდან, როდესაც ავსტრალიაში დაარსდა მაკადამიის მოყვარულთა საზოგადოება. ევროპელებმა ავსტრალიაში პირველი გამოჩენისთანავე დააგემოვნეს მაკადამიის კაკლის უგემრიელესი ნაყოფი და იგი გახდა ადგილობრივებ ტომებთან ვაჭრობის ერთადერთი ვალუტა, გაცვლის საშუალება. დელიკატესებით განებივრებული ევროპა და ამერიკა მოიხიბლნენ მაკადემიის კაკლის საოცარი გემოთი. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისისათვის ავსტრალიაში მაკადამიის წარმოებამ მთელი ძალით იფეთქა. 1972 წელს ავსტრალიელებმა შეაგროვეს 70 ტონა მაკადამიის კაკალი, ხოლო ბოლო წლებში ყოველწლიურად დაახლოებით 40 000 ტონას აწარმოებენ. დღეისათვის ცნობილია მაკადამიის კაკლის 9 ტიპი, რომლიდანაც 5 მხოლოდ ავტრალიაში ხარობს. მაკადამიის კაკლის პლანტაციები იზრდება კალიფორნიაში, ახალ ზელანდიაში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, ჰავაიში. იგი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია მსოფლიოში, 1 კილოგრამი 30 აშშ დოლარზე მეტი ღირს.
351 შეფასება არ არის
|