x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მინდა, მაგრამ მრცხვენია, გეფიცები" - ნახეთ, რას წერს მამა პეტრე კოლხი

image


დეკანოზი პეტრე კოლხი (კვარაცხელია) "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახში მისვლა სურს, თუმცა რცხვენია: "მინდა ლექსოს ოჯახში მისვლა და პანაშვიდის გადახდა, მაგრამ მრცხვენია, გეფიცები. ასე მგონია მეც დამნაშავე ვარ… მეც შევცდი მაშინ, როცა წლების წინ ძალადობა კიდევ უფრო ხმამაღლა არ გავაპროტესტე!.. ქრისტიანებს ის მაინც გვესწავლოს, რომ ადამიანის მკვლელობა დანაშაულია… არა მხოლოდ ფიზიკური, სულიერი მკვლელობაც!.. უფალმა ყველას შვილი დაიცვას და დაიფაროს… არც ერთი მშობელი არ გამწარდეს!.. საქართველო -“გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”… ამ ქვეყანაში ქრისტეს დაცვის სახელით გკლავენ და მერე ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ცეკვავენ… აქ ბევრს ლოცულობენ, ოღონდ ლოცვის “მადლით” ცხვირ-პირს დაგილეწავენ… აქ ადამიანობას გართმევენ და მხეცად გაყალიბებენ!.. აქ “მორწმუნეები” უფრო დაუნდობლები გახდნენ, ვიდრე სხვა დანარჩენი!.. თუ პირი ამოგიკერეს თვალებით ისაუბრე და უარი თქვი სულიერ, ფიზუკურ, ყველანაირ მკვლელობაზე… ქრისტე არ კლავს, უღმერთო “ქრისტიანები” კლავენ!.." - წერს მამა პეტრე კოლხი. შეგახსენებთ, რომ ტვ "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით, საკუთარმა დედამ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა. რამდენიმე დღის წინ, ის რუსთაველის გამზირზე რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.






















0
126
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
126